თბილისი:
მანჩესტერი:
21-06-2013, 16:06
ავტორი: Paul Scholes 22,
ნანახია: 2660,
კომენტარები: 31
დღის სიახლეები..!!!
სრულიადში დღის მნიშვნელოვანი სიახლეები.
დღის სიახლეები..!!!
1. ლონდონის "არსენალი" აპირებს შეიძინოს გონსალო იგუაინი. როგორც ესპანური გაზეთები იუწყებიან არგენტინელმა პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა არსენალთან. არსენალის ხელმძღვანელობა ცდილობს გადაიბიროს უეინ რუნი. (Daily Mail)

2. როგორც მოგეხსენებათ მადრიდის "რეალი" უკვე დიდი ხანია ისკოს ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს, მაგრამ ამაოდ. დღეს გახდა ცნობილი, რომ "მანჩესტერ სიტი" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისკო "ცისფრების" გუნდში აღმოჩნდეს. ისინი მალაგას ამომავალ ვარსკვლავსი 21მილიონ ფუნტს იხდიან. (Daily Mail)

3. "ლონდონის ჩელსის" ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო და ნახევარმცველი ხუან მატა, ერთად განიხილავენ გუნდის პერსპექტივებს. (Daily Mirror)

4. "პარის სენ ჟერმენი" მზადაა 21.5მილიონი ფუნტი გადაიხადოს დავიდ ლუისის ტრანსფერში. (Daily Star)

5. "ნიუკასლს" ჯერ არ დაუწყია მოლაპარაკებები ბენ არფასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე. ხელმძღვანელობის თქმით ისინი მზად არიან 26წლის ფეხბურთელი გაყიდონ. (The Independent)

6. როგორც გაზეთები იუწყებიან "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ედინ ჯეკო მზადაა დატოვოს კლუბი და გადაბარგდეს იტალიაში, კერძოდ კი "ნაპოლში". (Tuttosport)

7. პრემიერლიგის ახალი მკვიდრი "ჰალ სიტი" მზადაა 6მილიონი ფუნტი გადაიხადოს "გენტის" თავდამსხმელ, ილომბე მბოიოში. (Daily Star)

8. "კარდიფი" და "ბლექპული" შეთანხმდნენ ტომ ინსის ტრანსფერზე. კარდიფელები ტომში 8მილიონ ფუნტს იხდიან. (Daily Mail)

9. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ლორან ბლანი შიეძლება "პსჟ"-ს ახალი მწვრთნელი გახდეს. (L'Equipe)

10. "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ალბათობით ტაილანდში აღარ გაემგზავრება, რადგან შესაძლებელია ფიფამ დისკვალიფიკაცია მისცეს აზიურ ქვეყნებს. (Daily Mail)

11. "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი ტიაგო ალკანტარასთან. "წითლები" ესპანელს წელიწადში 5მილიონ ევროს გადაუხდიან.
ახალი ამბები
31 კომენტარი
№31
ავტორი: ლადო
22 ივნისი 2013 07:24
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
გილოცავ ბრატ ბირველ სიალხეს, მალე უფრო მეტი მომელოცოს derpthumb

მოი ტიაგო, მოი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top