რობინმა თავის კარიერა დაიწყო „ექსელსიორის" ჭაბუკთა გუნდში შემდეგ კი გადავიდა „ფეინოორდში" . ამის შემდეგ მან მიიღო მიწვევა ჰოლანდისს ახალგაზრდული გუნდიდან,სადაც 2001-2002 წლებში ჰოლანდიის თასზე გახდა საუკეთესოო ახალგაზრდა ფეხბურთელი. 2002 წლის იანვარში ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი „ფეინოორდთან’’ 3 წლით. როდესაც გუნდში თავდამსხმელებმა მიიღეს ტრავმები, 17 წლის ასაკში რობინს მწვრთნელმა მისცა შანსი.ერთი თვის შემდეგ უკვე უეფას თასზე „გლაზგო რეინჯერსს" ხვდებოდა მეოთხედ ფინალში ფეინოორდს, ვან პერსი მოედანზე გამოჩნდა 57 წუთზე, ხოლო განმეორებით მატჩში უკვე სასტარტოში იყო და გადამწყვეტი გოლოს შეგდება მოახერხა. ის მატჩი 3-2 მოიგეს როტერდამელებმა.
რობინი როტერდამში თამაშისაც ხშირად იღებდა ტრავმებს, 2002 წელს მას თითმის მთელი სეზონი გაუცდა ზურგის დაზიანების გამო. არსენალში გადმოსვლამდე ჰოლანდიელმა 2002/2003 წლების სეზონში „ფეინოორდის" შემადგენლობაში ჩაატარა 28 შეხვედრა და გაიტანა 10 გოლი. მისი კონტრაქტი იწურებოდა 2005 წლის ზაფხულში და მიუხედავად იმისა რომ კლუბი ყველანაირად ცდილობდა მის შენარჩუნებას რობინმა უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და ჰოლანდიურ კლუბს მოუწია მისი გაყიდვა.
2004 წლის 14 მაისს ფეინოორდიდან ვან პერსი გადავიდა ლონდონის არსენალში £2.75მილიონად,რომლებიც დიდი ხანი ინტერესდებოდნენ ჰოლანდიელი ფორვარდით.ასევე არსენალის გარდა ვან პერსით დაინტერესებული იყო პ.ს.ვ ეინდჰოვენი,ბრემენის ვერდერი და ესპანური სევილია. ვან პერსის არსენალში გადმოსვლას გამოეხმაურა ტიერი ანრი და განაცხადა:"ის ისეთი კრეატიული ფეხბურთელია,რომ შეუძლია ითამაშოს მარცხენა შემტევ ნახევარმცველად და ასევე ფორვარდის უკან" არსენალში მისი დებიუტი შესდგა სწორედ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ 2004 წლის 8 აგვისტოს FA Community Shield-ზე,სადაც არსენალმა 3-1 გაიმარჯვა.
თავისი პირველი გამოძახება რობინმა ნაკრებში მიიღო 2005 წლის 4 ივნისს რუმინეთთან. მიუხედავად იმისა რომ ჰოლანდიელმა „არსენალში" თავიდანვე ვერ მოიპოვა ადგილი სასტარტოში მსოფლიო ჩემპიონატზე მარკო ვან ბასტენმა მას გარანტირებული ადგილი მისცა თავდასხმაში. თავისი პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა კოტ’დიუარის ნაკრების წინააღმდეგ 23 წუთზე როდესაც შორიდან ცაციათი დაუბრახუნა „სპილოს ძვლის ნაპირელთა" მეკარე კოპას. ევრო 2008 კვალიპიკაციაზეც ვან პერსიმ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა როდესაც 2-2 გოლი გაუტანა ლუქსემბურგს და ბელორუსიას. ასევე მან თავი გამოიჩინა ბელგიის და ალბანეთის ნაკრებებთან მატჩში. თავისი ორიგინალურობით და ბურთის კარგად ფლობით მან დაიმსახურა შედარება თვით დენის ბერკამპთან და გახდა ინგლისის პრემიერლიგის ამომავალი ახალგაზრდა ვარსკვლავი.
რობინ ვან პერსი 15 აგვისტოს გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში,რაც კლუბს 24 მილიონი ევრო დაუჯდა
© MANUTD.GE 2012