თბილისი:
მანჩესტერი:
6-08-2014, 22:02
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2743,
კომენტარები: 15
ეხმარებოდა ვები იუნაიტედს? რას ამბობს სტატისტიკა?
Mirror-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა
ეხმარებოდა ვები იუნაიტედს? რას ამბობს სტატისტიკა?
25 წლიანი კარიერის შემდეგ ჰოვარდ ვებმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 43 წლის მსაჯმა 2010 წლის მსოფლიო და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალებში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ის ინგლისში ერთ-ერთ საუკეთესო არბიტრად ითვლებოდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" კონკურენტი გრანდების ფანები მას ხშირად აკრიტიკებდნენ და "წითლების" მიმართ მიკერძოებულობაში სდებდნენ ბრალს. წლების განმავლობაში იქმნებოდა ფოტოები, სადაც ჰოვარდი "იუნაიტედის" ფორმაში იყო გამოწყობილი. არის "ლივერპულის", "სიტის", "ჩელსის" და სხვა კლუბის ფანების ბრალდებები სამართლიანი? გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს ამ კითხვაზე ნაწილობრივი პასუხის გასაცემად.

ეხმარებოდა ვები იუნაიტედს? რას ამბობს სტატისტიკა?


ვებმა "იუნაიტედის" 47 მატჩში იმსაჯა, აქედან 29 მანჩესტერელების გამარჯვებით დასრულდა. მათ წააგეს 12 შეხვედრა და ფრედ ითამაშეს 6 - ეს ყველაფერი 10 სეზონის განმავლობაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, "იუნაიტედმა" ხუთჯერ აღმართა პრემიერ ლიგის თასი. თითო სეზონში, ჰოვარდი საშუალოდ 7-ჯერ მსაჯობდა "წითლების" შეხვედრებში.

ეხმარებოდა ვები იუნაიტედს? რას ამბობს სტატისტიკა?


როგორც ფოტოზე ხედავთ, 2010/11 სეზონში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი შედეგი. ვები 4 მატჩში იყო არბიტრი და "იუნაიტედმა" აქედა ყველა მოიგო. ცხრა სეზონის მანძილზე, ვების მსაჯობისას, "წითლები" საშუალოდ ორ შეხვედრაში მარცხდებოდნენ. დევიდ მოიესი მოწინააღმდეგე გუნდის ფანებს სალაპარაკოს აღარ უტოვებდა, რადგან მან ვების მსაჯობიდან ყველა შეხვედრა წააგო, მათ შორის "სიტისთან" 4-1.

ეხმარებოდა ვები იუნაიტედს? რას ამბობს სტატისტიკა?


ამ სტატისტიკით კი ვების კრიტიკოსები ალბათ ძალიან გაიხარებენ. "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ მან 7 პენალტი დადო, მოწინააღმდეგე გუნდის სასარგებლოს კი - 1. "ჩელსის" გულშემატკივრები ჰოვარდმა განსაკუთრებით გააღიზიანა 2012 წელს, ანგარიშით 3-3 დასრულებულ შეხვედრაში, როცა მან "წითლებს" 2 ჯერ დაარტყმევინა პენალტი.

ეხმარებოდა ვები იუნაიტედს? რას ამბობს სტატისტიკა?


რაც შეეხება ბარათებს, მან 84-ჯერ (2 წითელი) უჩვენა ბარათი "მანჩესტერელებს", 82-ჯერ (2 წითელი) კი მოწინააღმდეგეებს.

წყარო: mirror.co.uk


ეხმარებოდა ჰოვარდ ვები "იუნაიტედს"?

კი
არა

ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: გაბადაძე
7 აგვისტო 2014 10:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Manchester_M,
რა უნდაათ და ვების გარდა ბარსას ყველა ეხმარებოდა :D :D :D და გატეხილში არიენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№12
ავტორი: WAYNE Elashvili
7 აგვისტო 2014 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
Msajelona
0
№13
ავტორი: NickCantona
7 აგვისტო 2014 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Gvexmareboda Mara 2010-2011 wlis penalti Ro ar dagvido egec kargad maxsovs
0
№14
ავტორი: Rosso Diavolo
7 აგვისტო 2014 17:47
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ეხმარებოდა ამაზე ორი აზრი არ არსებობს
0
№15
ავტორი: NUGI
7 აგვისტო 2014 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
მე არას ვაძლევ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top