თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2020, 20:16
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2648,
კომენტარები: 45
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა
კენჭყისყრის შედეგები.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჩგუფური ეტაპის კენჭისყრა. "მანჩესტერ იუნაიტედი" H-ჯგუფში მოხვდა.

A ჯგუფი: ბაიერნი, ატლეტიკო, ზალცბურგი, ლოკომოტივი

B ჯგუფი: რეალ მადრიდი, შახტარი, ინტერი, გლადბახი

C ჯგუფი: პორტუ, მანჩესტერ სიტი, ოლიმპიაკოსი, მარსელი

D ჯგუფი: ლივერპული, აიაქსი, ატალანტა, მიდტიულანდი

E ჯგუფი: სევილია, ჩელსი, კრასნოდარი, რენი

F ჯგუფი: ზენიტი, დორტმუნდი, ლაციო, ბრიუგე

G ჯგუფი: იუვენტუსი, ბარსელონა, დინამო კიევი, ფერენცვაროში

H ჯგუფი: პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი, ლაიპციგი, ბაშაქშეჰირი
ახალი ამბები
45 კომენტარი
№31
ავტორი: Dato kutaisi
2 ოქტომბერი 2020 07:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3201
ზოგადად თუ რაიმეს სწავლა გინდა და გინდა გამვითარდე,ამ დროს გინდა შენზე ძლიერთან ან მინიმუმ შენი დონისასთან გქონდეს გაჯიბრება არა?აბა რას მისცემს მანჩესტერს ფერენცვაროშებთან რომ იყოს ქვეჯგუფში?იმას რომ ადვილად გავა?მერე რა რომ გავა მერვედფინალშივე რომ გამიგვაგდონ?არა ბატონებო.ეს ჯგუფი იდეალურია ყველაფრის გამო.პირველ რიგში რახან ამ ოლეს არ უშვებენ სადღაც ხომ უნდა ისწავლოს რამე ხოდა აგერაა 3რადიკალურად განსხვავებული გუნდი თავისი 6თამაშით:))ხოდა ტყუილად რატო მიდის აქ მართლა გამოტირება ვერ ვხვდები.ან არ გახსოვთ ვინ ვართ ჩვენ?ჩვენ ხომ რობინ ჰუდები ვართ მდიდრებს რომ ვართმევთ და ღაბიბებს ვურიგებთ:))ხოდა ძალზედ დიდი შანსები ვვაქვს ეს ჯგუფი პირველზე დავასრულოთ
0
№32
ავტორი: David_Beckham7
2 ოქტომბერი 2020 09:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: Dato kutaisi
ზოგადად თუ რაიმეს სწავლა გინდა და გინდა გამვითარდე,ამ დროს გინდა შენზე ძლიერთან ან მინიმუმ შენი დონისასთან გქონდეს გაჯიბრება არა?აბა რას მისცემს მანჩესტერს ფერენცვაროშებთან რომ იყოს ქვეჯგუფში?იმას რომ ადვილად გავა? მერე რა რომ გავა მერვედფინალშივე რომ გამიგვაგდონ?არა ბატონებო.ეს ჯგუფი იდეალურია ყველაფრის გამო.პირველ რიგში რახან ამ ოლეს არ უშვებენ სადღაც ხომ უნდა ისწავლოს რამე ხოდა აგერაა 3რადიკალურად განსხვავებული გუნდი თავისი 6თამაშით:))ხოდა ტყუილად რატო მიდის აქ მართლა გამოტირება ვერ ვხვდები.ან არ გახსოვთ ვინ ვართ ჩვენ?ჩვენ ხომ რობინ ჰუდები ვართ მდიდრებს რომ ვართმევთ და ღაბიბებს ვურიგებთ:))ხოდა ძალზედ დიდი შანსები ვვაქვს ეს ჯგუფი პირველზე დავასრულოთ

100%. რობინჰუდი კაო იყო :D პსჟ და ლაიფციგს ორივე თამაშები მოვუგოთ და ბასაკშეკირთან წავაგოთ ორივე ერთი იმათთანაც თუგაუვარდებათ გავიყვანოთ ჩვენთან ერთად :D
0
№33
ავტორი: Rooni
2 ოქტომბერი 2020 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ვინც ეხლა ცენტრალური მცველი სანჩო და ფორვარდი არმოიყვანოს იმის დედას დავსჯვი
0
№34
ავტორი: Phil Jones
2 ოქტომბერი 2020 10:59
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კაცურად რატომ გგონიათ ლაიპციგი ფავორიტი გამაგებინეთ ვინმემ :)))) ჩ-ლს ნახევარფინალისტი თორე არ მოეგო ეხლა :))) რა ლაიფციგი ხალხო :)))))))))))) ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და იმ თურქებთან უცებ წითელი ბარათი პენალტი და განადგურდეს გუნდი შესაძლებელია, მაგრამ მე იმ ფეხბურთის დედა ვატირე სადაც ლაიპციგი ნებისმიერ ფორმაში ნებისმიერ მანჩესტერთან იქნება ფავორიტი :)))))))) ხო არ თადაობთ :)))) იგივე კოეფიციენტი რო ავიღოთ გასვლაზე მაააააქსიმუმ 2.5 მისცენ რა ლაიფციგი :)))))))))
0
№35
ავტორი: Dato kutaisi
2 ოქტომბერი 2020 11:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3201
ციტატა: Phil Jones
კაცურად რატომ გგონიათ ლაიპციგი ფავორიტი გამაგებინეთ ვინმემ :)))) ჩ-ლს ნახევარფინალისტი თორე არ მოეგო ეხლა :))) რა ლაიფციგი ხალხო :)))))))))))) ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და იმ თურქებთან უცებ წითელი ბარათი პენალტი და განადგურდეს გუნდი შესაძლებელია, მაგრამ მე იმ ფეხბურთის დედა ვატირე სადაც ლაიპციგი ნებისმიერ ფორმაში ნებისმიერ მანჩესტერთან იქნება ფავორიტი :)))))))) ხო არ თადაობთ :)))) იგივე კოეფიციენტი რო ავიღოთ გასვლაზე მაააააქსიმუმ 2.5 მისცენ რა ლაიფციგი :)))))))))

უბრალოდ არც ასე თქმა არ შეიძლება.მაგალითად შარშანდელი ლაიფციგი მნჩესტერს რომ შეხვედროდა რას უზამდა ძნელი წარმოსადგენი არაა.უბრალოდ არ შეიძლება ასე მოწინააღმდეგის დაუფასებლობაც მაგრამ დიდი შანსები გვაქვს რომ პირველზე გავიდეთ
0
№36
ავტორი: Lalana
2 ოქტომბერი 2020 12:33
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რომ არაპროგნოზირებადი გუნდი ვართ.შეიძლება ბრაიტონთან გავიდეთ ბურთი თავზე დაგვახიონ,შემდეგ კი მანჩესტერ სიტის ტოლ-სწორად ვეთამაშოთ.აქედან გამომდინარე ვერ გაიგებ რას იზამენ ამ ჯგუფში.ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება და რაიმე ვარაუდი,მითუმეტეს სანამ ჩემპიონთა ლიგა დაიწყება არავინ იცის ვინ რა ფორმაში იქნება და როგორ შევხდებით ამ მატჩებს.მე არც იმ წინადადებებს ვემხრობი სადაც მეტოქეს არ აფასებენ და არც იმას ვინც ამ ჯგუფის გამო მოთქვამს,ნებისმიერი მეტოქე დადაფასებელია,მითუმეტეს ის მეტოქეები რომლებმაც შეძლეს ფინლასა და ნახევართფინალში გასვლა და აქ ისე დასაცინად მოყავთ ეს შემთხვევები თითქოს მანჩესტერი ყოველ მეორე წელიწადს ფინალში ან ნახევართფინალში გადიოდეს.ამიტომ დავაფასოთ მეტოქე,მოვიგებთ?მშვენიერია,გავიხარებთ,თუ ვერ მოვიგებთ და არც ეგ არ არის პრობლემა.გამართლებით კი ნებისმიერი რამ შეგვიძლია გავამართლოთ,ლოგიკა ისეთი რამ არის,რომელიც შეგვიძლია ნებისმიერ რამეს მოვარგოთ,ამიტომ დაველოდოთ და ვისიამოვნოთ ნორმალური თამაშების ყურებით,ბოლოს და ბოლოს გვეღირსა და ჩემპიონთა ლიგაზე ვართ,ამიტომ დავტკბეთ ნორმალურ გუნდებთან თამაშით.

ისე ეგ პსჟ ატალანტამ კინაღამ გამოაგდო და თამაშითაც პირველ ტაიმში აჯობა და გადაუარა,ამიტომ ვერ ვხედავ იმ მიზეზს თუ რატომ არ უნდა იყოს პსჟ გადაულახავი მეტოქე.ასევე ლაიფციგი,ის გუნდი აღარ არის რომელიც წინა წელს იყო,წესიერი გამტანიც კი არ ყავთ გუნდში,თავდამსხმელად რომ პოულსენი გიყენია მთლად სახარბიელო მდგომარეობაში ვერ უნდა იყვნენ,მაგრამ ვერნერის გარეშე გამოაგდეს ატლეტიკო და რა ვიცი,ვნახოთ როგორ წინააღმდეგობას გაგვიწევენ.
0
№37
ავტორი: GEORGE22
2 ოქტომბერი 2020 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
კომენტარებს ვკითხულობდი და ასე მეგონა პანაშვიდზე ვიყავი :D
რა გჭირთ ხალხო,მანჩესტერის ფანები ხართ თუ იფსვიჩ თაუნის,ეგენიც კი არ დაიწყებდნენ მოთქმას,სულ რო რეალი,ბარსა და ლივერპული შეხვედროდათ ჯგუფში.
ზოგადად აქ იშვიათად ვწერ ხოლმე კომენტარს,მაგრამ ყოველდღე შემოვდივარ თითქმის და ვეცნობი ყველა სიახლეს,თუ განხილვას.20 წელია ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ,ჯერ კიდევ იორკი კოულიდან მოყოლებული და ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია თქვენთვის არის ის რომ,რაც მე ფერგის უსახური ფეხბურთისთვის მაქვს ნაგინები და ნანახი იმდენ ბევრს არც ნანახი ექნება,ბევრს ალბათ გონია რომ მანჩესტერი ყველა თამაშში რაღაცა სასწაულებს აკეთებდა და ყველა თამაშში ყველას ბურთს ახევდა თავზე,მაგრამ მე კარგად მახსოვს,როგორ უჭირდა ხოლმე ვარსკვლავურ გუნდს,თუნდაც იგივე ფულემთან თამაში,ან ლიგაზე ლაკორუნიის დეპორტივოსთან თამაში,როგორც ბევრი დადებითი და კარგი მახსოვს,ისე მახსოვს ბევრი არასასიამოვნოც ჩემთვის,ლიგის ჯგუფში ჩარჩენილი ფერგის მანჩესტერიც მახსოვს და ასშ,ანუ ამით რისი თქმა მინდა,ყველა თამაშს გადაბმულად რაღაც სასწაულ დონეზე ვერ ითამაშებ,იმიტომ რომ ფეხბურთელები რობოტები არ არიან,ბევრი აკრიტიკებს სულშერს და ადრე მეც გამიკრიტიკებია ფერგი,იმის გამო რომ ვიღაცა სტოკ სიტისთან ერთით ნოლზე უთამაშია,მიდლსბროს დაუხევია მანჩესტერისთვის ბურთი თავზე,მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ როგორც შენ გინდა ყოველთვის ისე ვერ იქნება,როგორც მწვრტნელს უნდა ისე ვერ იქნება,მანჩესტერის გამართულ სტრუქტურასაც ქონდა ჩავარდნები და უსახურობები,ძალიან ასხამთ ჯერ გუნდს და მერე მწვრთნელს,ჯანსაღი კრიტიკა მესმის და გასაგებია,მეც მიყვარს ანალიზი,განხილვა და თუ ვინმე კარგად განიხილავს გუნდს და ტაქტიკას,მიყვარს იმის მოსმენაც და წაკითხვაც,რაც არ უნდა ჩემს საწინააღმდეგოს ფიქრობდეს ადამიანი,მაგრამ ის რასაც ხანდახან აქ და ხშირად ფბ-ზე ვხვდები ეს არის უზრდელობის და უცოდინრობის რაღაც სასწაული გამოვლინება,ხალხი დაბერდა ფეხბურთში და არაფერი არ მოუგია,აცადეთ ამ კაცს,ჯერ ასხავდით უსახურ ფეხბურთს თამაშობსო,მერე გამოასწორა გუნდმა თამაში საგრძნობლად და ზოგიერთი იმას ამბობდა რომ უმართლებსო,ახლა ბრაიტონთან უსახურობის მთელი სპეკტაკლი ვნახეთ და მაგ თამაშთ გადაწყდა მთელი სეზონის ბედი,ვინც სტაჟიანი გულშემატკივარი ხართ იმათმა იცით,სეზონში რამდენ უსახურობას სჩადიოდა ფერგის მანჩესტერი,თუ ფერგის სულ ფორმაში ყავდა გუნდი? :დ რა სისულელეა,ფერგისაც უმართლებდა ხოლმე და ფერგისაც არ ქონია რაღაცა სასწაული ტაქტიკები მოედანზე,ტაქტიკურად ფერგიზე დიდი მწვრთნელები იყვნენ,მაგრამ მწვრთნელობა მარტო ტაქტიკების ხაზვა არ არის,მაგიტო იყო ფერგი ყველა დროის საუკეთესო,იმას ერთი ტაქტიკა არ ქონია არასდროს,მაგიტო იყო ამდენი ხანი გუნდის მწვრთნელი,თან სულ მაღალ სიმაღლეზე,გვარდიოლა ფერგიზე დიდი ტაქტიკოსია,მაგრამ ფერგიზე დიდი ვერ გახდება ვერასდროს.
ანუ ამით რისი თქმა მინდა,წინასწარ თავში ხელის შემორტყმას რა აზრი აქვს?მანჩესტერი ყოველთვის იყო გუნდი რომელთან თამაში ყველას უნდოდა და ყველა სუსტი გუნდი ყოველთვის მთელს ენერგიას დებდა ხოლმე მოედანზე,რომ მსოფლიოს ამ საოცარ კლუბთან თავისი მაქსიმუმი გაეკეთებინა და მსოფლიოსთვის ენახებინა რომ მანჩესტერს ასე კარგად ეთამაშა,ყველასთვის საამაყო იყო და ახლაც არის ეგ რომ მანჩესტერთან კარგად ითამაშოს და თავისი მაქსიმუმი გააკეთოს,მაგიტომ არის რომ ყველა გუნდი თავს გვაკლვას,აგერ კრისტალ პალასმა შემოგვაკლა და მერე ევერტონმა ამოტენა გასვლაზე.
ბრაიტონმა შემოგვაკლა პრემიერლიგაში,მაგრამ თასზე ვნახეთ ყვლამ რაც მოხდა.ყველაფერი არის ურთიერთკავშირში,გუნდის უფორმობას+სხვა გუნდების მონდომება=დიდ წინააღმდეგობას და ტაქტიკურ გაუმართაობას,ფეხბურთელი თუ არ არის ფორმაში,შენ რაც არ უნდა სასწაული ტაქტიკები დახაზო რა აზრი აქვს?მარტო ტაქტიკა რომ იგებდეს თამაშს რაღა გვიჭირს.
ასე რომ ნუ ჩამოყარეთ ყურები,ჯერ ყველაფერი წინ არის და მანჩესტერი შევა აუცილებლად ფორმაში და თუ ის ხალხი ვინც ახლა არის მოედნის ცენტრალურ ნაწილში თავმოყრილი და პლიუს ხუანიტო ითამაშებენ კი არა და დახატავენ,დამიჯერეთ ვინგერი ამ წელს ვაბშე არ დაგვჭირდება,თავისუფლად შეიძლება იგივე რომბის თამაში.
0
№38
ავტორი: David_Beckham7
2 ოქტომბერი 2020 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
GEORGE22 გეთანხმები თითქმის ყველაფერში ვინგერის არ საჭიროების გარდა. ვინგერი ეხლა კი აარა წლებია ამ გუნდს ჭირდება. ის მანჩესტერიც კარგად მახწოვს მართლა დეპორტიო და ბარტეზის სისულელე თამაშები და უამრავი სხვაა ჩავარდნები. იყო დრო მოურინიოს დაცვა გაურღვეველი იყო და ყველას ეზარებოდა ამსთან შეხვედრა, მოძველდა დაუმუღამეს. იყო დრო გუარდიოლას ტიკიტაკა ყველაფერს იგებდა, მაგასაც გაუვიდა ყავლი, ფერგიზე მეტი ტაკტიკოსი გეთწნხმები გუარდიოლა მიმაჩნია და რუნიმაც თქვა ფერგისთან ნათამაშებმა აკცმა ვანგაალი იყო ყველაზე დიდი ტაკტიკოსი ვისთანაც მითამაშიაო მაგრამ რა... მარტო ტაკტიკა არაა. ტაკტიკით მოურინიო ბევრად მაგარი ტაკტიკოსია ოლეზე მაგრამ მიდგომა აქვს ხისტი იმდენად რონგუნდში მოვოდეს და რამდენიმე ფეხბურთელი არ მოიძულოს არ არსებობს. ოლეს პრესკომფერენციებს რო ვუსმენთ და მოგვწონს მაგრამ მარტო ეგ არ კმარაო ეგაც მიდგომაა და ძაან ზომიერად, მარილიანად იცის სიტყვის ხმარება.
0
№39
ავტორი: Selassie
2 ოქტომბერი 2020 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ხანდახან მგონია რომ მართლა ჩისკო უნდა იყოს მწვრთნელი და ფიფია პრეზიდენტი
0
№40
ავტორი: Lalana
2 ოქტომბერი 2020 17:46
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ფერგიუსონი შეიძლება არასოდეს ყოფილა უდიდესი ტაქტიკოსი,მაგრამ ვან გაალიდან დაწყებული ჟოზეთი დამთავრებული დაიხევს ნებისმიერს.ფერგი იყო ქარიზმატული ტიპაჟი,რომელსაც შეეძლო არა მარტო გუნდის მართვა,არამედ სრულიად სტრუქტურის მართვა.არ არსებობს მსოფლიოში მენეჯერი რომელმაც ერთი საშუალო დონის გუნდისგან ჯერ სერიოზული გუნდი შექმნა და შემდეგ უმსხვილესი და ძვირადღირებული ბრენდი.ფერგიმდე მანჩესტერს ერთი ისტორია ჰქონდა რომელიც ბასბის მწვრთნელობას ეხება მას შემდეგ იუნაიტედი აღარ ყოფილა მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი და ასეთი გუნდი აქცია ისეთ მონსტრად როგორიც იყო.კი ბოლო წლებში ბევრიც მიქარა,მაგრამ როდესაც მიხვდა რომ აღარ შეეძლო წავიდა გუნდიდან.ბევრ პრინციპულ ბრძოლაშიც დამარცხებულა,ბევრი მახინჯი ფეხბურთიც გვინახავს მაგრამ ინგლისში ყოველთვის ჰქონდა შედეგები.ასევე ძალიან კარგად იცოდა როგორ ეთამაშა სხვა მწვრთნელებთან გონებრივი თამაშები და როგორ უნდა დაეჭირა სხვებისთვის სუსტ ადგილებში ფეხი.არასოდეს ყოფილა ფერგი ტოტალური ფეხბურთის მოყვარული,უფრო ანჩელოტის სტილი იყო,სწრაფ და დინამიურ კონტრშეტევებზე აწყობდა თამაშს და მისი ჩაგდებული თამაშების შემდეგაც არასოდეს მქონია განცდა რომ ჩემპიონატს უკვე ვეღარ მოვიგებდით,გვქონია კიდევაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენებიც და ისეც მოგვიგია ჩემპიონატი,ერთ ტაიმს წავაგებდით და მეორე ტაიმში ვატრიალებდით თამაშებს,აი ეგ მანიჭებდა სიამოვნებას.ამიტომ მეგობრებო ოლე გუნარ სულშერი კი არა მეორე ფერგი ვეღარავინ ვეღარ იქნება.
დღეს კიდევ ყველაზე მეტდ რაც მაღელვებს ის არის რომ მანჩესტერი არ დაადგეს არსენალის გზას და არ ვკმაყოფილდებოდეთ მხოლოდ ოთხეულში შესვლით.იმედი მაქვს ასე არ იქნება და დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ ახლო მომავალში მაინც.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top