თბილისი:
მანჩესტერი:
28-05-2014, 14:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2781,
კომენტარები: 34
"იცით ჩემთვის სამოთხე რა იქნება?"
ინტერვიუ კოტე ხრიკაძესთან.
გრძელდება ჩვენი ყოველკვირეული ინტერვიუ საიტის მომხმარებლებთან. ჩვენი მომდევნო რესპონდენტი კოტე ხრიკაძე (gilmour) გახლავთ. იგი VIP ჯგუფის წევრი გახლავთ და ალბათ ყველასთვის ცნობილია თავისი იუმორით.

როგორც თავად დარწმუნდებით ის მართლაც გამოირჩევა იუმორით, ისევე როგორც განსაკუთრებული სიყვარულითა თუ ხედვით "მანჩესტერ იუნაიტედისადმი".

გამარჯობა კოტე. საიტის მომხმარებელი თქვენ გიცნობთ როგორც იუმორით სავსე პირს. უფრო ახლოს გაგვაცანით თავი

გამარჯობა, მიხარია თუ ასე მიცნობთ. იუმორი მართლაც კარგი საშუალებაა ადამიანებთან დასაახლოვებლად. ბევრი პირადადაც მიცნობს, ვინც მხოლოდ საიტიდან მიცნობს ვეტყვი რომ ვარ 25 წლის, მანჩესტერზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. ვარ ბორჯომელი, ამჟამად ვცხოვრობ თბილისში, ჩემი საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ საიტზე ჩემი აქტიურობიდან მიხვდეთ, თუ ბევრ კომენტარებს ვწერ ესეიგი ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და არ ვმუშაობ. ამჟამად სწორედ მაგ ეტაპზე ვარ.

ფეხბურთის გარდა სხვა რითი ხართ გატაცებული?

ფეხბურთთან ერთად ჩემი მთავარი გატაცება მუსიკაა, ჩემი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ჩემს უახლოეს მეგობართან, ანუ ჩემ გიტარასთან ვატარებ.

ჯგუფში უკრავთ?

არა ჯგუფში არ ვუკრავ ამას უბრალოდ ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებ, არც მასწავლებელი მყოლია არასდროს. ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე კლასიკური როკის მოსმენა, რამაც განაპირობა ჩემი ამ ჟანრისადმი დიდი სიყვარული და ინტერესი. გამიჩნდა სურვილი მარტო მოსმენით არ შემოვფარგლულიყავი.

როგორც უკვე აღვნიშნე, კოტე, ისევე როგორც ბევრი ჩვენგანი, "იუნაიტედისადმი" განსაკუთრებული სიყვარულით არის განმსჭვალული. თავს უფლებას ვერ მივცემდით ამ თემას არ შევხებოდით.

მოდით "იუნაიტედსაც" შევეხოთ. რას ნიშნავს თქვენთვის "წითელი ეშმაკობა"?

ყოველთვის იღბლიანად ვთვლი თავს რადგან ასეთი გემოვნებით დავიბადე. "წითელი ეშმაკობა" ცალკე ცხოვრებაა, ჩვენი ყოველდღიური პრობლემებისაგან მოწყვეტა და უფრო საინტერესო ცხოვრებაში გადასვლა.

ჩვენი ინტერვიუს ზირითადი დატვირთვა, მომხმარებელთა გაცნობაა. ამიტომაც ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი გავიგოთ მათი პირადი ცხოვრების შესახებ

მოდით ეს ყველაფერი შევაჯამოთ და თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე აღგვიწერეთ.

როგორც ყველა მეც დღეს გაღვიძებით ვიწყებ. ძალიან ძნელია ზოგადად აღვწერო ჩემი ჩვეულებრივი დღე, რადგან დღის მთლიან განრიგს მაინც საქმიანობის სფერო განაპირობებს, თუმცა არ არსებობს ყველაზე დატვირთული დღეც კი იუნაიტედზე ფიქრის გარეშე. ძალიან მიყვარს მეგობრების გარემოში ყოფნა და ვცდილობ ეს სიამოვნება ყოველდღე მივიღო, თუ საღამოს ფეხბურთის თამაშსაც მოვახერხებ მთლად კარგი. თუმცა გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ, შეიძლება მთელი დღე წიგნის კითხვაში გავატარო და ამით მივიღო დიდი სიამოვნება.

გაიხსენეთ საუკეთსო წუთები, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაჩუქათ.

ასეთი უამრავია თუმცა, ვიქნები ბანალური და ვიტყვი რომ 2008 წლის ლიგის ფინალი ემოციურად ყველაზე დატვირთული და საუკეთესო იყო. იგივე შემიძლია ვთქვა 98–99 წლების ფინალზე, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ასაკის მატებასთან ერთად იუნაიტედისადმი სიყვარულიც მემატება და ყოველი მომდევნო წარმატება ჩემთვის უფრო სასიამოვნო და ემოციური ხდება.

თქვენ 1999 წლის ფინალს მოესწარით. გადმოეცით მაშინდელი შთაბეჭდილება.

მაგ დროს მე 10 წლის ვიყავი, ეს ჩემთვის იყო ბავშვური ემოცია, სიმართლე გითხრათ მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა უკვე ბუნდოვნად მახსოვს ის დრო, ადამიანს ცხოვრებაში ყველაზე კარგად ის გამახსოვრდება რაც უფრო ემოციურია, მეც იმ დროიდან მხოლოდ მატჩის ფინალური ნაწილი ჩამრჩა მეხსიერებაში. თუმცა როცა მახსენდება ყოველთვის გული მიჩქარდება. ახლაც კი.

"იუნაიტედის" ცხოვრებაში, კარგთან ერთად ბევრი ცუდიც ყოფილა, თქვენ რომელმა დაგწყვიტათ გული ყველაზე მეტად?

კონკრეტულ წაგებულ მატჩებზე ბევრად მეტად, ყოველთვის ფეხბურთელებზე მწყდება გული, ყოველი წაგების შემდეგ იმედიანად ვარ რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება ახლო მომავალში, თუმცა ის ადამიანები ვის თამაშსაც უკვე ათწლეულზე მეტია ვუყურებ და ჩემ თვალწინ ემშვიდობებიან პროფესიონალურ კარიერას ყველაზე მეტად მწყვეტს გულს, სქოულზის შარშანდელი დაბრუნება და ისევ მოედანზე ხილვა ჩემთვის თავიდან დაბადება იყო. აუცილებლად აქვე უნდა აღვნიშნო სერ ალექსის წასვლაც რამაც მართლა საშინლად დამწყვიტა გული.

ასევე დავინტერესდით იმით, თუ როგორი ხედვა აქვს ესოდენ სტაჟიან გულშემატკივარს.

როგორი იქნებოდა "იუნაიტედის" სათამაშო ტაქტიკა, თქვენ რომ იყოთ მისი მწვრთნელი?

მე რომ იუნაიტედის მწვრთნელი ვიყო სიხარულის და ნერვიულობისგან რამდენიმე დღეში სულს განვუტევებდი (იცინის). ზოგადად მიყვარს ბრიტანული სათამაშო სტილი, რაც დღესდღეობით ცოტა მოძვლებულად ითვლება. მომწონს როდესაც გუნდა ყავს ორი გამოკვეთილი ვინგერი და ორი ფორვარდი. თუმცა დღევანდელ შემადგენლობას რომ გადავხედოთ, თუ მინიმუმ ერთ მაღალი დონის ფლანგის მოთამაშეს არ დავიმატებთ, იძულებულები ვიქნებით უარი ვთქვათ ამ ჩვენთვის ტრადიციულ ტაქტიკურ წყობაზე.

ვინ არის თქვენი აზრით მაღალი დონის ფლანგელი

ჩემი და ალბათ ყველა გულშემატკივარის აზრია რომ დღევანდელ მანჩესტერს როისის ნაირი ფეხბურთელი ნამდვილად დაამშვენებს. სამწუხაროდ თანამედროვე ფეხბურთში ნამდვილად არის ვარსკვლავების დეფიციტი, 10 წლით უკან რომ დავბრუნდეთ ძალიან დიდი არჩევანი გვექნებოდა, თუმცა დღესაც არ უნდა დაიშუროს ძალა და ენერგია გუნდის მწვრთნელმა და მფლობელებმა შემადგენლობის უკეთ დასაკომპლექტებლად.

კოტეს ნიკი, gilmour - ი, არ არის შემთხვევით არჩეული გვარი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფის, pink floyd - ის წევრის გვარია. სწორედ pink floyd - ი არის კოტეს "მეორე მხარე", რომელიც არ ჩანს.

მოდით ცოტა ხნით თქვენს მეორე გატაცებას, მუსიკას შევეხოთ. წარმოიდგინეთ, რომ pink floyd კონცერტისა და "ოლდ ტრაფორდის" ბილეთი გაქვთ, რომლებიც ერთსადაიმავე დროს იმართება. თანაც ეს ერთადერთი შანსია იქ მოსახვედრად. რომელს აირჩევდით?

ეგ იქნება ის რასაც სხვები ჯოჯოხეთს უწოდებენ და იცით ჩემთვის სამოთხე რა იქნება? სავსე "ოლდ ტრაფორდი", ერთი კარის უკან დამონტაჟებული სცენა, სადაც pink floyd–ი უკრავს და მოედანზე მანჩესტერი ლივერპულს 3–0–ს ამარცხებს.

ცნობილი ფაქტია, რომ pink floyd–ის ჯგუფის წევრები, როჯერ უოტერსი და დევიდ გილმოური "არსენალის" გულშემატკივრები არიან. ამას უქონია მათდამი სიყვარულზე გავლენა?

ამ ჯგუფს ვუსმენ იმ ასაკიდან, როცა ჩემი ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ იავნანას უმღეროდნენ, რათქმაუნდა მირჩევნია იუნაიტედის გულშემატკივრები იყვნენ, მაგრამ არც ის მგონია რომ მათი "არსენალისადმი" სიყვარული ისეთივე იყოს როგორიც ჩემი იუნაიტედის მიმართ. ერთი ნაკლი ყველას აქვს და მეც ვპატიობ.

თუმცა ჩემი ასევე უსაყვარლესი ჯგუფის ბითლზის წევრები საერთოდ ლივერპულელები არიან.


ალბათ ხშირად მოგისმენიათ "იუნაიტედის" ფეხბურთელების კომენტარები. თქვენ აზრით, ვინ უფრო უკეთესად იმღერებდა?

ნანახი მაქვს როგორ მღერის პატრის ევრა აივანზე და გამორიცხვის მეთოდით რომ მივყვეთ პირველად მას გამოვრიცხავდი. ალბათ უფრო ფერდინანდი, ოღონდ გარეპვა უფრო გამოუვიდოდა.

რა თქმა უნდა არც საიტის შესახებ დაგვვიწყებია და რამდენიმე კითხვა მის შესახებაც დავუსვით.

თქვენ Redarmy - ს ერთ-ერთი სტაჟიანი მომხმარებელი ხართ. როგორ გაიგეთ მის შესახებ?

რედარმიმდე არსებობდა მისი წინამორბედი საიტი, რომელიც გაუქმდა და მისი მომხმარებლებიც გაიყვნენ, ჩემი რედარმიზე გადმოსვლა იქიდან წამოსულმა ადამიანებმა განაპირობეს, თან თუ მანჩესტერის გულშემატკივარი ხარ საქართველოში ერთადერთი კარგი საიტი არსებობს და მეც აქ ვარ.

ანუ, მოგწონთ საიტის მუშაობა და სიახლეების ხარისხი?

მაქვს საშუალება, რომ ყველა სიახლეს ერთად თავმოყრილს, ხარისხიანად და დროულად დაწერილს გავეცნო, რათქმაუნდა მომწონს საიტის მუშაობა და მეტიც, ვამაყობ კიდეც.

როგორც წესი თქვენ არ წერთ სტატიებს. მოუცლელობის ბრალია?

მარტო მოუცლელობას ვერ დავაბრალებ, თუმცა ხშირად ესეცაა, არ ვიცი არ გამჩენია დაწერის სურვილი, ალბათ ასაკიც აღარ მიწყობს ხელს ახალგაზრდული ენთუზიაზმის ქონაში. მირჩევნია დაწერილი სიახლეები და სტატიები აზრიანი კომენტარებით გავამდიდრო.

და ბოლოს, უსურვეთ რამე საიტს

პირველ რიგში მინდა, რომ ამ საიტზე მომუშავე ადამიანებს ვუსურვო მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება და ზუსტად ვიცი რომ ამ საიტს მათი მეშვეობით არაფერი გაუჭირდება, რაც შეეხება კონკრეტულად რედარმის, მინდა ამ საიტმა იარსებოს მანამდე, სანამ იარსებებს მანჩესტერ იუნაიტედი, ანუ სამუდამოდ!

კოტეს ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ



P.S. შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ.
სიახლეები, ინტერვიუები
34 კომენტარი
№31
ავტორი: washington
28 მაი 2014 16:55
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ციტატა: gilmour
შე კაცო მარტინსმა თუ დაიკლო 10 წელი მე ვისზე ნაკლები ზანგი ვარ:))))

"ლაციო": ყველას გიჩივლებთ, ვისაც არ გჯერათ, რომ მინალა 17 წლისაა lol

არა ძმაო ეგ კაცი მართლა 17 წლისაა, მისმა აგენტმა უბრალოდ ძნელი ბავშვობა ჰქონდა და სახეზე კამაზს დაურტყია, თორემ რო დაელაპარაკები მიხვდები რო 17 წლის ბავშვიაო :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№32
ავტორი: gilmour
28 მაი 2014 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
washington,
კამაზს დაურტყია კაი იყო:))))))) მერე ჟენტიანჩიკიც ვერ დაიჭირეს და დარჩა მასევეო:)))
0
№33
ავტორი: DimaSanaia
28 მაი 2014 20:23
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
miyvars kote <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№34
ავტორი: gilmour
28 მაი 2014 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
DimaSanaia,
დაგვტოვეთ მე და დიმა მარტო:))) love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top