სტადიონი: "ალი სამი იეინ სპორ კომპლექსი", სტამბული მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა, 5 ტური. მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო. თარიღი: სამშაბათი, 20 ნოემბერი, 2012 წელი. მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით) ტრანსლაცია: GMG სპორტ 2.
"გალათასარაი"
ტრავმირებულები: არავინ. დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: არავინ შემადგენლობა: მოგვიანებით იქნება ინფორმაცია.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ნანი, ევანსი, ვიდიჩი, კაგავა. დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: არავინ შემადგენლობა: Sam Johnstone, Anders Lindegaard; Rafael, Alexander Buttner, Phil Jones, Tom Thorpe, Marnick Vermijl, Scott Wootton; Michael Carrick, Davide Petrucci, Larnell Cole, Tom Cleverley, Darren Fletcher, Anderson, Nick Powell, Ashley Young, Ryan Tunnicliffe; Javier Hernandez, Joshua King, Danny Welbeck, Federico Macheda.
ურთიერთშეხვედრები
1993-94 წლების სეზონზე, "გალათასარაიმ" "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა. დაამარცხა გასვლაზე გატანილი მეტი ბურთით, საერთო ანგარიში ორივე მატჩში კი 3-3 დაფიქსირდა. ყველა გოლი 20 ოქტომბერს "ოლდ ტრაფორდზე იქნა გატანილი. ბრაიან რობსონმა "ალისფერი ეშმაკები" წინ გაიყვანა, შემდეგ იყო რეინხარდ შტუმპის ავტოგოლი რის შემდეგაც გუნდმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მაგრამ, "გალათასარაიმ" არიფ ერდემის გოლით უპასუხა "იუნაიტედს". ასევე ამ შეხვედრაში მეორე ავტოგოლიც დაფიქსირდა როცა სტივ ბრიუსმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიშიც გათანაბრდა. მაგრამ, თურქებმა ეს არ იკმარეს და მესამედ აიღეს შმეიხელის კარი. ეს კაბილ ტურკილმაზმა მოახერხა. 80 წუთზე კი ერიკ კანტონამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ამ მატჩში ახლანდელი "იუნაიტედიდან" , გუნდის ძირითად შემადგენლობაში რაიან გიგზი თამაშობდა. 1994-95 წლებში ეს გუნდები ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სტამბულში მატჩი ისევ 0-0 დასრულდა, ხოლო "ოლდ ტრაფორდზე" მასპინძლები ძიერები აღმოჩნდნენ და 4-0 სძლიეს მეტოქეს.