თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2012, 18:26
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2402,
კომენტარები: 41
ტრემელი:"მსურს შური ვიძიო "იუნაიტედზე"
"სუონსის" გოლკიპერი ჯერარდ ტრემელი აცხადებს,რომ მას სურს შურისძიება "მანჩესტერ იუნაიტედზე".
ტრემელი:
"სუონსის" გოლკიპერი ჯერარდ ტრემელი ითვლება მიუხენის "ბავარიის" გულშემატკივრად,რადგან მას ბავშვობიდან იტაცებს ეს გუნდი.ის აცხადებს,რომ "წითელი ეშმაკებისა" და "სუონსის" შეხვედრა მისთვის შურისძიებისთვის კარგი თამაში იქნება.მას სურს რევანში აიღოს მისი საყვარელი კლუბის მარცხისათვის 1999 წლელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.მან განაცხადა,რომ იმის მიუხედავად,რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან ძლიერი თავდასხმა ჰყავს უეინ რუნისა და რობინ ვან პერის ჩათვლით მას არ ეშნია მათი და ყველანაირად შეეცდება მათ დამარცხებას.ტრემელი ეხლა უკვე მტკივნეულად იხსენებს ტედი შერიგჰემისა და ოლე გუნარ სოლსკიაერის გოლებს ბოლო წუთებზე.

"მე გავიზარდე მიუხენში და ვითამაშე "ბავარიის" ახალგაზრდულ გუნდში.არასოდეს დამავიწყდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1999 წელს.ეს საშინელება იყო.მე თამაშს ტელევიზორით ვუყურებდი.მთელი გერმანია შოკირებული იყო ამ მატჩის შემდეგ.თითქმის თასი ჩვენს ხელში იყო,მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედმა" თასი ბოლო წუთებზე გამოგვტაცა ხელიდან.იმედი მაქვს კვირას გასამართ მატჩში მე შურს ვიძიებ." - განაცხადა ტრემელმა.

ასევე "სუონსის" მცველმა აშლი ვილიამსმა განაცხადა,რომ ის ყველანაირად შეეცდება კარგ ფორმაში მყოფი ვან პერის შეჩერებას.

"რობინ ვან პერსი ბრწყინვალე ფეხბურთელია და დიდ ფეხბურთს გვაჩვენებს.ჩვენ უნდა შევძლოთ მისი და ასევე მისი თანაგუნდელების შეჩერება.ის არის ერთ-ერთი საუკეთესო თუ არა საუკეთესო ფორვარდი პრემიერ ლიგაში.ჩვენ უბრალოდ უნდა ვცადოთ ამის გაკეთება."

წყარო : Redevils.Ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
41 კომენტარი
№41
ავტორი: BerbaTov
21 დეკემბერი 2012 02:32
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 7
სახლში იციან აქ რო ხარ ? :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top