ბრუნო ფერნანდეში არ ელოდა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერმა მას კაპიტნის სამკლაური მიანდო პარი სენ-ჟერმენთან მატჩში. იუნაიტედის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ამის შესახებ პრესკონფერენციის დროს შეიტყო.
კითხვაზე, თუ რა ბედი ელოდა კაპიტნის სამკლაურს ჰარი მაგუარის არყოფნაში, ოლემ თქვა: "იმედი გვაქვს, რომ ჰარი მზად იქნება ამ შაბათ-კვირას სათამაშოდ, თუმცა ჯერ არაფერია გარკვეული. რაც შეეხება კაპიტანს ხვალინდელი მატჩისთვის, ის ჩემ გვერდით ზის. ხვალ ბრუნუ იქნება გუნდის კაპიტანი".
როდესაც ჟურნალისტებმა ფერნანდეშს ჰკითხეს, თუ როგორ რეაგირებდა ამ ამბებზე, ბრუნომ თქვა: ”სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდი! შენგან ახლახან გავიგე ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია თანაგუნდელების კაპიტნის სამკლაურით გამოყვანა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია".
"ვფიქრობ, ჩვენი გუნდის ყველა მოთამაშე უნდა იყოს პატარა კაპიტანი და დაეხმაროს ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. ყველა მოთამაშეს აქვს განსხვავებული ლიდერობის თვისებები. ხვალ ეს ეხება არა ჩემს, არამედ ჩვენს გუნდს. ყველამ უნდა ეცადოს, რომ გუნდი წინ წაიყვანოს ყველა ვარჯიშზე, ყველა თამაშში და ყველამ ეს უნდა გააკეთოს ისე, როგორც ის საუკეთესოდ თვლის."