თბილისი:
მანჩესტერი:
პირველი გუნდი 2017/18
ვიქტორ ლინდელოფი
ლინდელოფი
2
ვიქტორ ლინდელოფი
დაბ. თარიღი: 17/07/1994
დაბ. ადგილი: ვასტერასი
ქვეყანა: შვედეთი
სიმაღლე: 187 სმ
წონა: 80 კგ
პოზიცია: მცველი
ტურნირი
პრემიერ ლიგა 0 0 0 0 0 0 0
ჩემპიონთა ლიგა 0 0 0 0 0 0 0
ლიგის თასი 0 0 0 0 0 0 0
ინგლისის თასი 0 0 0 0 0 0 0
უეფას სუპერთასი 0
ამხანაგური მატჩი 0 0 0 0 0 0 0
სულ 0 0 0 0 0 0 0
გოლები და საგოლე გადაცემები
გოლი
საგოლე პასი
ჩატარებული მატჩები
სასტარტო შემადგენლობაში
შეცვლაზე შემოსული
საკლუბო (შიდა) სტატუსი სეზონი კლუბი
პორტუგალიის სუპერ თასი
გამარჯვებული
2016/2017 ბენფიკა ბენფიკა
პორტუგალიის ლიგის თასი
გამარჯვებული
2015/2016 ბენფიკა ბენფიკა
პორტუგალიის ლიგის თასი
გამარჯვებული
2014/2015 ბენფიკა ბენფიკა
პორტუგალიის სუპერ თასი
გამარჯვებული
2014/2015 ბენფიკა ბენფიკა
პორტუგალიის ლიგის თასი
გამარჯვებული
2013/2014 ბენფიკა ბენფიკა
პორტუგალიის თასი
გამარჯვებული
2013/2014 ბენფიკა ბენფიკა
პორტუგალიის თასი
გამარჯვებული
2016/2017 ბენფიკა ბენფიკა
საკლუბო (საერთაშორისო) სტატუსი სეზონი კლუბი
ევროპის ლიგა
ფინალისტი
2013/2014 ბენფიკა ბენფიკა
ევროპის ლიგა
ფინალისტი
2012/2013 ბენფიკა ბენფიკა
სანაკრებო სტატუსი სეზონი ნაკრები
U21 ევროპის ჩემპიონატი
გამარჯვებული
2015 შვედეთი შვედეთი

ვინ არის ლინდელოფი ?

ვიქტორ იორგენ ნელსონ ლინდელოფი დაიბადა 1994 წლის ივლისში, ქალაქ ვასტერასში, რომელიც სტოკჰოლმიდან დასავლეთით, 60 მილში მდებარეობს. მანამ სანამ საფეხბურთო კარიერას დაიწყებდა ადგილობრივ Vasteras SK - ში, ირიცხებოდა IK Franke - სა და Vasteras IK - ში.

მისი პროფესიონალური დებიუტი Vasteras SK - ში 2010 წლის სექტემბერში შედგა, სადაც მან დაეხმარა გუნდს დაწინაურებულიყო შვედეთის მეორე დივიზიონში. 2011 წელს ლინდელოფი უკვე "ბენფიკამ" მიიწვია, რაზედაც შვედს უარი არ განუცხადებია. თავდაპირველად ის "ბენფიკა ბ" - ში ასპარეზობდა, სადაც 2012-13 წლების სეზონში 19 წლამდელებთა ჩემპიონატის მოგება მოახერხა. 

"ბენფიკაში" დებიუტი 2013 წლის ოქტომბერში შედგა, თუმცა სეზონის უმეტესი ნაწილი მან მაინც რეზერვებთან ერთად გაატარა. პარალელურად ლინდელოფი შვედეთის ნაკრებში დაწინაურებას განაგრძობდა, ის 21 წლამდელებთა ნაკრებში მიიწვიეს.

2015 წელს ლინდელოფმა შვედეთის ნაკრებთან ერთად ევროპის 21 წლამდელებთა ჩემპიონატი მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ მისით ევროპის ბევრი გუნდი დაინტერესდა. 2015-16 წლების სეზონის მეორე ნახევარში ლინდელოფი უკვე რეგულარულად გამოდიოდა "ბენფიკას" ძირითად შემადგენლობაში, რამაც განაპირობა მისი წაყვანა შვედეთის ნაკრების მიერ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე.

როგორია მისი თამაშის სტილი ?

ლინდელოფი ე.წ "ბოლ-ფლეინგ" მცველია. მას უყვარს გრძელი გადაცემების გაკეთება და მეტოქის ნახევარზე გადასვლები. ლინდელოფს კარგი დრიბლინგი აქვს, ეს იმითაცაა განპირობებული რომ მცველის ამპლუის მიუხედავად მას კარგად შეუძლია ბურთის ტარება. არ ერიდება ორთაბრძოლებში შესვლას თუ მოთელვებს. ფეხბურთელი საკმაოდ მაღალია, რაც მას საჰაერო ორთაბრძოლებში დიდ დახმარებას უწევს. 

ფიზიკური სიძლიერის მიუხედავად ის მოქნილია და კარგად იყენებს მის აღნაგობას. ლინდელოფს მარჯვენა განაპირა მცველადაც შეუძლია თამაში. ეს მისი სისწრაფითა და ბურთთან კარგი ურთიერთობითაა განპირობებული. შვედეთის ნაკრებში მას უასპარეზია მარჯვენა განაპირა მცველად, თუმცა ყველაზე მეტი სარგებელი მას მაინც ცენტრალურ დაცვაში თამაშის დროს მოაქვს.

კიდევ ერთი პლუსი, რაც მას ახასიათებს არის ის, რომ ის კარგია დაცვიდან შეტევის დაწყებაში. ლინდელოფს მარტივად შეუძლია დაცვიდან ბურთი შეტევაში გადაიტანოს.

ძლიერი მხარეები

უპირველესად რაც უნდა აღვნიშნოთ ეს გადაცემების პროცენტული მაჩვენებელია. ლინდელოფი ლიდერია მთელს ევროპაში გაკეთებული გადაცემების პროცენტული მაჩვენებლით მცველებს შორის, ამასთან ეს უკანასკნელი 90% სიზუსტით აკეთებს გადაცემებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მას უყვარს ბურთთან ყოფნა, იქნება ეს მეტოქის ნახევარზე გადასვლა თუ უბრალოდ გრძელი გადაცემის გაკეთება.

ფიზიკური ყოველი 2 ორთაბრძოლიდან ლინდელოფი ყოველთვის იგებს 1-ს მაინც. პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მას ორთაბრძოლების 60% აქვს მოგებული.

ლინდელოფი მეტოქის გასაჩერებლად აქტიურად იყენებს მის აღნაგობას, მაგრამ ამასთან ერთად ის ძალზედ აქტიურია მოთელვებში. უნდა აღინიშნოს რომ ამას ის ძალზედ "სუფთად" აკეთებს. შვედი ძალზედ კარგია დაკარგული ბურთის მოპოვებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ლინდელოფი ძალზედ აგრესიული მცველია, პორტუგალიის ჩემპიონატის 32 ჩატარებულ შეხვედრაში შვედს მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი აქვს. ეს იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ლინდელოფი ძალზედ განსწავლული მცველია.

სუსტი მხარეები

ლინდელოფის სუსტ მხარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ მისი გამოუცდელობა სწორი პოზიციის შერჩევაში. შვედი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და ბუნებრივია, რომ მას ამ მხრივ ბევრი აქვს სასწავლი. მას გასაუმჯობესებელი აქვს ასევე თამაში თავდასხმაში, რადგანაც შვედს გოლებისა თუ საგოლე გადაცემების დაბალი მაჩვენებელი აქვს. 

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჟოზე მოურინიომ ის ფეხბურთელი შეიძინა, რომელსაც მომავალი ათწლეულის განმავლობაში გუნდისთვს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. შვედი ჯერ ძალზედ ახალგაზრდაა, თუმცა მის ასაკთან შედარებით ის ძალზედ ძლიერი მცველია, რომელსაც წინ დიდი მომავალი აქვს.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top