თბილისი:
მანჩესტერი:
20-03-2013, 22:36
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 3104,
კომენტარები: 46
გარი ნევილის კვალდაკვალ!
მომავალი ლეგენდა?
გარი ნევილის კვალდაკვალ!
თუ ხარ პერსპექტიული ადამიანი და ამავდროულად უკვე თქვენი საქმის პროფესიონალი ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა თქვენს ირგვლი მყოფი ალაპარაკდება და დაიწყებენ იმაზე საუბარს თუ ვის აგონებთ. ამისთვის მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ალბათ ყველამ კარგად იცით სპორტის ერთ_ერთი სახეობა "ფორმულა 1". მაშინ ისიც გეცოდინებათ ვინაა შუმახერი და რას წარმოადგენს. დღეს ეს პიროვნება აღარ არის ამ სპორტით დაკავებული, მაგრამ უამრავი ახალგაზრდა მრბოლელი არის, რომელებიც დიდ წარმატებას აღწევენ ამ სპორტში და ზედმეტ სახელად შუმახერ 2_საც ეძახიან. ეს "შედარება" იყო, არის და იქნება სპორტის ყველა სახეობაში ეს იქნება ფორმულა 1, კალათბურთი, ჩოგბურთი თუ ფეხბურთი. დღევანდელი სიახლეც სწორედ ამ კუთხით მინდა შემოგთავაზაოთ სადაც 2 ფეხბურთელის შედარებას გავაკეთებ. რაფაელ და სილვა და გარი ნევილი. დიახ სწორედ ამ ორ ფეხბურთელს ვამსგავსებ ერთმანეთს და რამოდენიმე "შედარებასაც" მოგიყვანთ. აქვე იმასაც გაცნობებთ, რომ გარი ნევილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ცოცხალი ლეგენდაა, რომელმაც 2011 წელს დაანება ფეხბურთს თავი და გზა ახალგაზრდებს დაუთმო. რაც შეეხება რაფაელ და სილვას, ეს ახალგაზრდა პერსპექტიული მარჯვენა მცველი კარიერას ეხლა იწყებს და ნელა_ნელა "იუნაიტედის" შეუცვლელი ფეხბურთელიც ხდება.


"ემოცია"


ძალიან ბევრი ფეხბურთელია დღეს ემოციური ფეხბურთელი, რომელიც ასე თუ ისე დადებით მხარედ მიიჩნევა. ვისაც გვახსოვს გარი ნევილის თამაშები ისიც გემახსოვრებათ თუ მოედანზე რა განწყობით გადიოდა და ეს ყველაფერი გუნდზეც როგორ მოქმედებდა. ბრძოლა ნებისმიერ ბურთზე, უხეშობა, შელაპარაკება და გატანილი გოლის ემოციურად აღნიშვნა ეს ის მცირედი ჩამონათვალია რაც ამ ფეხბურთელს ახასიათებდა.
გარი ნევილის კვალდაკვალ!

სწორედ ამ თვისებით გამოირჩევა რაფაელ და სილვაც. მისი ემოცია მისი პლიუსია და სწორედ ეს მოსწონს უამრავ "იუნაიტედის" ქომაგს მისში. როდესაც რაფაელი მოედანზე გადის ის მთლიანად წარმატებაზეა კონცენტრირებული და სხვა დანარჩენი მისთვის მეორეხარისხოვანია. როდესაც მას ეს ყველაფერი არ გამოსდის გაცეცხლებული და გაბრაზებულია პატარა ბავშვივით, რომელიც მშობელმა მკაცრად დასაჯა. ამისთვის ავიღოთ თუდნაც წლევანდელი შეხვედრა რედინგის წინააღმდეგ სადაც 30_ე წუთზე ფერგიუსონმა მისი შეცვლა მოითხოვა, ამის შემდეგ კი რა მოხდა ყველამ კარგად დავინახეთ, თვალებზე ცრემლ მომდგარი რაფაელი სათადარიგოთა სკამზე გაოგნებული იჯდა და თავში ღმერთმა იცის რამდენი რამ უტრიალებდა.
გარი ნევილის კვალდაკვალ!

ერთი რამ კი ნათელია როგორც გარი ნევილი ასევე რაფაელ და სილვაც ძალიან ემოიცური ფეხბურთელები არიან. ყოფილა მომენტები როდესაც ეს "ზედმეტი" ემოცია წითელ ბარათშიც გადაზრდილა, მაგრამ ეს ყველაფერი მათ ეხმარებათ ისეთ ფეხბურთელებათ ჩამოყალიბებად, როგორებიც იყვნენ და არიან.


"ტევესის ფაქტორი"


როდესაც კარლოს ტევესი "მანჩესტერიდან" თანაქალაქელ "სიტიში" გადაბარგდა უმალ საძულველ ფეხბურთელად იქცა "იუნაიტედის" ქომაგებში. თუ გულით "წითელი" ხარ ამ ნაბიჯს არ გადადგავ, მაგრამ ტევესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და რამოდენიმე ფეხბურთელის განრისხებაც დაისმახურა.
გარი ნევილის კვალდაკვალ!

ალბათ ხვდებით, რომელ 2 ფეხბურთელზე მაქვს საუბარი? დავიწყოთ გარი ნევილის და კარლოს ტევესის ეპიზოდით. სანამ "მანჩესტერული დერბი" გაიმართებოდა უმალ ყველას ერთი კითხვა უტრიალებდა თავში. აღნიშნავდა თუ არა კარლოს ტევესი ყოფილი გუნდის კარში გატანილ გოლს? ამაზე წერდა პრესა და ამაზე მსჯელობდნენ ფეხბურთის მოყვარულები. საბოლოოდ კი კითხვას პასუხი მალევე გაეცა. როდესაც ტევესმა "იუნაიტედის" კარები დალაშქრა არანორმალური რეაქცია გამოავლინა და გახარებული ემოციებს ვერ მალავდა. ამ ყველაფერს კი "იუნაიტედზე" უზომოდ შეყვარებულმა გარი ნევილმა "ლამაზი" ჟესტით უპასუხა და ყველას თვალ წინ ტევეს შუა თითი უჩვენა.
გარი ნევილის კვალდაკვალ!

რაფაელ და სილვას ეპიზოდი სრულიად განსხვავებული იყო. დამთხვევა ის იყო, რომ ისევ გასვლით შეხვედრას ატარებდა "იუნაიტედი" სიტისთან შეხვედრას. პირველი ტაიმსი ბოლო მე_2 დამატებითი დრო იწურებდოა როდესაც მოედნის ცენტრში რაფაელის და ტევესის ორთაბრძოლა კამათში გადაიზარდა და, რომ არა სწრაფადვე სიტყვაციის განიეტრალება შეიძლება უფრო გართულებულიყო სიტყვაცია.
გარი ნევილის კვალდაკვალ!

შეიძლება ამ ყველაფერს უბრალოდ დამთხვევა ვუწოდოთ, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო "იუნაიტედის" სიყვარულს უსმევს ხაზს. როგორც გარი ნევილმა ისე რაფაელმა ეს ყველაფერი სიბრაზეა თუ ემოცია ყველაფერი იუნაიტედის სიყვარულის გამო გააკეთეს.


ფანების განსაკუთრებული სიყვარული


გარი ნევილი ეს ის ფეხბურთელია, რომელიც იუნაიტედის თითოეულ ქომაგს დღემდე ახსოვს და ენატრება ის პერიოდი როდესაც ის მოედანზე "იუნაიტედის" მაისურს ატარებდა. ეს ყველფერი კი მისი გუნდისადმი სიყვარულით იყო გამოწვეული და არა უბრალოდ კარგი ფეხბურთის გამო. როდესაც ფეხბურთელი საკუთარი გუნდის გერბს კოცნი ეს იმის მაუწყებელია, რომ ეს გუნდი შენი ცხოვრების ნაწილია ( თუ რამოდენიმე შემთხვევას არ ჩავთვლით ) როდესაც ლივერპულის წინააღმდეგ ერთი_ორად მოტივირებული გამოდიხარ ესეც ამ ყველაფერს უსმევს ხაზს. ასე და ამგვარად ამ ყველაფერს გულშემატკიბრები კარგად ხედავდნენ და საპასუხოდ უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მიუძღვნეს!
გარი ნევილის კვალდაკვალ!

არაფრით ჩამოუვარდება ამ ლეგენდარულ ფეხბურთელს ახალგაზრდა რაფაელ და სილვა, რომელმაც ამ მცირე დროში უკვე მოახერხა მილიონობით ქომაგის გულის დაპყრობა და თითოეული მათგანის გულში განსაკუთრებული ადგილის დაკავება. ეს ყველაფერი რომ შეძლო აუცილებელია ეს გუნდი ბოლომდე შეიგრძნო და თითოეული მოედანზე გატარებული წუთი გულშემატკივრების და კლუბის გამო გააკეთო და არა საკუთარი თავის გამო.
გარი ნევილის კვალდაკვალ!

სწორედ ეს თვისებები აქვთ როგორც ერთს ისევე მეორეს საერთო და სწორედ ამის გამო მიიღო გულშემატკივრებმა ისინი საკუთარი ოჯახის წევრებად. იყო კარგი ფეხბურთელი ეს ბევრს შეუძლია. მაგრამ იყო კარგი ფეხბურთელი და ამავდროულად ქომაგებში გამორჩეული ადგილი გეკავოს ეს მხოლოდ რჩეულების ხვედრია!



უკეთესი ვიდრე ძმა?


არანაკლებ საინტერესო და თვალში საცემია ის ფაქტიც, რომ როგორც რაფაელი და ფაბიო და სილვები ისევე გარი და პილ ნევილი განაპირა მცველები არიან. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გარი ნევილი და რაფაელი მარჯვენა მცველები არიან ხოლო ფაბიო და ფილი მარცხენა. ამას კი ემატება კდიე ერთ ისაინტერეო დამთხვევა. რაფაელმა და გარი ნევილმა უკეთესად წარმოაჩინეს თავის შესაძლებლობები ვიდრე ფილმა და ფაბიომ.
გარი ნევილის კვალდაკვალ!

ფილ ნევილმა იუნაიტედში გაითქვა სახელი და სწორედ "მანჩესტერის" დამსახურებაა, რომ დღეს ევეტონის რიგებში ირიცხება და ერთ_ერთი გამორჩეული ფიგურაა და თავის "მანჩესტერულ" გამოცდილებას ევერტონს უზიარებს. მაგრამ ფაქტია, რომ მისი კარიერა ისევე წარმატებით ვერ განვითარდა "იუნაიტედში" როგორც თავის ძმის გარი ნევილის. ამისთვის კი ისიც კმარა, რომ ნევილი ლეგენდადაა შერაცხული რასაც მის ძმაზე ვერ ვიტყვით.
გარი ნევილის კვალდაკვალ!

სწორედ ასეთი გზით მიდის და სილვების გზაც. მართალია ჯერ ყველაფერი წინაა და არავინ იცის, როგორ და რანაირად განვითარდება მომავალში ყველაფერი, მაგრამ ნათელია, რომ რაფაელი იუნაიტედის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა ხოლო ფაბიო განათხოვრების წესით ქპრ _ში არის და ცდილობს თავის შესაძლებლობების მაქსიმალრუად წარმოჩენას, რომ "იუნაიტედში" პატრის ევრას ადგილი ღირსეუალდ ჩაიბაროს და თავის ტყუპისცალთან ერთად გაუძღვეს "იუნაიტედის" გამარჯვების მწვერვალისკენ.
გარი ნევილის კვალდაკვალ!

უკეთესი ვიდრე ძმა? ჯერჯერობით ყველაფერი მანდეთ მიდის და დიდი შანსია იმის, რომ იგივე სცენარით განვითარდეს მოვლენები, როგორი სცენრაითაც ნევიილების კარიერა იყო.


კიდევ არის ბევრი წვრილმანი რითაც შეიძლება ამ ორი ფეხბურთელის შედარება. ავიღოთ მაგალითად ის, რომ ორივე ფეხბურთელს შეუძლია შეტევაში სწრაფად გადასვლა და სარგებლის მოტანა. ასევე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ როგორც გარი ნევილი გამოირჩეოდა დიდ მატჩებში იგივეს აკეთებს რაფაელ და სილვაც, რომელიც გრანდებთან ერთი_ორად მოტივირებულია და უფრო საიმედოა. მოკლედ ამ ორ ფეხბურთელზე სალაპარაკო თემა არ გამოილევა. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ რაფაელის განვლილ გზას და კარიერის ბოლოს სრულფასოვნად შევადაროთ გარი ნევილს. ერთი რამ კი ყველამ ვიცით, რომ ნამდვილ გარი ნევილამდე რაფაელს ბევრი უკლია. ამისთვის ბევრი შრომა სააჭირო. მომავალი ლეგენდა? ამ კითხვაზე პასუხს კარიერის ბოლოს გავიგებთ!
გარი ნევილის კვალდაკვალ!


სტატია მოამზადა დათო ვარდოსანიძემ!
სიახლეები
46 კომენტარი
№41
ავტორი: VaRdo
22 ივნისი 2013 01:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: (((GGMU)))
ძალიან მაგარი შედარებებია.. ძალიან მაგარი ფაქტებით არის დამტკიცებული შენი აზრი.. ძაან მაგარია ვარდოოო <3 (Sophie Giggs)


ეს შენ ხარ? love გენაცვალე რატო აქამდე არ ვიცოდი :* დიდი მადლობა სოფ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№42
ავტორი: Becksy
22 ივნისი 2013 01:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 176
ფაბიოზე მწყდება გული რაა (( იმედიაა შეძლებს და დაიმსახურებს ძირითადში თამაშს და ევრას შეცვლიის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ || Nemanja Vidic ||
№43
ავტორი: Persie
22 ივნისი 2013 10:12
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 9
საღოლ ვარდოო. მაგარი კაცია რაფა იმენოოო გლეჯავიო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We Are United
№44
ავტორი: frankie
22 ივნისი 2013 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 148
ვახ ვახ საროლ ავტორ, მართლეც და ნევილს ემსგავსება, და იმედია დაემსგავსება კიდეც უფრო მეტად, მაგრამ ერთი განსსხცვავებაა თამაშის სტილი, რაფაელი უფრო ტექნიკურია როგორც ბრაზილიელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ http://assets.sbnation.com/assets/2818167/duncanmiss.gif
№45
ავტორი: Becksy
22 ივნისი 2013 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 176
მაგარი კაციაა ფაბიო ნელ ნელა ყალიბდებაა ფიცხი იყოო მანამდე ეხა ოდნაავ დამშვიდდა იხვეწება .. ერთერთი საუკეთEსო იქნება თავის პოზიციაზეე .... მალეეე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ || Nemanja Vidic ||
№46
ავტორი: rooney and persi
22 ივნისი 2013 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 80
magari siaxlea
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top