თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2012, 12:57
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 3108,
კომენტარები: 31
ბებომ ბაბუ გააკრიტიკა
ქალბატონი მარგარეტა უკმაყოფილოა.....
ბებომ ბაბუ გააკრიტიკა
Daily Mail-მა თავის გვერდებზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც MUTV-ს პირდაპირ ეთერში 80 წლის ქალბატონმა სერ ალექსის მიერ არჩეული ტაქტიკა "დაიმონდი" გააკრიტიკა.

"ის არ ამბობს, თუმცა სერ ალექსი ყოველთვის იღებს კრიტიკას, რა თქმა უნდა თუ ის საფუძვლიანია".

როდესაც 80 წლის ქალბატონმა დარეკა პირდაპირ ეთერში ისეთი რამეები თქვა, რომ სერ ალექსს არჩევანიც არ დაუტოვა და ამ უკანასკნელმა ქალბატონის კრიტიკა მიიღო და შეეცედა დაემშვიდებინა მოხუცი.

"ჩელსისთან" მატჩამდე მარგარეტმა (ასე ერქვა მოხუცს, რომელმაც დარეკა პირდაპირ ეთერში) გააკრიტიკა ტაქტიკური სქემა "დაიმონდი" და განაცხადა, რომ სწორედ ამ სქემის გამო აქვს გუნდს პრობლემები.

"გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ამ ტაქტიკას "ჩელსისთან" მატჩში. თუ გსურთ, რომ სერ ალექსს პირადად გავესაუბრო, ამას გავაკეთებ. ვერავინ ამჩნევს, რომ გოლები, რომლებიც მატჩის დასაწყისში გაგვდის სწორედ ამ სულელური ტაქტიკის ბრალია.

დააბრუნეთ ძველი ტაქტიკა და ითამაშეთ ფეხბურთი, როგორც ადრე. არავითარ სიამოვნებას არ ვიღებ ამ გამარჯვებებიდან.

არ დაგავიწყდეთ, რომ 80 წლის ვარ. თუ თქვენ გინდათ, რომ ინფაქტი დამემართოს, ეს აუცილებლად მოხდება"
- განაცხადა ქალბატონმა.

ამ ყველაფერზე სერ ალექსმა კიდევ ერთხელ შეეცადა დაემშვიდებინა ქალბატონი თუმცა უშედეგოდ. ქალბატონი ტელეფონში თითქმის ყვიროდა.

წყარო: Redevils.Ru
სტატიები, ახალი ამბები
31 კომენტარი
№31
ავტორი: RoooneY AND rVp
1 ნოემბერი 2012 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 184
:D:D:D:D:D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top