თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2020, 23:08
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2057,
კომენტარები: 36
ოცნების თეატრი
Glory glory Man United
ოცნების თეატრი
"მანჩესტერ იუნაიტედს" ყოველთვის ქონდა კარგი და ცუდი პერიოდები. თუმცა ამ გუნდს ყოველთვის შეეძლო წამოდგომა და საოცრებების ჩადენა საფეხბურთო თვალსაზრისით. "მიუნხენის" ტრაგედიის შემდეგ,ვის წარმოედგინა,რომ ეს ის გუნდი იქნებოდა,რომელიც ისტორიას დაწერდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს თითქოს ადვილი წარმოსადგენია,თუმცა "მანჩესტერის" ყველა გულშემატკივარმა იცის,თუ რა შრომის და წვალების ფასად მოხდა ეს.
შორს წაგვიყვანს სერ მეტ ბასბიზე საუბარი,თუმცა სასაუბრო ამ გენიალურ ადამიანზე ძალიან ბევრია. ალბათ მე და თქვენ წლები არ გვეყოფა იმის გასაგებად თუ რაოდენ დიდი ადამანი იყო ბასბი.
ეპოქა რომლის შექმნასაც საფუძველი ჩაუყარა ფასდაუდებელია და დღეს იუნაიტედის უკლბლივ ყველა გულშემატკივარი მისი დიდი თაყვანისმცემელი უნდა ვიყოთ.
არ შეიძლება არ ვახსენოთ სერ ბობი ჩარლტონი-ადამიანი რომელმაც ყველაფერი გაიღო "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". ბოლომდე წითელ ეშმაკად დარჩა და რაც არუნდა საოცარი იყოს, 82 წლის ასაკშიც კი ესწრება "მანჩესტერის" ყველა თამაშს.

როგორც დასაწყისში ავღნიშნე, ალბათ ათწლეულები არ გვეყობა ჩავწვდეთ ამ გუნდის სიდიადეს და გავითავისოთ რა გრძნობაა იყო ნამდვილი "წითელი ეშმაკი".
შეუძლებელია ერთ სტატიაში ჩაატიო და ისაუბრო უკლებლივ ყველაზე.
ამის გათვალისწინებით მინდა გამოვყო ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი სერ ალექსი (ბაბუ). მაინც ვფიქრობ,რომ ყველაზე კარგად ჩვენ ეს ადამიანი და მისი "მანჩესტერ იუნაიტედი" დაგვამახსოვრდა.
"იუნაიტედი" 1998-99 წლებიდან ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. მაშინ სულ რაღაც 13 წლის ვიყავი და ვიგრძენი,რომ ეს გუნდი იყო ჩემი ნაწილი. საოცარი ფინალი "მანჩესტერ იუნაიტედი"-"მიუნხენის ბაიერნი". საოცარი შეგრძნება და სიხარულის ცრემლები,რომელიც არასდროს დამავიწყდება.
თუმცა ამ ყველაფერს ვერ შეძლებდნენ,რომ არა ის გულანთებული ფეხბურთელები,რომლებსაც "იუნაიტედის" მაისურის ქვეშ უწევდათ თამაში.
ამ დიადმა გუნდმა ძალიან ბევრი ვარსკვლავი აღზარდა და ყველას თავისი ადგილი უკავია.
თუმცა იყვნენ მოსულები,რომლებიც არანაკლებ შემართებით თამაშობდნენ და იაცვდნენ გუნდის გერბს.

გავიხსენოთ ლეგენდარულ სერ ალექსის ეპოქაში 10 უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი,რომლებმაც ისტორია დაწერეს. ამ ადამიანებს კომენტარი და ახსნა არ ჭირდებათ. საკმარისია დახედო სურათს და ამით ყველაფერი ნათქვამია.
მაშ ასე:
1. ერიკ კანტონა
ოცნების თეატრი


2. როი კინი
ოცნების თეატრი


3. კრისტიანო რანალდო
ოცნების თეატრი


4. პეტერ შმეიხელი
ოცნების თეატრი

5. უეინ რუნი
ოცნების თეატრი


6. ედვინ ვან დერ სარი
ოცნების თეატრი


7. რუდ ვან ნისტერლოი
ოცნების თეატრი


8. დენის ირვინი
ოცნების თეატრი


9. რიო ფერდინანდი
ოცნების თეატრი


10. რობინ ვან პერსი
ოცნების თეატრი


ავტორი: Alex Ferguson
ბლოგი
36 კომენტარი
№31
ავტორი: Karanadze
18 თებერვალი 2020 02:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 463
და მარსიალს რატო შეუკიტინენ არვიცი. კი დზმაო არ იმყოფება ფორმის პიკში მაგრამ ყოველ თამაშზე მარსიალის დაკეტვა არის პრიორიტეტი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებიდან იმიტომ რომ ყველაზე საშიშია. აი რეშთან ერთად ორივე უფრო შედეგიანი იმიტომ არის რო რეშს ან მარსოს მცველი რომ ხვდება იმას უეჭველი აზღვევს მეორე რაც თავისუფალ სივრცეს ქმნის სადაც პასის სიზუსტის შემთხვევაში უკვე კლასნად ასრულებს. ეგ აკლია გუნდს მარჯვნივ კარგი შემტევი და მარცხნივ რეში დალშე გრინვუდიც შეცვლის მარსოს ხოლმე
0
№32
ავტორი: Lalana
18 თებერვალი 2020 03:04
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Karanadze
და მარსიალს რატო შეუკიტინენ არვიცი. კი დზმაო არ იმყოფება ფორმის პიკში მაგრამ ყოველ თამაშზე მარსიალის დაკეტვა არის პრიორიტეტი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებიდან იმიტომ რომ ყველაზე საშიშია. აი რეშთან ერთად ორივე უფრო შედეგიანი იმიტომ არის რო რეშს ან მარსოს მცველი რომ ხვდება იმას უეჭველი აზღვევს მეორე რაც თავისუფალ სივრცეს ქმნის სადაც პასის სიზუსტის შემთხვევაში უკვე კლასნად ასრულებს. ეგ აკლია გუნდს მარჯვნივ კარგი შემტევი და მარცხნივ რეში დალშე გრინვუდიც შეცვლის მარსოს ხოლმე

პირველ რიგში გილოცავთ ბიჭებო მოგებას.მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღეს,ახლა რომ დაგვეკარგა ქულები ბევრად ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით,იწვალეს,იჯახირეს,მაგრამ მაინც აიღეს სამი ქულა.

გეთანხმები მარსიალთან დაკავშირებით,ზოგადად მარსიალი არცაა გამოკვეთილი ფორვარდი,უმეტეს წილად პოზიციების ცვლას ახორციელებს ფლანგის შემტევებთან.რეშფორდის ამდენი გოლიც ასევე მარსიალის დამსახურებაცაა,რადგან სივრცეს კარგად უთავისუფლებს თავის პარტნიორს,მაგალითად ამ ბოლო თამაშებში როდესაც ცენტრიდან ფლანგზე იწევდა ენტონი მის სივრცეს არავინ ითვისევდა,რის გამოც ცენტრი თავისუფალი რჩებოდა,ეს კი მისი ბრალი ნამდვილად არ არის,ასევე როდესაც ბირთს იღევს ორი კაცი უეჭველი აპრესინგებს და ასეთ მომენტში საჭიროა თანაგუნდელების სწორი დახმარება.ასე იყო მონაკოში,როდესაც ბერბატოვისა და მისით ხდებოდა შეტევების განვითრება.

რაც შეეხება ზოგადად თამაშს,ხარისხზე და მსგავს რაღაცეებზე აღარც დავიწყებ საუბარს რადგან უკვე ამ კონკრეტულს შევეგუე,ექვსეულის გუნდებთან სამასამოცი მცველით გავდივართ კონტრშეტევის იმედად,ესაა და ეს.ჯერ კიდევ ბრძოლა წინაა,ხუთეულისთვის საკმაოდ ბევრი გუნდი იბრძვის და არც ხუთეულში შესვლა იქნება მარტივი,რაც მთავარია ისე დღეს გოლი გაიტანეს,თორემ ბოლო სამი მატჩია პრემიერ ლიგაში გოლი არ ქონდათ გატანილი.კიდევ ერთხელ გილოცავთ,ახლა მთავარი აქცენტი ევროპა ლიგაზეა,რთული მეტოქე ნამდვილად არ გვყავს და თუ პრეტენზია აქვთ რამის ბრიუგეს კი უნდა მოუგონ.

ავტორს კი დიდი მადლობა თითოეული სტატიისთვის,ნამდვილად გამოცოცხლდა საიტი.სამწუხაროდ ვეღარ ვახერხებ აქტიურობას და დიდი მადლობა თითოეული ინფორმაციისთვის.
0
№33
ავტორი: bziki
18 თებერვალი 2020 03:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ნებისმიერ ცენტრ ფორვარდს ავიწროვებს 2 მცველი ერთი ერთზე ფორვარდს გამუდმებით არავინ დატოვებს მცველთან,
სივრცეების გახსნა,ბენზემობა და მსგავსი ისტორიები არ ვიცი,ფაქტია მარსიალის სტატისტიკა თუ მოედანზე მარგი ქმედების კოეფიციენტი უბრალოდ არასაკმარისია.
მონდომებაზე,ლიდერობაზე და მსგავს ემოციურ-ფსიქოლოგიურ ამბებს არ შევეხები მანდ საერთოდ კოშმარია.
0
№34
ავტორი: misteryou
18 თებერვალი 2020 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ბრუნო რა კაი ტიპია ტო იმენა ლიდერია ფრედთან ერთად, ფრედი ისე მახარებს რომ რავი იმენა დაგეშილი მშიერი ცხოველივითაა, საღოკ გაის იმენა მალადეც რეში სკოტიც რომ გვყოლოდა მერე გენახათ ჩელსის კნავილი..
0
№35
ავტორი: Lalana
18 თებერვალი 2020 12:17
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: bziki
ნებისმიერ ცენტრ ფორვარდს ავიწროვებს 2 მცველი ერთი ერთზე ფორვარდს გამუდმებით არავინ დატოვებს მცველთან,
სივრცეების გახსნა,ბენზემობა და მსგავსი ისტორიები არ ვიცი,ფაქტია მარსიალის სტატისტიკა თუ მოედანზე მარგი ქმედების კოეფიციენტი უბრალოდ არასაკმარისია.
მონდომებაზე,ლიდერობაზე და მსგავს ემოციურ-ფსიქოლოგიურ ამბებს არ შევეხები მანდ საერთოდ კოშმარია.

ბენზემობა არაფერ შუაში არაა,ფეხბურთის ელემენტარული წესია,რომ თანაგუნდელს სივრცე მისცე და გაუხსნა.როდესაც თავდასხმელს ორი კაცი ავიწროებს,მაშინ შენი სხვა თანაგუნდელი ცდილობს,კაცი მოგაშოროს,გაიტყუოს და უფრო მეტი სივრცე დაგიტოვოს სამოქმედოდ,ამიტომ მისი ინერტულობა მხოლოდ მისი ბრალი არაა.მასე რონალდოს რომ დაუყენო,ორი სამი კაცი და თანაგუნდელმა არც კი ეცადოს სივრცე გაუხსნას იქნება სამუდამოდ ამოკეტილი,როგორც ლევანდოვსკი და როგორც კეინი.მითუმეტეს არასოდეს ყოფილა მარსიალი ცენტრფორვარდი და რამდენიც არ უნდა იძახოთ ასეა.მისი უმეტესი გოლები გასულია მარცხენა ფლანგზე მოთამაშის პერიოდიდან,ასევე იყო მონაკოშიც,არასოდეს უთამაშია ცენტრფორვარდად.როდესაც რეშფორდია მოედანზე დააკვირდით მარსიალის გადაადგილებას და იმასაც იხილავთ თუ რამხელა სივრცეს აძლევს ის მარკუს,რომ არა ეს ყველაფერი არც მარკუსი იქნებოდა მთლად ასეთი გოლეადორი.თითოეულ გუნდში ასე ხდება.ასევეა ფირმინოც,ის არაა გამოკვეთილი ცენტრფორვარდი,ცდილობს თავისი გადაადგილებებით მანესა და სალაჰს უფრო მეტი სივრცე მისცეს სამოქმედოდ და თუ ამის დანახვა არ გინდათ ვერც ვერასოდეს დაინახავთ.იმედია სხვა გუნდში გადავა და სხვა დამრიგებლები უკეთესად გამოიყენებებ მის პოტენციალს,რაც შეეხება მის სიზარმაცეს,ააქვს ხასიათური გამოვლინებები,მაგრამ კომბინაციებში და სწორ მოქმედებებში მარკუსაც კი ჯობს.

ან შეგიძლიათ მითხრათ რამდენი რეალური მომენტი შეუქმნეს მარსიალს რომელიც ვერ გამოიყენა?დამისახელეთ დღეს ცენტრფორვარდი ვინც სამ-ოთხ კაცს არტყუებს და მერე იტანს გოლს?ლევანდოვსკისაც თუ არ შეუქმენი მომენტი ვერც ის გაიტანს გოლს და წესიერად არც ერთ თამაში მარსიალისთვის არც ფლანგელებს შეუქმნიათ მომენტი და არც ნახევარმცველებს.ჩვენი გუნდის პრობლემა ისაა,რომ საკმაოდ მწირ რეალურ მომენტების ქმნიან.წესიერად ვერც ერთი განაპირა მცველი აწოდებს საჯარიმოში,ასევე იშვიათობაა ცენტრიდან თავდამსხმელისთვის ბურთის შეყოლება მცველის ზურგსუკან.
0
№36
ავტორი: bziki
18 თებერვალი 2020 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Ki shav dgeshia gundi, vin unda sheuqmnas momenti shetevashi orni arian, taqtikaa kontrsheteva, tamashshi sul sheileba 3-4 momenti sheqmnas gundma.
Meti moetxoveba marsials meti, meti modzraoba ro eg sivrceebi aitvisos, gavides mcvels zurgs ukan, chamovides ukan aitanos burti, aba exla magas tavis kvardatshi kontrsheteviti stilis gundi ver moamaragebs.
Interis magaliti naxe da gasagdebi iqneba rasac vidzaxi, tundac kontes chelsi.
Rac gaaqvt lukaku-lautaros 90%tviton iqmnian, koshtac tviton iqmnida chelsi da egre xdeba roca gundi kontr shetevitia.
Manchesteris 9 ians meti moetxoveba meti.
Reshi kide ginda marsiali eyenos ginda igalo mainc gaaketebs tamashshi 3-4 moments individualuarad, marsialis gamo aq statistika reshso eg nagdat araa egre.
Salahs da manes kide firmino ki ara tu ginda aravin ar yavdet mesame shemtevi ornic imdenjer gavlen dasartymelze ro ravi,
Araa es Manchesteri dominant gundi bavariasavit ro idges 9 iani sajarimoshi, modzraoba unda da brdola tviton ro sheiqmnas momenti.
Racaa egaa, sufta cxriani ro araa magito txoven modraobas da kacze erti ertze wasvlas, gaqcevebs da ukan chamosvlasac.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top