თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2014, 23:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2927,
კომენტარები: 41
"ჩვენ ორი კონკურენტი გვყავს"
სამირ ნასრი თავისი გუნდის კონკურენტების შესახებ.
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, სამირ ნასრი თვლის, რომ მისი გუნდის კონკურენტები წელს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" იქნებიან.

გასულ წელს "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონის ტიტულისთვის არ უბრძვია და ჩემპიონ მეზობელს 22 ქულით ჩამორჩა. თუმცა ნასრის აზრით წელს "წითლებიც" და "ჩელსიც" მათ კონკურენციას გაუწევენ.

"ვფიქრობ, ჩვენი მთავარი კონკურენტი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" იქნებიან. "ჩელსიმ" რამდენიმე კარგი შენაძენი გააკეთა და მათ სესკ ფაბრეგასი შეიძინეს, რომელიც ფრენკ ლემპარდს ჩაანაცვლებს. ის შესანიშნავი მოთამაშეა - ეს ვიცი, რადგან მასთან ერთად "არსენალში" მითამაშია."

"იუნაიტედმა" კი ახალი მწვრთნელი აიყვანა. ისინიც გაძლიერდნენ და ევროთასებზე არ თამაშობენ. ამიტომაც ველოდები, რომ უკეთესად ითამაშებენ."


fapl.ru
ინტერვიუები
41 კომენტარი
№41
ავტორი: RojoDiablo
7 სექტემბერი 2014 09:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Malboro463,
მტკიცება რა საჭიროა. შედი ჩემ პროფილში, გახსენი ჩემი კომენტარები (თუ არ დაგეზარება რა თქმა უნდა), იქ იპოვე თუნდაც ერთი უწმაწური სიტყვა არა მარტო იუნაიტედის, არამედ ზოგადად ყველაფრის მიმართ და მერე ხმას აღარ ვიღებ... შენ რომ იცოდე რას ნიშნავს იუნაიტედი ჩემთვის მაგას აღარ იტყოდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top