თბილისი:
მანჩესტერი:
11-06-2017, 08:08
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 3485,
კომენტარები: 41
პოლ მერსონი:"იუნაიტედმა" არ უნდა გარისკოს"
პოლ მერსონი "იუნაიტედს" ჰარი კეინის ტრანსფერს ურჩევს.
პოლ მერსონი:
ლონდონის "არსენალის" ყოფილი მოთამაშე და აწ უკვე "SkySport"-ის ექსპერტის, პოლ მერსონის აზრით, "იუნაიტედმა" არ უნდა გარისკოს და ალვარო მორატას ნაცლად ჰარი კეინის გადაბირება უნდა სცადოს.

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ "იუნაიტედმა" წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და 70 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ალვარო მორატას ტრანსფერი განახორციელა, თუმცა პოლ მერსონი "იუნაიტედს" სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

"მე მთელი გულით ვურჩევ "იუნაიტედს" 90 ან სულაც 100 მილიონის გადახდას და "ტოტენჰემიდან" ჰარი კეინის გადაბირებას.

ვფიქრობ, მათ აღარ აქვთ უფლება გაიმეორონ პოლ პოგბას სიტუაცია და მოთამაშე სხვა ქვეყნის ჩემპიონატიდან დაიმატონ. მათთვის კარგი ვარიანტი იქნება ჰარის გადაბირება, რომელმაც 25 გოლის გატანა შეძლო გასულ სეზონში.

თუ მოურინიო არჩევანს მორატაზე შეაჩერებს, მაშინ კლუბი იმავე ვითარებაში ჩავარდება, რომელშიც გასულ სეზონში ვიხილედ. მათ კვლავ დასჭირდებათ ადაპტაციისათვის ზედმეტი დრო და კლუბს კვლავ ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის მოუწევს ბრძოლა."
- განაცხადა პოლ მერსონმა SkySports-თან ინტერვიუში.
ახალი ამბები
41 კომენტარი
№41
ავტორი: ficxela2
11 ივნისი 2017 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ვაფშე პოჩეტინო მოვიდეს და ***ას ამ მაურინიომ რა
და მერე ნახეთ ფუნდის მოხოდვა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top