მინო რაიოლას განცხადებების ფონზე, რომ პოგბამ უნდა დატოვოს "მანჩესტერ იუნაიტედი", ტრანსფერების სპეციალისტი ივან რეჯანი ამტკიცებს, რომ ფრანგის "იუვენტუსში" გადასვლისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
"იუვენტუსში" დაბრუნების ოპერაცია მიმდინარეობს - 50 მილიონი ევროს პლუს ძალიან სერიოზული ბონუსები," - თქვა რეჯანმა ინტერვიუში. "ეს იქნება ჩვეულებრივი იჯარა, მომავალ წელს სავალდებულო შესყიდვით. პოგბას ხელფასი იგივე დარჩება, თუმცა "იუვენტუსი" შეეცდება მისი ოდნავ შემცირებას."
"იანვარი თუ ივნისი? ვფიქრობ, ოპერაცია იანვრისთვის მზად იქნება. თუ "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგა სჭირდება, მაშინ ისინი ზამთარში უნდა გაძლიერდნენ".
თავად რაიოლამაც თქვა, რომ პოგბას შემდეგ გუნდი შესაძლოა "იუვენტუსი" იყოს.