თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2017, 19:24
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2771,
კომენტარები: 67
მოურინიო მატჩის წინ
ტრადიციული პრესკონფერენცია მატჩის წინ.
მოურინიო მატჩის წინ
შობას გილოცავთ!

"ასევე ყველას გილოცავთ შობას! მიუხედავად კლუბებისა, მიუხედავად ფერებისა ყველას ვულცავ შობას.

იქნება თუ არა ბედნიერი შობა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელისთვის, თვითონ "იუნაიტედისთვის?

მე მილოცვას ვიღებ საკუთარ თავზე, მილოცვას ვიღებ როგორც პიროვნება ჟოზე მოურინიო და არა როგორც "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში. როდესაც "ლესტერთან" მატჩი დასრულდება და ასევე დასრულდება ეს სადღესასწაულო პერიოდი, მე ამას აღვნიშნავ როგორც ჟოზე მოურინიოს შეეფერება ისე.

უმოტივაციო ფეხბურთელების მომავალი

მე არ ვიღებ მათთვის გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი თამაშით, ერთი საღამოთი, მე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება კონკრეტულ ერთ თამაშში არ შემიძლია.

რატომ ფიქსირდება ასეთი შედეგები დროდადრო რაც გუნდს ამჟამად აქვს?

თქვენ გიყვართ ბევრი ლაპარაკი იმ გუნდზე, რომელიც აგებს და არ გიყვართ იმ შემადგენლობაზე საუბარი რომელიც იგებს, მე სწორედ იმ გუნდზე ვისაუბრე, რომელმაც ჩვენთან ბოლო მატჩში გამარჯვებას მიაღწია. "ბრისტოლს" გაუმართლა, მაგრამ მათ დაიმსახურეს ეს გამარჯვება ამ ბრძოლაში, მსგავსი შედეგის დაფიქსირება საფეხბურთო ისტორიაში დიდი მნიშვნელობის მქონეა, როდესაც პატარა გუნდი ასეთი დიდი კლუბის წინააღმდეგ მსგავს შედეგს აფიქსირებს.

ფეხბურთი შეიცვალა, სხვადასხვა დივიზიონის კლუბები გახდნენ უფრო ძლიერები, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და მსგავსი შედეგების დაფიქსირება დიდი კლუბების წინააღმდეგ მათი მხრიდან შეიძლება ხშირად მოხდეს. შემიძლია თუ არა ჩემი ფეხბურთელების გაკრიტიკება? დიახ, თუმცა მათ ყველაფერი გააკეთეს გამარჯვების მისაღწევად. როდესაც ვაგებდით ჩვენ ვიყავით ერთადერთი გუნდი ვისაც მოედანზე გამარჯვების მიღწევა სურდა, თუმცა ჩვენ ეს შეხვედრა დავთმეთ, თუმცა ამჟამად არ გვაქვს დრო ვიფიქროთ იმაზე რაც მოხდა, რადგან წინ მომდევნო მატჩი გველოდება.


ლესტერის შესახებ

იმ სეზონში როდესაც მათ პრემიერ ლიგა მოიგეს, მათ მოახერხეს ფენომენალურად მოქმედება, ვინაიდან რა ისარგებლეს იმით, რომ ყველა მოწინავე გუნდს გარკვეული ჩავარდნები ქონდა. რა თქმა უნდა როდესაც დიდი კლუბების წინააღმდეგ ითამაშებენ, მათ მოუწევთ გააცნობიერონ როგორ გადადგან ეს ნაბიჯი ამ ოცნების მისაღწევად რასაც გამარჯვება ქვია. ამ ეტაპზე მათ საქმე არც თუ ისე ცუდათ აქვთ, ისინი არც თუ ისე ცუდ პოზიციაზე არიან სატურნირო ცხრილში, არ ეშინიათ არც დრამების არც რაიმე შიშები აქვთ, შეძლებენ თუ არა ისინი ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებას? რა თქმა უნდა მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ისინი ჯერ კიდევ ითვლებიან ძლიერ გუნდად.


რას ელოდებით საკუთარ გუნდისგან?

არ ვიცი, ეს თქვენ უნდა მითხრათ, მოლოდინი მოდის თქვენგან და არა ჩემგან.

როგორც მწვრთნელი რას ელოდებით?

ვიმედოვნებ, რომ ჩემი გუნდი თითოეული მატჩის მოგებას შეეცდება, ჩვენ ამას ყოველ მატჩში ვცდილობდით რომელიც წავაგეთ. თუ არ ვცდები ყველა მატჩი რომელიც ჩვენ დავთმეთ, არ იყო დიდი სხვაობით, ეს იყო მინიმუმ ერთი ბურთით დათმობილი მატჩი. ერთადერთი რაც შეიძლება გულშემატკივრებს დავპირდეთ არის ის, რომ შევეცდებით თითოეულ მატჩში გამარჯვებას მივაღწიოთ.

მარუან ფელაინის შესახებ

ის ვერ შეძლებს თამაშს.

შეძლებს თუ არა ფელაინი ამ პერიოდში თამაშს?

არ ვიცი.

ხოლო კერიკი?

არა, ის ასევე ვერ დაეხმარება ამ პერიოდში გუნდს.

ზოგადად ტრამვირებულ ფეხბურთელებზე რას იტყვით?მაგალითად, ანტონიო ვალენსია?

ვალენსია ტრავმირებულია, ეს ახალი არ არის. ბაილი ოპერაცია იკეთებს ზუსტად ამ მომენტში. დარჩენილ ფეხბურთელებს რაც შეეხება ახალი არაფერია ისინი მწყობრში არიან".- განაცხადა ჟოზემ დასასრულს





წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
67 კომენტარი
№61
ავტორი: gache1991
24 დეკემბერი 2017 01:51
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Is ro perishichis moyvana tundac sanchesis romelzec dzaaaalian bevrma dawera ga rdiolas ar unda mouvana imito ro shetevashi yvelaprit kmayopilia da upro dacvis gadzlierebaze piqrobs stounzis da kompanis sul tramvianobis pontshio,avdget da davitriot,tips bolo wutebi aq paqtiurad kontraqtis magasac da iozilsac Mara gijebivit darbian da tavis saqmes aketeben.eg Ari propesionalizmi tore kontraqtis puls asec miigeben da isec
0
№62
ავტორი: Dato kutaisi
24 დეკემბერი 2017 01:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: SANDROGRIGA
რაშფორდს და მარსიალს რა გონიათ თავისი თავები?! რო დადიან მოედანზე, განსაკუთრებთ მარკუსი, 100% მომენტი რო გააფუჭა გუნდმა თან არაერთი ეს გასაკრიტიკებელია და რაც მთავარია ჯანსაღია ეს კრიტიკა იმიტორო სისტემატიური ხასიათი აქვს უკვე ამას, მაგრამ ყველაზე საშინელი ისაა ლამის ერთი-ერთზე გასული რეშფორდი რო ჩერდება და მერე უკან რო ტრიალდება, რა გონია თავი?! მოურინიოს ადგილას რო ვიყო 3 თამაში განაცხადში არ შევიყვანდი, ჩვენი ,,ოქროს ბიჭუნების" კისერზე იყოს ეს წაგება, არავიზე ნაკლებად მიყვარს და ვგულშემატკივრობ რაშფორდს და მარსიალს მარა ასე ესენი დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებენ, სულ მბაპე მახსენდება ამათ თამაშს რო ვუყურებ და მე პირადად 10 თავით მირჩევნია მბაპე, ობექტურადაც რო შევხედოთ ასეა, მომავალში რა იქნება ამას დრო გვიჩვენებს

100% ხარ ძმა.ადრე რო აქ რეშფორდზე ნეტოდ ვთქვი შენ სხვა სპორტს უყურებ მენგონიო დამიკიმენტეს.ვიძახდი ვიძახი და აწიც ვიძახებ.ძააან აი ძაან შორს არიან დიდი ფეხბურთისგან ორივე ოქროს ბიჭუნა.ხასიათი როცა თამაშში ერევა ეგ ძალზედ ცუდია,როცა მენტალურად არ ხარ შემდგარი ეს უარესი, როცა უპასუხისმგებლოდ ხარ მოედანზე როცა ბურთი გამაზე ან ვერ მოატყუე ვერ გაცდი და უკან არ მოყვები იმიტო რო სიფათები უნდა კერო,როცა სულ საკუთარ თავზე გინდა აიღო თამაში და ამ დროს ელემენტარულ სიტუაციებში იჯვამ და ვერ გაგაქ ეგ უკვე კატასტროფა.ხოდა ეს რაც ჩამოვთვალე რეშზეც და მარსიალზეც ორივეზე მიესადაგება.ისე დავაკვირდი და მარსიალი პასის გაცემას მაინც ცდილობს მეორე კი საერთოდ არა
0
№63
ავტორი: Lalana
24 დეკემბერი 2017 01:57
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: gache1991
Is ro perishichis moyvana tundac sanchesis romelzec dzaaaalian bevrma dawera ga rdiolas ar unda mouvana imito ro shetevashi yvelaprit kmayopilia da upro dacvis gadzlierebaze piqrobs stounzis da kompanis sul tramvianobis pontshio,avdget da davitriot,tips bolo wutebi aq paqtiurad kontraqtis magasac da iozilsac Mara gijebivit darbian da tavis saqmes aketeben.eg Ari propesionalizmi tore kontraqtis puls asec miigeben da isec

სანჩესი-იოზილი ერთად ძალიან მაგარი იქნებოდა,მაგრამ ამ ზამთარს ეგ არ მოხდება.ვენგერმაც აღნიშნა რომ ამ ზამთრისთვის გაშვებას მირჩევნია ზაფხულში უფასოდ გავუშვაო,ნუ რამდენად სიმართლე თქვა ეგ ცალკე საკითხია,მაგრამ შეეცდება მაინც რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ასეთი მნიშვნელოვანი ხალხი არ დაკარგოს.რაც შეეხება პერისიჩს აუცილებლად უნდა შეგვეძინა ზაფხულში,მაგრამ ვერ მოხერხდა.ძალიან ბევრ ფეხბურთელს თავის დროზე მოუმ გამოუცხადა ნდობა და ასე ერთი ხელის მოსმით არ გაყარია,მაგრამ ვერ გაუმართლეს იმედები.
0
№64
ავტორი: Dato kutaisi
24 დეკემბერი 2017 02:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
არადა შეეძლო წმენდა ჩაეტარებინა არ ქონდა რო მაგის ზურგი?ქონდა და არ ქნა.მაგ კი არა ტრანსფერებს ამთავრებდა საყიდლებს და მერე ფიქრობდა გასაშვებებზე და ამათ მაგრა დაუფასეს რა.იცოცხლეთქო პრესასთან კი იცავს სასტავს მაგრამ კაი დღეს არ დააყრიდ დღესაც.წინა "მიჯირყვნის" შედეგი იყო დღეს ოდნავ უკეთესი თამაში
0
№65
ავტორი: SANDROGRIGA
24 დეკემბერი 2017 02:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: SANDROGRIGA
რაშფორდს და მარსიალს რა გონიათ თავისი თავები?! რო დადიან მოედანზე, განსაკუთრებთ მარკუსი, 100% მომენტი რო გააფუჭა გუნდმა თან არაერთი ეს გასაკრიტიკებელია და რაც მთავარია ჯანსაღია ეს კრიტიკა იმიტორო სისტემატიური ხასიათი აქვს უკვე ამას, მაგრამ ყველაზე საშინელი ისაა ლამის ერთი-ერთზე გასული რეშფორდი რო ჩერდება და მერე უკან რო ტრიალდება, რა გონია თავი?! მოურინიოს ადგილას რო ვიყო 3 თამაში განაცხადში არ შევიყვანდი, ჩვენი ,,ოქროს ბიჭუნების" კისერზე იყოს ეს წაგება, არავიზე ნაკლებად მიყვარს და ვგულშემატკივრობ რაშფორდს და მარსიალს მარა ასე ესენი დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებენ, სულ მბაპე მახსენდება ამათ თამაშს რო ვუყურებ და მე პირადად 10 თავით მირჩევნია მბაპე, ობექტურადაც რო შევხედოთ ასეა, მომავალში რა იქნება ამას დრო გვიჩვენებს

100% ხარ ძმა.ადრე რო აქ რეშფორდზე ნეტოდ ვთქვი შენ სხვა სპორტს უყურებ მენგონიო დამიკიმენტეს.ვიძახდი ვიძახი და აწიც ვიძახებ.ძააან აი ძაან შორს არიან დიდი ფეხბურთისგან ორივე ოქროს ბიჭუნა.ხასიათი როცა თამაშში ერევა ეგ ძალზედ ცუდია,როცა მენტალურად არ ხარ შემდგარი ეს უარესი, როცა უპასუხისმგებლოდ ხარ მოედანზე როცა ბურთი გამაზე ან ვერ მოატყუე ვერ გაცდი და უკან არ მოყვები იმიტო რო სიფათები უნდა კერო,როცა სულ საკუთარ თავზე გინდა აიღო თამაში და ამ დროს ელემენტარულ სიტუაციებში იჯვამ და ვერ გაგაქ ეგ უკვე კატასტროფა.ხოდა ეს რაც ჩამოვთვალე რეშზეც და მარსიალზეც ორივეზე მიესადაგება.ისე დავაკვირდი და მარსიალი პასის გაცემას მაინც ცდილობს მეორე კი საერთოდ არა

ასეა სამწუხაროდ, ეს ბიჭები ნიჭიერები არიან ჯერ-ჯერობით მარტო, ფეხბურთელი ჯერ ტვინით უნდა მოქმედებდეს და მერე სხეულით, ესენი კიდე პირიქით არიან. მარტო ამ მატჩზე ხო არაა არა? რამდენჯერ ყოფილა უკვე სათვალავი ამერია, გავლენ პირისპირ და რო გგონია არიქა გოლი უნდა გავიდეს მაქდიმუმს ამას წარმოიდგენ და ესენი უმეტეს შემთხვევაში მინიმუმსაც ვერ აკეთებენ- კარშიც ვერ ურტყავენ, ელემენტარულ პას ვერ აკეთებენ, იმიტორო გონებას ფეხები ასწრებს და საბოლოოდ რა გამოდის არც არაფერი 100 შანსიდან 1-2 გამოყენებული. არგეგონით რო ამ ფრის გამო ვაკრიტიკებ მაინც და მაინც გუნდს ანდაც წარუმაწბლობის მერე. არა ეს ზოგადი პრობლემაა კიდე ბევრ პრობლემასთან ერთად. ( უბრალოდ დიდი ხანია ასე ვრცლად არ გამიკეთებია თამაშის ანალიზი და ფრეს დაემთხვა მაინც და მაინც, რომც მოგვეგო სათქმელიიგივე მექნებოდა)
0
№66
ავტორი: Lalana
24 დეკემბერი 2017 02:08
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
არადა შეეძლო წმენდა ჩაეტარებინა არ ქონდა რო მაგის ზურგი?ქონდა და არ ქნა.მაგ კი არა ტრანსფერებს ამთავრებდა საყიდლებს და მერე ფიქრობდა გასაშვებებზე და ამათ მაგრა დაუფასეს რა.იცოცხლეთქო პრესასთან კი იცავს სასტავს მაგრამ კაი დღეს არ დააყრიდ დღესაც.წინა "მიჯირყვნის" შედეგი იყო დღეს ოდნავ უკეთესი თამაში

აშკარად ეტყობოდათ რომ მაგრად შეახურა მოურინიომ,თორემ წინა თამაშზე საერთოდ დასეირნობდნენ.შეეძლო საკმაოდ ბევრი თავიდანვე მოეშორებინა და შემდეგ ეშეევსო ახლებით როგორც გვარდიოლამ ქნა.თითოეულს ამათგან მისცა შანსი,რომ შესძლებოდათ გაზრდა და განვითარება,მაგრამ რომელ გაზრდაზეა საუბარი რიგ შემთხვევებში დადიან კი არ თამაშობენ.
0
№67
ავტორი: giorgi_mg
24 დეკემბერი 2017 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
არასტაბილურობის პიკია გუნდში და ცვირმოუხოცავი ღლაპების. უნდა ვიყიდოთ სტაბილური ჩამოყალიბებული ფეხბურთელები და არა მარად პერსპექტიულები და ან გაამართლებს ან არა ფეხბურთელები! am საშინლად გაბრაზებული ვარ რაშფორდს და ლინგარდს მინდა რომ ვაგინო.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top