რიო ფერდინანდს კარგი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ არ იყო განებივრებული ძვირიანი ნივთებით. რიო გავინი ღარიბთა უბანში ცხოვრობდა. მისი მეზობლების ნახევარი ან ღარიბი იყო, ანაც სიღარიბის ზღვარზე მდგომი. ამან განაპირობა მომავალში საქველმოქმედო ფონდის შექმნა, რომელიც ეხმარეა ღარიბ ხალხს. რიო სკოლაში გამოირჩეოდა კარგი მათემატიკის ცოდნით და ფეხბურთის თამაშით, რომლითაც ყველას აოცებდა.
რიო ფერდინანდი „ლიდს იუნაიტედში“ გადავიდა 2000 წელს, 18 მილიონ ფუნტ სტერლინგად. ეს იმ დროისთვის ინგლისისთვის სარეკორდო თანხა იყო, მსოფლიოსთვის კი რიო გახდა ყველაზე ძვირადღირებული მცველი. რიო ფერდინიანდს პირველი თამაში „ლესტერთან“ მოუწია. რიოს საუბედუროდ „ლიდს იუნაიტედი“ დამარცხდა 3–0. ცოტა ხანში ფერდინანდმა ადგილი მოიპოვა სასტარტო შემადგენლობაში. „ლიდს იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ჩემპიონათა ლიგა „ლიდს იუნაიტედისთვის“ საკმაოდ კარგი გამოდგა. „ლიდსმა“ ნახევარფინალამდე მიაღწია. რიო ფერდინანდმა პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „დეპორტივოსთან“ თავური დარტყმით გაიტანა. შემდეგ სეზონში, 2001 წლის აგვისტოში, ფერდინანდი კლუბის კაპიტანი გახდა. რიო ფერდინანდი 2002 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა. ზაფხულში „ლიდსი“ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. „მანჩესტერმა“ ლიდს იუნაიტედს 29.1 მილიონი შესთავაზა რიო ფერდინანდის სანაცვლოდ. „ლიდსის“ ხემძღვანელობამ უარი ვერ თქვა და ფერდინანდმა შემდეგი სეზონიდან „მანჩესტერში“ თამაში დაიწყო.
2002 წლის 22 ივლისს, რიო ფერდინანდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ საკუთრება გახდა. „მანჩესტერმა“ რიო 29.1 მილიონად შეიძინა. ამით კიდევ დამყარდა რეკორდი: ინგლისის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მცველი.
© MANUTD.GE 2012