მანჩესტერში გადასვლის შემდეგ, გიგზი თამაშობდა ადგილობრივ გუნდში,დინს–ში, რომლის მწვრთნელი მანჩესტერ სიტის სკაუტი დენის სკოფილდი იყო. მისი პირველი შეხვედრა დინსის რიგებში სტრეტფორდ ვიქსის წინააღმდეგ დასრულდა მარცხით 9–0. მიუხედავად ამისა, ბევრი ამბობდა რომ გიგზი იმ დღეს მოედანზე საუკეთესო მოთამაშე იყო.სკოფილდმა რეკომენდაცია გაუწია გიგზს მანჩესტერ სიტისთან და მალე იგი მანჩესტერ სიტის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა.ამასობაში, გიგზი აგრძელებდა თამაშს სალფორდელი ბიჭების რიგებში,რომლებიც გავიდნენ გრანადას სასკოლო თასის ფინალში, რომელიც უნდა გამართულიყო ენფილდზე 1987 წელს.გიგზი იყო სალფორდის გუნდის კაპიტანი, რომელმაც დაამარცხა მეტოქეები ბლექბერნიდან. თასი მას გადასცა ლივერპულის მთავარმა სკაუტმა რონ იეითსმა.იეითსზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გიგზის თამაშმა, და რეკომენდაციასაც გაუწევდა გიგზს ლივერპულის მწვრთნელ კენი დალგლიშთან,მაგრამ იმ დროისათვის გიგზი უკვე მანჩესტერ იუნაიტედის წევრი იყო. სანამ დინსში თამაშობდა, მას რეგულარულად აკვირდებოდა ადგილობრივი გაზეთების გამყიდველი და მანჩესტერ იუნაიტედის სტიუარდი ჰაროლდ ვუდი. ვუდი რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციას გიგზის შესახებ მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას,მაგრამ მათ არავინ გამოუგზავნიათ გიგზის სანახავად სანამ ვუდი პირადად არ ესაუბრა სერ ალექს ფერგიუსონს.ვუდმა უთხრა იუნაიტედის მწვრთნელს: "ის ამჟამად სიტიში ირიცხება,და თუ მას დაკარგავთ, ინანებთ." ფერგიუსონმა გაგზავნა სკაუტი დინსის თამაშზე, რომელიც ისე მოიხიბლა გიგზის თამაშით,რომ ეს საკმარისი გახდა იმისათვის რომ იუნაიტედს გიგზისთვის შეეთავაზებინა სინჯები 1986 წლის საშობაო პერიოდში.სინჯებამდე,გიგზი თამაშობდა მატჩს სალფორდელი ბიჭების შემადგენლობაში იუნაიტედის 15–წლამდელების წინააღმდეგ და ამ თამაშში შეასრულა ჰეთთრიკი. ფერგიუსონი მას თავისი ოფისის ფანჯრიდან აკვირდებოდა.1987 წლის 29 ნოემბერს, მის 14–ე დაბადების დღწზე, ფერგიუსონი მივიდა გიგზთან სახლში იუნაიტედის სკაუტ ჯო ბრაუნთან ერთად და შესთავაზა ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.გიგზი მაშინვე დათანხმდა.
გიგზი პირველად ითამაშა პირველი გუნდის შემადგენლობაში 1990–1991 წლების სეზონში და 1991–92 წლების სეზონიდან გუნდის რეგულარული წევრი გახდა.იგი კლუბის რეკორდსმენია ჩატარებული შეხვედრების მიხედვით და ასევე ერთი მოთამაშის მიერ მოგებული გუნდური ტიტულების რაოდენობის მიხედვით.1992 წლიდან მოყოლებული, მან აიღო პრემიერ ლიგის გამარჯვებულის მედალი 11–ჯერ, ლიგის თასის მფლობელის მედალი 3–ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებულის მედალი 4–ჯერ და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის მედალი 2–ჯერ.ბოლო წლებში,გიგზმა მრავალჯერ უკაპიტნა გუნდს, განსაკუთრებით 2007–2008 წლების სეზონში, როდესაც კაპიტანი გარი ნევილი თამაშებში მონაწილეობას ვერ იღებდა ტრავმების გამო. გიგზი ერთადერთი ფეხბურთელია რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული და გოლი აქვს გატანილი პრემიერ ლიგის ყველა სეზონში.
1992–93 წლების სეზონის დასაწყისისათვის,ახალ ჩამოყალიბებული პრემიერ ლიგის პირველ სეზონში, გიგზს უკვე დამკვიდრებული ჰქონდა ადგილი მანჩესტერის ძირითად მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე, და ცნობილი იყო როგორც ერთ–ერთი ყველაზე გასაოცარი ახალგაზრდა ფეხბურთელი ბრიტანულ ფეხბურთში. მან უდიდესი როლი ითამაშა მანჩესტერის მიერ პრემიერ ლიგის ტიტულის მოგებაში, რაც იყო პირველი გამარჯვება ლიგაში ბოლო 26 წლის განმავლობაში, თუმცა ცხრილის სათავეში ვერ მოექცნენ შობამდე,და ტიტულისათვის ბრძოლაში დაამარცხეს ასტონ ვილა და ბლექბერნ როვერსი, რომლებმაც დიდი თანხები დახარჯეს ამ სეზონის წინ, ასევე ჩემპიონობისათვის ყველასათვის მოულოდნელად მებრძოლი გუნდი ნორიჯ სიტი. გიგზის გამოჩენამ და ერიკ კანტონას მოსვლამ განაპირობა მანჩესტერ იუნაიტედის დომინირება ახალ ლიგაში.მისი მწვრთნელი ძალიან მფარველობდა მას, საშუალებას არ ძლევდა გიგზს მიეცა ინტერვიუები სანამ ის 20 წლის გახდებოდა. ბოლოს თავისი პირველი ინტერვიუ გიგზმა ბი–ბი–სი–ს დეს ლინამს მისცა გადაცმისათვის "დღის მატჩი" 1994–94 წლების სეზონში.ამ სეზონში იუნაიტედმა დუბლი მოიგო და გიგზი მათი ერთ–ერთი გადამწყვეტი მოთამაშე იყო ერიკ კანტონასთან, პოლ ინსთან და მარკ ჰიუზთან ერთად. ლიი შარპს, ფეხბურთელს, რომლის პოზიცია ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე გიგზმა დაიკავა, ახლა უკვე ანდრეი კანჩელსკისთან ჰქონდა ჭიდილი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე.ორივე ამ ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში.
გიგზი გადაიქცა იუნაიტედის ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელად მას შემდეგ რაც დენის ირვინმა დატოვა გუნდი 2002 წლის მაისში,ის გადაიქცა გუნდის წამყვან ფიგურად თუმცა ჯერ ისევ ძალიან ახალგაზრდა იყო.გიგზი საუკეთესო თამაშს აჩვენებდა 1999 წლის ტრიუმფის შემდეგ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამ 4 წლის განმავლობაში, იუნაიტედმა სამჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, ასევე მიაღწია უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალს სამჯერ და ნახევარ–ფინალს ერთხელ.გიგზმა თავისი გუნდში ყოფნის 10 წლისთავი იზეიმა ოლდ ტრაფორდზე, ცელტიკის წინააღმდეგ გამართულ მატჩში 2001–2002 სეზონის დასაწყისში. თუმცა, ეს სეზონი ერთ–ერთი ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა იუნაიტედისთვის,ტიტული დათმეს და ჩემპიონთა ლიგიდანაც ლევერკუზენის ბაიერმა გამოთიშა.
ერთი წლის შემდეგ, 2002 წლის შემოდგომაზე, გიგზმა გაიტანა მისი მეასე გოლი სტემფორდ ბრიჯზე ჩელსისთან ფრედ დამთავრებულ შეხვედრაში. 2004 წლის 22 მაისს მა მეოთხედ მოიპოვა ინგლისის ასოციაციის თასი და გახდა ერთ–ერთი იმ ორი ფეხბურთელიდან რომელსაც ეს ტიტული ოთხჯერ აქვს მოგებული მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში.(მეორე როი კინი იყო).2004 წლის სექტემბერში,ლივერპულთან გამარჯვებამ გახადა იგი მესამე ფეხბურთელად, რომელსაც 600 თამაში ჩაუტარებია მანჩესტერის მაისურით ბობი ჩარლტონის და ბილ ფოულკსის შემდეგ.ის ასევე გახდა ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრი 2005 წელს, რითაც დაფასდა ინგლისურ ფეხბურთში მის მიერ შეტანილი წვლილი. ამ სეზონის შემდეგ, გიგზმა 2 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი იუნაიტედთან. იმ დროიდან მოყოლებული კიდევ სამ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და იუნაიტედის რიგებში სულ მცირე 2011 წლის ივნისამდე. 2007 წლის 6 მაისს, ჩელსის 1–1 ითამაშა არსენალთანდა მანჩესტერ იუნაიტედი გახდა ინგლისის ჩემპიონი.გიგზმა ახალი რეკორდი დაამყარა–ცხრაჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული,დაამხო რა მანამდე არსებული რეკორდი –8 ტიტული–რომელიც ეკუთვნოდათ ალან ჰანსენს და ფილ ნილს(ლივერპული). გიგზმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო 2007 წლის ინგლისის სუპერთასის შეხვედრა, რომელიც იუნაიტედმა მოიგო. გიგზმა პირველ ტაიმში გაიტანა, ძირითადი დრო 1–1 დამთავრდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი წითელმა ეშმაკებმა იმარჯვეს მას შემდეგ რაც მეკარე ვან დერ სარმა აიღო ჩელსის პირველი სამი თერთმეტმეტრიანი დარტყმა. გიგზმა გაიტანა თავისი მეასე გოლი პრემიერ ლიგაში დერბი ქაუნთის წინააღმდეგ 2007 წლის 8 დეკემბერს,თამაშში რომელიც დასრულდა იუნაიტედის გამარჯვებით ანგარიშით 4–1.2008 წლის 20 თებერვალს მან მეასე თამაში ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაში ლიონის წინააღმდეგ მატჩში და 2008 წლის 11 მაისს მან შეცვალა პარკ ჯი სუნი რითაც გაუთანაბრდა სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს –758 თამაში მანჩესტერის რიგებში.ამ თამაშში გიგზმა გაიტანა მეორე გოლი და მოიგო მეათე პრემიერლიგის ტიტული.ათი დღის შემდეგ, 2008 წლის 21 მაისს,გიგზმა დაამხო სერ ბობი ჩარლტონის გუნდის შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობის რეკორდი როდესაც 87–ე წუთზე პოლ სქოულზი შეცვალა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩელსის წინააღმდეგ. იუნაიტედმა მოიგო ის ფინალი, დაამარცხა რა ჩელსი 6–5 თერთმეტმეტრიანების სერიაში, მას შემდეგ რაც ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1–1 დასრულდა.გამაჯვების მომტანი პენალი გაიტანა და სტივ მაქმანამანთან და თანაგუნდელ ოუენ ჰარგრივზთან ერთად გახდა ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელსაც უთამაშია და გაუმარჯვია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთზე მეტჯერ.გიგზმა აღმართა ჩემპიონთა თასი რიო ფერდინანდთან ერთად, რადგან კაპიტანმა გარი ნევილმა ტრავმის გამო მთელი სეზონი გამოტოვა.
© MANUTD.GE 2012