თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2013, 20:37
ავტორი: razma21,
ნანახია: 5528,
კომენტარები: 89
ტიტანების შერკინება! Preview.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "რეალ მადრიდი" - პრევიუ!
ტიტანების შერკინება! Preview.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მადრიდის რეალი"

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი" , მანჩესტერი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა, 1/8 განმეორებითი მატჩი.
მსაჯი: ჯუნეიტ შაქირი
თარიღი: სამშაბათი, 5 მარტი 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 23:45 (ჩვენი დროით)
ტრანსლაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი და GMG ფეხბურთი.


ტიტანების შერკინება! Preview.


ტიტანების შერკინება! Preview.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ფლეტჩერი, სკოულზი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯონსი
შემადგენლობა: მოგვიანებით იქნება.


ტიტანების შერკინება! Preview.

"მადრიდის რეალი"

ტრავმირებულები: მოგვიანებით იქნება
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: კასილასი
შემადგენლობა: მოგვიანებით იქნება


გუნდების ფორმა


ტიტანების შერკინება! Preview.



სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან კარგ ფორმაშია. პრემიერ-ლიგაში გუნდს 12 ქულიანი ჰანდიკაპი აქვს უახლოეს მდევართან თანაქალაქელ "სიტისთან". ასევე გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება ჩემპიონთა ლიგაზე, ისინი ერთადერთნი იყვნენ, რომლებსაც 3 ტურის შემდეგ გარანტირებული ჰქონდა მერვედ ფინალში გასვლა. მართალია გუნდი წელს ძალიან ბევრს უშვებდა, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ფერგიუსონმა ეს პრობლემა აღმოფხვრა და პრემიერ-ლიგაში უკვე ზედიზედ 4 თამაშია რაც დე ხეა კარს მშრალად ინახავს. უკვე ას მატჩზე მეტია ყველა ტურნირზე, რაც "იუნაიტედს" უგულო ფრე არ უთამაშია, ესეც მათ შედეგიანობაზე მეტყველებს. ბოლო მატჩი კი "ალისფერმა ეშმაკებმა" "ნორვიჩთან" გამართეს და 4-0 დაამარცხეს მეტოქე. ასე, რომ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი "რეალთან" მატჩს ფორმის პიკზე ხვდება.


ტიტანების შერკინება! Preview.



"მადრიდის რეალი" თითქმის მთელი ნახევარი სეზონიშ განმავლობაში ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ეს ერთი თვეა რაც გუნდმა თამაში საგრძნობლად გამოასწორა. მართალია, გუნდი "პრიმერა დივიზონში" 3 ადგილზეა, მაგრამ 1 კვირაში მათ ორჯერ დაამარცხეს დაუძინებელი მეტოქე ბარსელონა. ეს ყველაფერი კი მათ კარგ ფორმაზე მეტყველებს. ბოლო მატჩი გუნდმა შაბათს გამართა კატალონიელების წინააღმდეგ სადაც 2-1 მოიპოვა გამარჯვება.


გუნდების ბოლო შეხვედრები


ტიტანების შერკინება! Preview.


ცოტა რამ გუნდებზე


ტიტანების შერკინება! Preview.

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ახლანდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა, გუნდს მოაგებინა 24 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.


ტიტანების შერკინება! Preview.
საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი („მადრიდის სამეფო კლუბი“) — პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ესპანეთის ქალაქ მადრიდიდან. „რეალი“ არის ყველაზე წარმატებული კლუბი ესპანეთში და ფიფა-ს მიერ დასახელებულ იქნა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად. კლუბს მოგებული აქვს ლა ლიგის სარეკორდო 31 ტიტული; ესპანეთის თასის 17 ტიტული; ესპანეთის სუპერთასის 8 ტიტული; უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სარეკორდო 9 ტიტული; უეფა-ს თასის 2 ტიტული; უეფა-ს სუპერთასის 1 ტიტული და საკონტინენტთაშორისო თასის 3 ტიტული. „რეალი“ იყო ფიფა-ს და ახლა გაუქმებულ G-14-ის დამაარსებელი. სიტყვა „რეალი“ ესპანურად „სამეფოს“ ნიშნავს და კლუბს იგი ალფონსო XIII-მ მისცა 1920 წელს ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინთან ერთად. ეს გვირგვინი სხვა ესპანურ კლუბებსაც მიუღიათ („რეალ სოსიედადი“, „რეალ უნიონი“, „რეალ ბეტისი“ და „რეალ სარაგოსა“).
„რეალი“ 1902 წელს დაარსდა და ლა ლიგიდან - ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან - არასდროს გავარდნილა. 1950-იანებში კლუბმა თავი ევროპულ და ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალად დაიმკვიდრა. 1980-იანებში კლუბს ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა (ცნობილი, როგორც La Quinta del Buitre), მოიგო რა 2 უეფა-ს თასი; 5 ესპანეთის ჩემპიონატი (ზედიზედ); 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.
გუნდის ტრადიციული ფორმა თეთრი ფერისაა, თუმცა, ხანდახან, ლურჯიც აქვს შერეული. კლუბის გერბი რამდენჯერმე შეიცვალა. ახლანდელი გერბი 1920-იანების გერბის ადაპტაციაა. „რეალის“ საშინაო არენა 80 354-ადგილიანი „სანტიაგო ბერნაბეუ“ არის, რომელიც მადრიდის ცენტრში მდებარეობს და კლუბის მთავარი არენაა 1947 წლიდან. ბერნაბეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალების სტადიონი იყო 1957, 1969, 1980 და 2010 წლებში.
„რეალს“ აქვს ხანგრძლივვადიანი მეტოქეობა ბევრ კლუბთან, განსაკუთრებით „ბარსელონასთან“, რომელთანაც მატჩებს „ელ კლასიკო“ ეწოდება. ბევრი ევროპული კლუბისგან განსხვავებით, „რეალს“ მართავდნენ კლუბის წევრები დაარსებიდანვე. რეალი არის მსოფლიო უმდიდრესი კლუბი (€401 მილიონი) და ღირებულებით მე-2 (€950 მილიონით) 2008 წლის მონაცემებით


მოპოვებული ტიტულები


ტიტანების შერკინება! Preview.


ურთიერთშეხვედრები

"რეალ მადრიდმა" ბოლო 5 შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ 3 მატჩში გაიმარჯვა.მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა 1956/57 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში,1999/2000 წლის მეოთხედფინალში და 2002/03 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.ბოლოს "რეალ მადრიდმა" "წითელი ეშმაკები" 2003 წელს დაამარცეს ორი მატჩის ჯამში 5:6.პირველ მატჩში ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა "საინტიაგო ბერნაბეუზე" 3-1 იმარჯვეს ხოლო განმეორებით მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" 4-3 სამი დამარცხდნენ."ოლდ ტრაფორდზე" მატჩში "რეალ მადრიდის" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ჰეთ-რიქი შეასრულა,"მანჩესტერ იუნიატედის" რიგებიდან შეცვლაზე შემოსულმა დევიდ ბექჰემა ორი ბურთი გაიტანა,ასევე ერთი გოლი გაიტანა რუუდ ვან ნისტერლოიმ და ივან ჰელგუერამ. ბოლო მატჩი ამ ორ გუნდს შორის სამი კვირის წინ ბერნაბეუზე 1/8 ფინალის პირველ მატჩში გაიამართა, სადაც "იუნაიტედი" პირველი დაწინაურდა დენი უელბეკის გოლის წყალობით, მაგრამ სულ რაღაც 10 წუთში რონალდომ წონასწორობა აღადგინა. საეღტო ჯამში ეს თამაში ძალზე საინტერესო გამოდგა და ფრედ 1-1 დასრულდა


13.02.2013 r2-1 Real Madrid 1-1 Manchester United
23.04.2003 qf-2 Manchester United 4-3 Real Madrid (5-6)
08.04.2003 qf-1 Real Madrid 3-1 Manchester United
19.04.2000 qf-2 Manchester United 2-3 Real Madrid (2-3)
04.04.2000 qf-1 Real Madrid 0-0 Manchester United
15.05.1968 sf-2 Real Madrid 3-3 Manchester United (3-4)
24.04.1968 sf-1 Manchester United 1-0 Real Madrid
25.04.1957 sf-2 Manchester United 2-2 Real Madrid (3-5)
11.04.1957 sf-1 Real Madrid 3-1 Manchester United


"ბერნაბეუზე" გამართული მატჩის სტატისტიკა.


ტიტანების შერკინება! Preview.


ფაქტორი - "ოცნებათა თეატრი"

ტიტანების შერკინება! Preview.

ალბათ, ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა "ოლდ ტრაფორდზე" თამაში, მაგრამ არა როგორც მოწინააღმდეგის სტატუსით. ეს სტადიონი ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესოა ატმოსფეროთი და არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი. ყველა გუნდის მწვრთნელი და ფეხბურთელი აცხადებს, რომ ამ სტადიონზე თამაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ძალიან რთულია და მეტიც ეს ღამის კოშმარია. აქედან გამომდინარე რეალს, რომელსაც მინიმუმ ერთი გოლი აქვს "ოცნებათა თეატრში" გასატანი, რადგან შემდეგ ეტაპზე გავიდეს ეს ძალიან გაუჭირდება. ფერგიუსონმაც განაცხადა, რომ მას სჯერა ფანების, რომ ისინი სამშაბათს საუცხოო ატმოსფეროს შექმნიან გახდებიან გუნდის მეთორმეტე მოთამაშენი და თავიანთი ქომაგობით დაეხმარებიან "გუნდს" მეოთხედ-ფინალში გასვლაში.


ტიტანების შერკინება! Preview.


კრიშტიანო რონალდო, რომელმაც "იუნაიტედში" 6 წელი გაატარა და რომელიც სწორედ აქ გახდა სუპერ ვარსკვლავი უბრუნდება "ოლდ ტრაფორდს". სტადიონს, სადაც მას ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს, უბრუნდება იმ ხალხს, რომელიც მას დღემდე პატივს ცემს, ფანებს რომლებიც მისი წასვლის შემდეგ ყოველ თამაშზე მაინც მღერიან მის სახელს. უდაოდ მისი დაბრუნება ძალიან ემოციური იქნება, როგორც მისთვის ასევე ყველა ჩვენთაგანისთვის. ამ ყველაფერზე მან კომენტარიც გააკეთა: "სამშაბათი ძალიან რთული დღეა, ეს იგივეა, რაც გაემგზავრო შენი ოჯახის სანახავად, რომელიც ძალიან დიდი ხანია არ გინახავს. თუ გოლს გავიტან, სერიოზულად ვამბობ, არ ვიცი ჩემს თავს რა მოვუხერხო!."


სავარაუდო შემადგენლობა.


ტიტანების შერკინება! Preview.


ორი უდიდესი მწვრთნელის დაპირისპირება!

ტიტანების შერკინება! Preview.

ალბათ, სერ ალექს ფერგიუსონისა და ჟოზე მაურინიოს პროფესიონალიზმზე ჩემს მიერ ლაპარაკი არასწორი იქნება. ეს ორი მწვრთნელიმსოფლიოს მიერაა აღიარებული. ორივე მათგანს აქვს, როგორც ერთმანეთისგან განსხვავებული ასევე მსგავსი თვისებები. სერ ალექსის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება "იუნაიტედში" მოსვლის დროიდან ის სიურპრიზებია, რასაც ის მოწინააღმდეგეებს სთავაზობს. უკვე 20 წელზე მეტია, რაც მისი გუნდი სტაბილურად გამოიყურება და სიურპრიზები არ ელევა. ამის კიდევ ერთი დასტური იყო ბერნაბეუზე დენი უელბეკის დაყენება, რომელმაც გოლი გაიტანა და ალბათ უკლებლივ ყველა დამეთანხმება, რომ მის ძირითადში გამოჩენას არავინ ელოდა. ჟოზე მაურინიოს ფერგიუსონისგან განსხვავებით არ აქვს ეს თვისება, მაგრამ ის ძალიან მიზან დასახულია და მისი მთავაი მიზანია მოიპოვებინოს რაც შეიძლება მეტი ტიტული გუნდს, ხოლო შემდეგ თავისი ზალები სხვა კლუბში სცადოს. ორივე მწვრთნელის მაღალ კლასზე მეტყველებს მათ მიერ მოპოვებული ტიტულების რაოდენობა, მაგრამ ამ მხრივ ფერგიუსონთან მოურინიო კიდევ დიდხანს ვერ მივა... ორი აზრი არ არსებობს, რომ მათი დუელი ძალზე საინტერესო იქნება.



Players to Watch

ტიტანების შერკინება! Preview.

კრისტიანო რონალდო და უეინ რუნი - ამ ორი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად არ არის ადვილი. ზემოთ უკვე ვისაუბრე რონალდოს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებაზე" ამიტომ ამით აღარ მოგაწყენთ თავს და უბრალოდ გეტყვით თუ რატომ უნდა დააკვირდეთ ამ ორ ფეხბურთელს. არ აქვს მნიშვნელობა ამ მატჩს სახლში უყურებ, პაბში მეგობრებთან ერთად თუ თუნდაც "ოლდ ტრაფორდზე" დააკვირდები ამ ორი დიდი ფეხბურთელის თამაშს. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ორივე ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია. რუნიმ პრემიერ-ლიგის ბოლო მატჩში 2 საგოლე პასი და ერთი შესანიშნავი გოლი გაიტანა, რონალდომ მართალია ბარსელონასთან 30 წუთი ითამაშა, მაგრამ ეს რეალის გადატვირთული გრაფიკისგან იყო გამოწვეული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ორი ფეხბურთელი მეგობრები არიან და ორი აზრი არ არსებობს, რომ მათი დუელი მართლაც საინტერესო და სიურპრიზებით აღსავსე იქნება. ასე, რომ ყველას გირჩევთ მატჩის ყურების დროს კარგად დააკვირდეთ, მათ მოქმედებებს მოედანზე - ორივე, ხომ თავისი გუნდის ხერხემალი და მამოძრავებელი ძალაა.


Reader's Predictions

ტიტანების შერკინება! Preview.


მატჩის პრომო








ავტორი: გიორგი რაზმაძე (RazMa.) სპეციალურად RedArmy.Ge_სთვის.
მატჩის წინ
89 კომენტარი
№81
ავტორი: eL-capiTano...
5 მარტი 2013 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ციტატა: Mike
აი მე მართლა არ გამიგია

ძალიან ცნობილიც არა: )) ეურო-ზე მსაჯობდა და ლიგაზეც წელს 2-ჯერ იმსაჯა :)) მთავარია კარგად იმსაჯოს.
0
№82
ავტორი: creep
5 მარტი 2013 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
nika1997,
რა ანგარიში დამთავრდა ბრატ? ვერ ვუყურე თამაშს და გეცოდინება შენ wink
0
№83
ავტორი: ელენე
5 მარტი 2013 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
საღოლ ავტორ, მაგარი პრევიუა. იმედია დღეს მოვიგებთ manunited
0
№84
ავტორი: Van_NIkA
5 მარტი 2013 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
დგეს ვიგებთ ბიჯებოო wink manutd
0
№85
ავტორი: kashmara
5 მარტი 2013 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1111
3,2 მგონია მე ეს თამაში მოუს დგეს დაედება ცენზურის ფერი ვატყობ ისე მიდის საქმე ))
0
№86
ავტორი: RVPN20
5 მარტი 2013 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
საღოლ კარგი პრევიუა, ჩემი აზრით ერთ ბურთიანი უპირატესობით ვიგებთ დღეს
0
№87
ავტორი: nika-rooney
5 მარტი 2013 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
მიდი მანჩესტერრრრრრრრრრრრრრრრრ.... რუნიი იტანს გოლს 100იანიი wassat manutd manunited
0
№88
ავტორი: R.V.P
5 მარტი 2013 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
მაგარია საღოლლ
0
№89
ავტორი: GIUSHA
5 მარტი 2013 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
დღეს უნდა მოიგოს მანჩესტერმა ბიჭებო მე რო რამე ბარსას ფანი ვარ მარა ძაან მევასება მანჩესტერი manunited derpthumb manutd
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top