თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2013, 17:04
ავტორი: Forrest,
ნანახია: 2466,
კომენტარები: 45
პროექტი სახელად ”მენეჯერი”
RedArmy.Ge - ს ახალი პროექტი.
პროექტი სახელად ”მენეჯერი”
RedArmy.Ge - მ გადაწყვიტა გააკეთოს ახალი პროექტი სახელად ”მენეჯერი”. პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაეცნოთ წესებს.

პროექტში, სახელად "მენეჯერი", მონაწილეობის მიღება საიტის ნებისმიერ წევრს შეუძლია. წარმოიდგინეთ, რომ ხართ "მანჩესტერ იუნაიტედის" მმართველი(მწვრთნელი) და გაქვთ 60 მილიონი ევრო, დაწერეთ, რომელ ფეხბურთელებს შეიძენთ, რატომ მაინცდამაინც მათ და შემდეგ ამ ლინკზე განათავსეთ თქვენი ფეხბურთელები სათამაშო მოედანზე - ამის გაკეთება შეგეძლებათ აქ. ტაქტიკის შედგენა თქვენ თვითონ შეგიძლიათ, ასევე გაქვთ შესაძლებლობა გაყიდოთ ნებისმიერი ფეხბურთელი, მოცემულ 60 მილიონს დაამატოთ მათი გაყიდვიდან შემოსული თანხა და იმ ფულით შეიძინოთ თქვენთვის სასურველი მოთამაშეები. თქვენი გეგმა აუცილებლად უნდა წარადგინოთ სტატიის სახით. გუნდში თქვენი რეფორმების შემდეგ მინიმუმ 23 ფეხბურთელი უნდა ირიცხებოდეს!

გუნდის სრული შემადგენლობა ნახეთ აქ. ან აქ.

"მანჩესტერის" ამჟამინდელი შემადგენლობიდან გუნდში უნდა დაიტოვოთ მინიმუმ 15 ფეხბურთელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სტატია არ გამოქვეყნდება!

იმ მოთამაშეთა ფასები, რომელთა შეძენაც გსურთ, აუცილებელია აიღოთ აქ.

ვისაც სურვილი აქვს კომენტარებში დაწერეთ. შემდგომ სიახლეებს კი მოგვიანებით გაგაცნობთ.
---
45 კომენტარი
№41
ავტორი: Forrest
25 იანვარი 2013 14:32
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 88
R.v.Persie,
წერია წაიკითხე !
love united,

მოჟნა)
0
№42
ავტორი: love united
25 იანვარი 2013 15:47
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Forrest
აჰა შესაძლებელი ყოფილა...ვარდო რა გაცვლითი პროგრამებიო რას ამბობდი?.. lol
0
№43
ავტორი: giochinio
25 იანვარი 2013 19:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას...კარგი წამოწყებაა...
0
№44
ავტორი: Arrow
25 იანვარი 2013 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მეე მინდაა
0
№45
ავტორი: buka oboladze
25 იანვარი 2013 23:46
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ჩამწერეთ მეც fellow
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top