თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2012, 19:09
ავტორი: Esi,
ნანახია: 3173,
კომენტარები: 41
დაპირისპირება,რომელსაც ყველა ელოდებოდა...
"რეალისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება თითოეული გულშემატკივრისთვის ამაღელვებელია"
დაპირისპირება,რომელსაც ყველა ელოდებოდა...
მადრიდის რეალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა და წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ემილიო ბუტრაგენიომ განაცხადა,რომ მადრიდის რეალისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება თითოეული გულშემატკივრისათვის ძალიან ამაღელვებელი და საინტერესო იქნება.

"მე ვფიქრობ გულშემატკივრები ძალიან ძალიან გახარებულები უნდა იყვნენ ამ დაპირისპირებით,ეს შეხვედრა დიდ ინტერესს გამოიწვევს და თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ამაღელვებელი იქნება"-განუცხადა ემილიომ Skysports-ს

"მანჩესტერ იუნაიტედი არის დიდებული კლუბი და ერთ-ერთი ძლიერი კლუბი მსოფლიოში.ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ.ამ ორ კლუბს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს."

"ჩვენ ვიცით,რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გაგვიძნელდება.მანჩესტერ იუნაიტედი არის ძალიან ძლიერი კლუბი,რომელსაც სათავეში უდგას ასევე ძალიან ძლიერი მენეჯერი სერ ალექს ფერგიუსონი,რომელიც კლუბში 25 წელია მუშაობს."

"ასე,რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან ძნელი იქნება,მაგრამ ეს ხომ მადრიდის რეალია.ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,რომ მივაღწიოთ ჩვენთვის სასურველ მიზანს"


ემილიო ბუტრაგენიო ასევე შეეხო კრისტიანო რონალდოს და განაცხადა:"მისთვის ეს შეხვედრა ძალიან მნიშნველოვანი იქნება.ის თავისი საქმის პროფესიონალია და ასევე მთავარი ძალაა მადრიდის რეალის,ხოლო დაბრუნდეს იმ სტადიონზე,სადაც ის წლების განმავლობაში თამაშობდა ძალიან მნიშვნელოვანია მითვის"

"ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობიდან გამომდინარე ვიცი თუ რა შეუძლიათ ჩვენს ფეხბურთელებს და გვსურს,რომ ყველას ვისაც ტრავმა აქვს გამოჯამრთელდეს და მზად იყოს ამ შეხვედრისათვის"


მანჩესტერ იუნაიტედის მდივანმა ჯონ ალექსანდერმა ასევე კომენტარი გააკეთა ამ ორი დიდებული კლუბის დაპირისპირების შესახებ.

"ეს არის შეხვედრა,რომელიც ყველას სურს,რომ ნახოს"

"თუ გავითვალისწინებთ ამ ორი კლუბის ისტორიასა და ტიტულებს მაშინ მივხვდებით,რომ ეს დაპირსპირება ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგება"

"დარწმუნებული ვარ მადრიდის რეალთან ისტორიულ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ვითამაშებთ ფინალში,რომელიც უემბლიზე გაიმართება"
-დაასრულა ალექსანდერმა
სიახლეები
41 კომენტარი
№41
ავტორი: born_2b_red
21 დეკემბერი 2012 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 101
აუ სული მიწაკწაკებს რა!
ხალხო ხო იკრიბებით არა საყურებლად?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top