თბილისი:
მანჩესტერი:
პირველი გუნდი 2014/15
პატრის ევრა
3

პატრის


ევრა

დაბ. თარიღი დაბ. ადგილი ქვეყანასიმაღლე წონა პოზიცია
15.05.1981 დაკარი, სენეგალი საფრანგეთი1.75 სმ 76 კგმცველი
ბიოგრაფია
პატრის ლატირ ევრა დაიბადა 1981 წლის 15 მაისს, სენეგალში, ქალაქ დაკარში.

პატრის ევრამ ფეხბურთის თამაში თინეიჯერობის დროს დაიწყო. იგი ჩაეწერა პარის სენ ჟერმენში. ევრა პატარაობაში შეტევაში თამაშობდა. მარსალა არის ის კლუბი, რომელმაც პატრის ევრა პირველმა შეიძინა. მარსალა იტალიური კლუბია. პატრის ევრამ მარსალას რიგებში 24 მატჩი ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. ერთი სეზონის შემდეგ იგი გადავიდა მონზაში. მონზა იმ დროისთვის სერია ბ–ში იღებდა მონაწილებობას. მონზაში პატრისმა მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა და არცერთი გოლი არ გაუტანია.

პატრის ევრა დაბრუნდა საფრანგეთში და თამაში განაგრძო ნიცაში. ნიცა იმ დროს საფრანგეთის მეორე ლიგაში იღებდა მონაწილეობას. ევრა ისევ ცენტრალურ ფორვარდად თამაშობდა, მაგრამ ერთხელ, ნიცას არც ერთი მარცხენა მცველი აღარ დარჩა, ტრანვების გამო. მწვრთნელმა პატრის უთხრა, რომ მას მოუწევდა მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში. ევრამ ძალიან გაამართლა. იგი უკვე სულ სასტარტო შემადგენლობაში იდგა, მარცხენა მცველის პოზიციაზე. მას სახელი მთელს საფრანგეთში გაუვარდა

ნახა თუ არა, დედიე დეშამმა, მონაკოს მწვრთნელმა ევრა, მისი შეძენა მოუნდა. დიდიე დეშამი ახალი დანიშნული იყო მონაკოს მწვრთნელის პოსტზე. აც მონაკო და იგი ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს ეძებდა. ზუსტად ასეთ ფეხბურთელებში შევიდა პატრის ევრა. მონაკომ სასწაული მოახდინა, საფრანგეთის საშუალო გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ფინალში მას პორტო შეხვდა, მონაკოელთა საუბედუროდ ისინი დამარცხდნენ. ევროპის გრანდებმა "ახალ ორ კლუბს" თვალი დაადგეს. ევრა იმავე სეზონს არ წასულა გუნდიდან. 2005 წელს იგი მონაკოს კაპიტანი გახდა.

ევრა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა 2006 წლის 10 იანვარს. მისი სატრანსფერო თანხამ შეადგინა 5.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი. ევრამ ხელი მოაწერა 3 წლიან კონტრაქტს. მანჩესტერ იუნაიტედში ევრას გადასვლა ნიშნევდა, დიდ კონკურენციას გაბრიელ ჰაინცესა და მის შორის. გუნდის პირველ შეხვედრაზე მან კაპიტან გარი ნევილს ჰკითხა, თუ სად იყო ახლომდებარე ეკლესია.

ევრა დებიუტი შედგა 14 იანვარს. შეძენიდან 4 დღის შემდეგ. ის თამაში მანჩესტერიუნაიტედმა წააგო, მას პირადმა მეტოქემ მანჩესტერ სიტიმ სძლია. არც შემდეგი თამაშები გამოდგა კარგი. მანჩესტერ იუნაიტედმა ერთით ნული წააგო ლივერულთან. ევრას პრობლემები ჰქონდა: იგი ვერ შეეგუა ინგლისურ ფეხბურთს. პატრისისთვის ყველაფერი კარგად წარიმართა. 2006–07 სეზონის შუაში მან სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა ადგილი და ამოაგდო ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი გაბრიელ ჰაინცე. 2006 წლის 26 ნოემბერს ევრამ პირველი გოლი გაიტანა. მისი დარტყმული ბურთი ევერტონის კარებში მოხვდა. ევრა 2007 წელს მოხვდა პრემიერ ლიგის სეზონის გუნდში. 2007–08 წლის სეზონში ევრა იუნაიტედის დაცვის "ხერხემალს" შეუერთდა. ევრამ ამ სეზონში 47 თამაში ჩაატარა, თუმცა მას გოლი არ გაუტანია. ევრამ ჩემპიონთა ლიგაში 10 თამაში ჩაატარა მათ შორის ფინალიც, მანჩესტერ იუნაიტედი – ჩელსი. იუნაიტედმა მოიგო ფინალი და ევრა დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს.

ფოტოგალერეა

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top