თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2014, 00:57
ავტორი: Esi,
ნანახია: 7624,
კომენტარები: 56
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
სრულადში შემოგთავაზებთ უახლესს სატრანსფერო ჭორებს...
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
12 ივლისი


1. El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით მადრიდის რეალი დაინტერესებულია მანჩესტერ იუნაიტედის ინგლისელი შემტევით, დანი უელბეკით. ამავე წყაროს ინფორმაციით მადრიდულ კლუბს დიდი ალბათობით ალვარო მორატა და ანხელ დი მარია დატოვებენ, ამიტომაც კლუბი მათ შემცვლელს ეძებს, რომელსაც იუნაიტედში მიაგნეს.

2. Mirror-ის ინფორმაციით, დევიდ მოიესის მიერ ვერ განხორციელებულ ტრანსფერს დიდი ალბათობით ლუის ვან გაალი განახორციელებს. საუბარია ჩილელ ნახევარმცველ, არტურო ვიდალზე, რომელიც დიდი ალბათობით ინგლისურ კლუბს შეუერთდება.

3. A Bola-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი შემტევით, ბებეთი, პორტუგალიური კლუბი ბენფიკაა დაინტერესებული და ისინი მზად არიან შეიძინონ ეს უკანასკნელი. 23 წლის ბებე 2010 წლიდან იუნაიტედის რიგებში ირიცხება, მაგრამ პირველ გუნდში ვერა და ვერ დაიმკვიდრა ადგილი.

4. როგორც ესპანური გამომცემლობა AS იტყობინება, ანხელ დი მარიამ მადრიდულ კლუბს განუცხადა, რომ მას პ.ს.ჟ-ში გადასვლა სურს.


13 ივლისი


1. the Telegraph-ის ინფორმაციით, იუვენტუსი არტურო ვიდალის შემცვლელს ეძებს. დიდი ალბათობით ჩილელი ნახევარმცველი მანჩესტერ იუნაიტედში £40 მილიონად გადავა, ხოლო ტურინელებს არტუროს ჩანაცვლება, ტოტენჰემის ბრაზილიელ ნახევარმცველ, პაულინიოთი სურთ. ამავე წყაროს ინფორმაციით იუვენტუსი მზადაა პაულინიოში £20 გადაიხადონ.

2. ძალიან უცნაური სიახლე გამოაქვეყნა the Express-მა, რომლის მიხედვითაც ვან გაალს იუნაიტედში მისვლიდან რამდენიმე დღეში სურს, რომ დორტმუნდის ბორუსიის 2 გერმანელი ფეხბურთელი, მატ ჰუმელსი და მარკო როისი მიიყვანოს მანჩესტერულ კლუბში.

3. ესპანური ჟურნალი SPORT-ის ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონა დიდი ალბათობით კოლუმბიელ კუადრადოს შეიძენს. ამ უკანასკნელით ასევე მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული.

4. მოსკოვის დინამოს კიდევ ერთი იუნაიტედის ფეხბურთელი სურს, მოგეხსენებათ რუსულმა კლუბმა ალექს ბიუნტნერი შეიძინა მანჩესტერიდან, ახლა მათ ვილფრიდ ზაჰა მოუნდათ. ეს უკანასკნელი გასულ სეზონში განათხოვრებული იყო და ჯერ კიდევ უცნობია რა ბედი ეწევა მას ახალი მწვრთნელის ხელში.

5. თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ მაშინ მანჩესტერ იუნაიტედმა არტურო ვიდალი €40 მილიონად შეიძინა. პლუს ამ ტრანსფერში პატრის ევრაცაა ჩართული.


14 ივლისი


1. Manchester Evening News-ის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედის ახალ მწვრთნელს, ლუის ვან გაალს, ჰოლანდიის ნაკრების ტრიო სურს. საუბარია, დალეი ბლინდ, ბრუნო მარტინს ინდისა და სტეფან დე ვრეიზე.

2. გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, გერმანელმა ტონი კროოსმა განაცხადა, რომ იგი მზადაა ახალი გამოწვევისთვის მადრიდის რეალთან ერთად. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ იუნაიტედმა საბოლოოდ დაკარგა გერმანელი ფეხბურთელის ყიდვის შანსი.

3. Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში, ფლორენციის ფიორენტინას მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ განაცხადა, რომ კოლუმბიელი კუადრადოს მომავალი თავის თავზეა დამოკიდებული და რასაც ის გადაწყვეტს კლუბიც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს. მოგეხსენებათ ამ უკანასკნელით კატალონიის ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული.

4. Daily Mail-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის ვეტერანი მარცხენა მცველი, პატრის ევრა თანახმაა გადავიდეს ტურინის იუვენტუსში.


15 ივლისი


1. არტურო ვიდალი ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან აქტუალურია. ბოლო ინფორმაციით, რომელსაც Corriere dello Sport-ი ავრცელებს, მანჩესტერ იუნაიტედი არტურო ვიდალს წლიურ €5 მილიონიან კონტრაქტს სთავაზობს. ხოლო ამ უკანასკნელში თვითონ ტურინელებს კი €43 მილიონს.

2. the Express-ის ინფორმაციით, ვან გაალი მზადაა შეიძინოს ერთდროულად სამი ფეხბურთელი, არტურო ვიდალის გარდა, ჰოლანდიელს გერმანელი მცველი მატს ჰუმელსი და არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია სურს. ასევე ამავე წყაროს ინფორმაციით, დიდი ალბათობით ვან გაალი კლუბიდან მარუან ფელაინს, ვილფრიდ ზაჰას, ლუიშ ნანისა და ეშლი იანგს გაუშვებს.

3. The Daily Star - ის ინფორმაციით, ჰოლანდიელი მცველით, რონ ვლაარით იტალიური რომაა დაინტერესებული და დიდი ალბათობით ამ კლუბში გააგრძელებს კარიერას. მოგეხსენებათ, ვლაარით იუნაიტედით ინტერესდებოდა.


16 ივლისი


1. The Express-ის ცნობით, კოლუმბიელ ნახევარმცველზე ორი გრანდი იბრძვის. საუბარია ხამეს როდრიგესზე, რომელმაც თავი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა. ამ ტრანსფერში უპირატესობა მადრიდის რეალს აქვს, რომელიც მზადაა დიდი თანხა გადაიხადოს კოლუმბიელის სანაცვლოდ და თვითონ ფეხბურთელსაც სურს მადრიდულ კლუბში თამაში. ასევე ამ ფეხბურთელით მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული.

2. Sky Sport Italia-ს ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი ნახევარმცველით, ლუიშ ნანით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა. ამჯერად ამ ფეხბურთელის ყიდვის სურვილი იტალიურმა მილანმა გამოთქვა.

3. მოგეხსენებათ მანჩესტერ იუნაიტედი ორმა ცენტრალურმა მცველმა დატოვა, ამიტომაც გუნდში საჭიროა ერთი მაღალი დონის მცველი მაინც, რადგან ჯონსი, სმოლინგი და ევანსი ხშირად ტრავმიანობენ. The Mirror-ის ინფორმაციით ვან გაალმა შესაძლოა ძირითად მცველად სმოლინგი აქციოს, მაგრამ მას მაინც სჭირდება ერთი ცენტრალური მცველი.
ჭორები
56 კომენტარი
№51
ავტორი: WAYNE Elashvili
15 ივლისი 2014 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
REUS AN DI MARIA MAINC GVAYIDINA
0
№52
ავტორი: GeorgeBest
15 ივლისი 2014 17:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია ზაჰა არსად წავა
0
№53
ავტორი: Best 7
15 ივლისი 2014 17:49
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვიდალის იმედი მაქვს
0
№54
ავტორი: gilmour
15 ივლისი 2014 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ესიგი დიმარიას ოცნებაა მანჩესტრეში თამაში, მთელი მანჩესტერული სამყაროს ოცნებაა დიმარიას გადმოყვანა, მაგრამ დიმარია ადგება და გადავა პესეჟეში.
0
№55
ავტორი: chestersa
16 ივლისი 2014 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ზაჰას და ველბეკის გაშვება უდიდესი შეცდომა იქნება!
0
№56
ავტორი: LizarD
17 ივლისი 2014 00:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
სმოლინგი ძირითადში??? ევანსი ყველანაირად მირჩევნია, + ბევრად მებრძოლი ტიპია, ერთი რაც აკლია არის ფიზიკა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top