თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2014, 19:32
ავტორი: Esi,
ნანახია: 6337,
კომენტარები: 69
სატრანსფერო ციებ-ცხელება
სრულადში შემოგთავაზებთ უახლესს სატრანსფერო ჭორებს...
სატრანსფერო ციებ-ცხელება
7 იანვარი


1. ბრაზილიის კლუბი კრუზეირო უკვე მერამდენედ აცხადებს,რომ მათი ფეხბურთელი ევერტონ რიბეირო არსად არ გადავა,მაგრამ ამ უკანასკნელს მაინც უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს,რომელიც დაინტერესებულია ამ ფეხბურთელით.

2. The Times-ის ინფორმაციით მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან ახლოსაა შეიძინოს მადრიდის რეალის პორტუგალიელი მარცხენა მცველი ფაბიო კოენტრაო,რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა დატოვოს "სამეფო კლუბი" და გადაბარგდეს სხვა კლუბში.ეს კლუბი კი დიდი ალბათობით იუნაიტედია.

3. Daily Mail-ის განცხადებით,მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ ახალ მწვრთნელს ტრანსფერებისთვის £200 მილიონი გამოუყვეს.ამავე პრესის განცხადებით,იტალიის კლუბი ფიორენტინა არა და არ ეშვება იუნაიტედის ამჟამინდელ კაპიტანს სერბ ნემანია ვიდიჩს.

4. მანჩესტერ იუნაიტედის დანიელმა მეკარემ,ანდერს ლინდეგაარდმა ამ სეზონში მხოლოდ და მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,ბოლო სამ წელში კი 28 მატჩში.ამ ყველაფრის მიუხედავად დანიელი მეკარე აცხადებს,რომ ის ბედნიერია იუნაიტედში.ასევე დაამატა ისიც,რომ სულელი არ გეგონოთ,რადგან მე აქედან წასვლას არ ვაპირებო.იუნაიტედი ჩემი ოცნება იყო,არის და იქნება ყოველთვისო.

5. ლინდეგაარდის მსგავსად,იუნაიტედში თავს ბედნიერად გრძნობს ჰოლანდიელი მარცხენა მცველი ალექს ბიუნტნერი და არ აპირებს დატოვოს კლუბი,მიუხედავად იმისა,რომ პრესა მას კლუბის გამოცვლას უწინასწარმეტყველებს.

6. ხოსე ლუის პერეს კამინეროს განცხადებით,ატლეტიკოს ვარსკვლავები დიეგო კოშტა და კოკე ამ ზამთარში კლუბს არ დატოვებენ,მიუხედავად იმისა,რომ ამ ორი ფეხბურთელი გრანდები ინტერესდებიან.

7. დორტმუნდის ბორუსიის ხელმძღვანელობამ განაცხადა,რომ მათი ფეხბურთელი ილკაი გუნდოგანი კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს და არ აპირებს დორტმუნდის დატოვებას.გუნდოგანით მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალია დაინტერესებული.

8. Gazetta dello Sport-ის განცხადებით,მანჩსტერ იუნაიტედი ისევ ცდილობს შეიძინოს რომას ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი.

9. The Express-ის განცხადებით,მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა £100 მილიონი გადადო გვერდზე.ამ ფულით კი მას სურს იანვარშივე გაიფორმოს ისეთი ფეხბურთელები,როგორებიც კოკე,მანგალა,როისი,გუნდოგანი და ლუკ შოუა.

10. ლისაბონის ბენფიკას ხელმძღვანელობამ განაცხადა,რომ ისინი დიდი სიამოვნებით მოუსმენენ იმ კლუბებს,რომლებიც სერბი ფეხბურთელით ნემანია მატიჩით დაინტერესდებიან.

11. სპორტინგის მესვეურებმა განაცხადეს,რომ 21 წლის ნახევარმცველი,ვილიამ კარვალიო კლუბს არ დატოვებს.ამ უკანასკნელით ორი ინგლისური გრანდი,მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის არსენალია დაინტერესებული.

12. Sky Bet დაჟინებით ამტიკებს,რომ ხუან მატას მომავალი მანჩესტერ იუნაიტედთანაა დაკავშირებული.ამავე წყარო იტყობინება,რომ მატა სავარაუდოდ იუნაიტედში გადავა,მაგრამ ასევე ამ უკანასკნელით დაინტერესებულია ნაპოლი და პ.ს.ჟ

13. Sky Sports News Radio-სთან ინტერვიუში,მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა,დევიდ მოიესმა განაცხადა,რომ იუნაიტედს აუცილებლად სჭირდება მარცხენა მცველი და ნახევარმცველი.ზემოდხსენებული პოზიციების გასაძლიერებლად კი იუნაიტედი იანვარში ფეხბურთელებს შეიძენს.

14. Sky Sports News Radio-ში დევიდ ჰილმა,რომელმაც საფეხბურთო კარიერა იუნაიტედში დაიწყო,განაცხადა,რომ მისი აზრით,იუნაიტედისთვის საუკეთესო ვარიანტი უესლი სნეიდერია,რომელიც იუნაიტედის ნახევარდაცვაში პრობლემებს მოაგვარებს.

15. ტურინის იუვენტუსის დირექტორი,ჯუზეპე მაროტა ამჟამად ინგლისში იმყოფება და ცდილობს მანჩესტერ იუნაიტედის,ლონდონის ჩელსისა და ასტონ ვილას ფეხბურთელის გადმობირებას.

16. მას შემდეგ,რაც მიუნხენის ბაიერნმა რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერი დაადასტურა,კლუბის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი მარიო მანძუკიჩით,ლონდონის არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესდა.ასევე ამ ფეხბურთელის შეძენის სურვილი ტურინის იუვენტუსმაც გამოთქვა.

17. ანდერ ერერას არ სურს ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს კლუბი,მიუხედავად იმისა,რომ მისით მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება.

18. თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ,ხვალ იუნაიტედი და მადრიდის რეალი საბოლოოდ შეათანხმებენ ფაბიო კოენტრაოს ტრანსფერს.

8 იანვარი


1. მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა,კარლო ანჩელოტიმ განაცხადა,რომ მას არანაირი შეთავაზება არ მისვლია კოენტრაოსთან დაკავშირებით.ასევე ისიც დაამატა,რომ ამ ზამთარში "სამეფო კლუბს" არავინ დატოვებს და არც არავინ მოვა.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა,დევიდ მოიესმაც უარყო ჭორები და განაცხადა,რომ კოენტრაოზე შეთავაზება არ გაუკეთებიათ.

9 იანვარი


1.იტალიური გამოცემა "Corriere dello Sport" იუწყება, რომ "ფიორენტინას" გეგმაში აქვს ამ ზაფხულს ნემანია ვიდიჩის გადაბირება, თავისუფალი აგენტის წესით.

2. როგორც "Daily Star" იუწყება, "იუნაიტედი" ძალიან მალე შეთავაზებს "იუვენტუსს" 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს კლაუდიო მარკიზიოს სანაცვლოდ.

3. მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა ფეხბურთელმა,უილფრიდ ზაჰამ შესაძლოა დატოვოს კლუბი და იჯარის წესით გადაბარგდეს რომელიმე კლუბში.მისით ყველაზე მეტ დაინტერესებას "კარდიფ სიტი" იჩენს.

10 იანვარი


1. როგორც ესპანური ჟურნალი Mundo Deportivo იტყობინება,ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი,ნემანია ვიდიჩი ესპანეთში გადაბარგდება.სავარაუდოდ იგი კატალონიურ კლუბ ბარსელონაში გადავა.

2. რამდენიმე ბრიტანული წყაროს ინფორმაციით,დევიდ მოიესს სურს შეიძინოს დანიელი ახალგაზრდა შემტევი ვიქტორ ფიშერი,რომელიც ამჟამად ამსტერდამის აიაქსის ღირსებას იცავს.ასევე ამ უკანასკნელით ლონდონის ჩელსია დაინტერესებული.

3. ერთ-ერთმა გერმანულმა საიტმა განაცხადა,რომ მანჩესტერ იუნაიტედმა შეიძინა დორტმუნდის ბორუსიის ნახევარმცველი მარკო როისი.ამავე წყაროს ინფორმაციით ფეხბურთელში £42,5 მილიონი იქნა გადახდილი და კლუბში იგი 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

4. ერთ-ერთი გამომცემლობა Bola იუწყება,რომ ლისაბონის ბენფიკას მცველი ეზეკიელ გარაი ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედში გადავა.სატრანსფერო ფასი კი £8 მილიონია.

5. სამშაბათს,14 იანვარს მადრიდის რეალის მარცხენა მცველი ფაბიო კოენტრაო,იუნაიტედში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

11 იანვარი



1. The Daily Mirror მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა £24 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთოს დორტმუნდის ბორუსიას,ილკაი გუნდგოგანთან დაკავშირებით.

2. Mundo Deportivo-ს განცხადებით,სევილიას მცველ ალბერტო მორენოს კიდევ ერთი დაინტერესებული კლუბი გამოუჩნდა იტალიური ნაპოლის სახით.ნეაპოლელები მზად არიან ამ უკანასკნელში €20 მილიონი გადაიხადონ.

3. ერთ-ერთი რუმინული ჟურნალი აცხადებს,რომ დინამო ბუქარესტის 18 წლის ვინგერით,დორინ როტარიუთი დაინტერესებულია ისეთი კლუბი,როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია.მეტიც,ამ ფეხბურთელის განცახდებით ის იუნაიტედის წარმომადგენლებს ბუქარესტში შეხვდა და ძალიან ბევრიც ისაუბრეს,მაგრამ რატომღაც ამ უკანასკნელმა ცოტა არ იყოს უცნაური განცხადება გააკეთა.მართალია სასიხარულოა ისეთი კლუბის დაინტერესება,როგორიც იუნაიტედია,მაგრამ მე აქ მირჩევნია დავრჩე და ტიტულები მოვიგოო.

4. Forza Italian Football-ის განცხადებით,მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალი იბრძვიან მილანის ინტერის 27 წლის მცველისთვის,იაპონელ იური ნაგატომოსთვის.

5. The Daily Star-ის განცხადებით,მანჩესტერ იუნაიტედს კიდევ ერთი კრუზეიროს ფეხბურთელი მოუნდა.ევერტონ რიბეიროს გარდა ბრიტანელებს,ასევე კრუზიეროს მცველი დედე სურთ.
ჭორები
69 კომენტარი
№61
ავტორი: LizarD
11 იანვარი 2014 18:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ამ ზამთარში თუ დორტმუნდიდან არავინ გადმოვიდა იმედია კოენტრაო და რიბეიროს მაინც დაიმატებენ. ორივე საჭიროა... ;/
0
№62
ავტორი: vano
11 იანვარი 2014 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
b]LizarD,
ხოო მე დორტმუნდიდან ვინმეს გადმოსვლის იმედი[ აღარა მაქ და ჯობია დორტმუნდს კი არ დავითმოთ მთელი ფანჯარა და მერე იმედგაცრუებულები დავრჩეთ რატო არავინ გადმოვიდაო არამედ ატლეტიკოს მივაწვEთ
0
№63
ავტორი: Alex Buttner
11 იანვარი 2014 19:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
არმინდა ტო ის 27 წლის იაპონელი მცველი რეალმა წაიყვანოს დაე :D
0
№64
ავტორი: davita
12 იანვარი 2014 09:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
როისი იყიდოს ტოო და 1 დაცვა ეყოფა


0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№65
ავტორი: Shako Jones
12 იანვარი 2014 13:59
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
რაიყო რა ყველანი ბედნიერად გრძნობენ თავს
0
№66
ავტორი: Rosso Diavolo
12 იანვარი 2014 16:31
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
დედე კაია
0
№67
ავტორი: Manchester_M
12 იანვარი 2014 17:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
როისი კი არა დაცვაა გასაძლიერებელი თუ როისის ყიდვა უნდათ მაშინ უნდა გავუშვათ მაგ პოზიციაზე ნახევარი გუნდი რო თამაშობს.
0
№68
ავტორი: Chicharito 14
12 იანვარი 2014 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მემგონი ბანი მედო და რატო შეუძLია ადმინისტრაციას მითXრას?
0
№69
ავტორი: gio(kosheichi)
12 იანვარი 2014 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
au transferebis bolodge mevaseba magrad wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top