თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2019, 18:58
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2777,
კომენტარები: 47
მიმოხილვა: ვესტ ჰემი 2-0 იუნაიტედი
დღევანდელი მატჩის მიმოხილვა.
მიმოხილვები
47 კომენტარი
№31
ავტორი: ikeoni
22 სექტემბერი 2019 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ციტატა: Malboro463
https://www.facebook.com/watch/?v=877815289278582

მალადეც :(((
0
№32
ავტორი: Dato kutaisi
22 სექტემბერი 2019 22:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ხალხნო რაზე ვკამათობთ ვერ ვხვდები.ეს შემადგენლობა მინიმუმ ვულვზი კრისტალი ვესთ ჰემი და ბევრი სხვაზე უკეთესი აღარაა?ისინი თუ გააზრებულ ფეხბურთს თამაშობენ და ჩვენ ვერა ვუდვორდს დავაბრალო?ან როგორ შეიძლება ფეხბურთელებს ვაბრალო როცა ვხედავ მათზე დაბალი დონის შემადგენლობით გუნდები გვეთამაშება ფეხბურთს,ზუსტად ფეხბურთს ჩვენ კი რაღაც სხვა სპორტს ვთამაშობთ.რა აზრი აქვს მაგალითების წერას და იმაზე დავას ეს ფეხბურთელების უნიათობის ბრალია თუ არ გაკეთებული ტრანსფერების?ამ შემადგენლობაზე ხელი მოაწერა ოლემ
0
№33
ავტორი: giorgi_mg
22 სექტემბერი 2019 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ესენი ასე მგონია არ ვარჯიშობენ, ელემენტარულ სიტუაციებში პასს ვერ აკეთებენ
0
№34
ავტორი: JuanMata
22 სექტემბერი 2019 22:27
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ყველაზე მეტად ნერვებს ის მიშლის რომ არაფერს არ ცვლის და ერთ ადგილს ვტკეპნით ისევ.
ფეხბურთელები გვაკლია, არ გვივარგა და ა.შ. მაგრამ ჰო შეიძლება რაღაც შეცვალო, სხვანაირად ცადო.
რამე სხვა მოიფიქრო.
გუნდში ნორმალური 10-იანი არაა, მატას დიდი პატივისცემის მიუხედავად საზიზღარ ფორმაშია და საშინლად აგვიანებს პასის გაკეთებას, ლინგარდი და პერეირა საერთოდ გაურკვეველი პოზიციის ფეხბურთელები არიან. შეეშვი რა ამ 10-იანის დაყენებას, მითუმეტეს ყველა გუნდი 3 ნახევარმცველით გეთამაშება და სახეს გახევენ ცენტრში.
პოგბას საყრდენად თამაშს, მეგონა უკვე ჟოზეს დროს მივხვდით, რომ აზრი არ ჰქონდა. მაგრამ ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებთ.

ეს სწრაფი ფეხბურთელები კიდევ რისთვის გვყავს წინ, რატომ აძლევენ ბურთს ფეხებში და არასდროს არავინ არავის ჩარბენას არ უყურებს, ფლანგიდან იწევს თავდამსხმელი, ფლანგი ცარიელდება და არფერი, გადადის მეორე მხარეს, მერე ისევ უკან. ჩაწოდებებს თავი დაანებეს და ახლა საერთოდ აღარ შედის ბურთი საჯარიმოში, თუ შედის და ისეთი მოულედნელია ყველასთვის ეს პასი, გეგონება პირველად ნახეს ერთმანეთი.

საერთოდ ვერ ვხვდები რას თამაშობს მანჩესტერი, ან რის თამაშს აპირებს, შეიძლება არ გამოდიოდეს, მაგრამ ჩანდეს რა გინდა, რომ გააკეთო. ლუის დროს ჩანდა თამაშის სტილი, ჩანაფიქრი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ განახორციელა ვერაფერი, ჟოზეს დროს არაფერი არ ჩანდა, არც ოლეს დროს. ჟოზეს რაღაც ქარიზმა და ავტორიტეტი მაინც ჰქონდა და გაქონდა კიდევ მაგით თავი, სულშერი მარტო პოზიტიურ განწყობაზეა.

3-5-2 ცადოს, სწრაფი თავდამსხმელები გვყავს, ამოავსოს ცენტრი რიცხობრივად მაინც, რაღაც აზრი ექნება, მოწინააღმდეგეს მაინც დააბნევ სიახლით, ასტანა კითხულობს ჩვენს თამაშს და იცის როგორ დაგვიდგეს, თან ისე უნიათოდ დარბიან, ბევრი წვალებაც არ ჭირება ამათ გაჩერებას.
როჩდეილთან მაინც ჩაატაროს რამე ექსპერიმენტი, ეგება რაღაცამ უშველოს ამ გუნდს.
0
№35
ავტორი: SANDROGRIGA
22 სექტემბერი 2019 22:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Dato kutaisi
ხალხნო რაზე ვკამათობთ ვერ ვხვდები.ეს შემადგენლობა მინიმუმ ვულვზი კრისტალი ვესთ ჰემი და ბევრი სხვაზე უკეთესი აღარაა?ისინი თუ გააზრებულ ფეხბურთს თამაშობენ და ჩვენ ვერა ვუდვორდს დავაბრალო?ან როგორ შეიძლება ფეხბურთელებს ვაბრალო როცა ვხედავ მათზე დაბალი დონის შემადგენლობით გუნდები გვეთამაშება ფეხბურთს,ზუსტად ფეხბურთს ჩვენ კი რაღაც სხვა სპორტს ვთამაშობთ.რა აზრი აქვს მაგალითების წერას და იმაზე დავას ეს ფეხბურთელების უნიათობის ბრალია თუ არ გაკეთებული ტრანსფერების?ამ შემადგენლობაზე ხელი მოაწერა ოლემ


გეთანხმები, შემადგენლობის მხრივ შეიძლება იწუწუნო იმ მხრივ რო არ გყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორც სიტის, ლივერპულს, ტოტენჰემს, თუნდაც ჩელსის და არსენალს მარა სხვა დანარჩენზე ამას ვერ იტყვი, მართლა და მართლა კრისტალ პალასზე და საუთჰემპტონზე უკეთესი ფეხბურთელები აღარაა ამ გუნდში?! თუნდაც უესთ ჰემზე მარა მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რო ამ გუნდს მწვრთნელი არ ყავს, არ მუშაობს ინდივიდუალურად ფეხბურთელებზე, არ ხაზავს ტაქტიკას თამაშის წინ, არ ამუშავებს პოზიციურ შეტევებს, ვერ ასწავლის გუნდს სივრცეების ათვისებას, არ ამუშავებს სტანდარტულებზე და მთავარი და ყველაზე დიდი პრობლემა რაც ამ ბოლო დროს გამოიკვეთა - სირბილი, პრესინგი, მონდომება აღარაა. რა რა და ეს მაინც შეიმჩნეოდა თითქოს ოლეს ხელში, ინდომებდნენ, დარბოდნენ. ახლა კიდე დადიან, დადიაან. სხვა დანარჩენ 19 გუნდზე ნაკლებს მოძრაობენ. ფეხბურთელები რო ნახევარზე მეტი საშუალო დონეა ეს ვიცით მარა ეს არაა გასასამართელებელი საბუთი, ოლემ აიღო ამათზე პასუხისმგებლობა და ვსიო ამით დამთავრდა ჩემთვის პირადად სხვა დანარჩენი რამის განხილვა.
0
№36
ავტორი: GIOMU
22 სექტემბერი 2019 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ყოველთვის ვიძახდი რომ ჩვენი ყველაზე დიდი და მთავარი პრობლემა ეს არის ვუდვორდი. იდიოტიზმი და უდიდესი შეცდომა იყო მოურინიოს გაგდება გუნდიდან. ეს იყო კრეტინიზმი რა ამას ვამბობდი სანამ გააგდებდნენ მაშინაც. იმიტომ რომ გუნდს ჭირდება სწორი ფეხბურთელები, მე არ ვგულისხმობ ვარსკვლავებს და არიქა ეს რა ვნახე ფეხბურთელებს. სწორი კადრებია საჭირო. ახლა იგივე გენიოსები ოლეს დაუწყებენ გინებას, ოლეს რომელმაც რა ტრანსფერიც განახორციელა ყველამ გაამართლა. დღეს თუ გუნდში ვინმე რამეს აკეთებს ეს ჯეიმზი ბისაკა და მაგუაიერი არიან სხვა ყველა ერთმანეთზე უარესები არიან. მე იმ გუნდის ამბიციები მოვ***ან ზამენაზე ჩონგი ლინგარდი ფრედი და ა.შ რომ გეყოლება. ეგ კი არა საერთოდ შემადგენლბოაში რომ გეყოლება ამდენი საშუალო დონის მოთამაშე. ეს ლინდელოფი ლონდელოფიო აუ ამაზე ყ*ე მცველი თუ გვყავდეს ახლა გუნდში და დარწმუენბული ვარ ეს კონტრაქტის გახანგრძლივებას **** ვუდვორდის იდეა იყო. უბრალოდ ერთი ნებისმიერი თამაშის ყურების დროს დააკვირდით მის მოქმედებებს. არასდროს არაა დამაჯარებელი. 80% ცდება და 20% გამოსდის ხანდახან რაღაც. მოკლედ ერთადერთი გამოსავალი ჩემი აზრით არის ოლეს უნდა მისცენ თავისუფლება ტრანსფერებზე და უყიდონ ყველა ის ფეხბურთელი ვისაც იტყვის. ფაქტია ეს კაცი სწორ ტრანსფერებს აკეთებს და მეტი რითი დაამტკიცოს აგერ 17 მილიონად ნაყიდი ჯეიმსი დღეს ყველაზე კარგი გვყავს შეტევის ხაზში.
0
№37
ავტორი: Chesterman
22 სექტემბერი 2019 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ეეჰ ვნანობ ფერგის დროს ყველა თამაშს რომ ვერ ვუყურბდი თურმე დატკბი სანამ დროა უყურე ნამდვილი მანჩესტერის თამაშს ეხლა აბა ესაა მანჩესტერი ?!ძაან გულდასაწყვეტია და მართლა გული მტკივა ასეთ დღეში როა გუნდი მარა რას ვიზამთ ჩვენ რა შეგვიძლია როცა ვისაც ნამდვილად შეუძლია ისინივერ(არ) აკეთებენ ...წააგო ჩელსიმაც დღეს მარა ფანებს ოპტიმიზმის საფუძველი აქვთ იბრძოლეს არ დანებდნენ სად ამათი წაგება დღეს და სად ჩვენი როცა ისე აგებენ თამაშს რო ყველაზე ოპტიმისტ გულშემატკივარსაც წართმევენ იმედს)))
0
№38
ავტორი: Dato kutaisi
22 სექტემბერი 2019 23:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ყველას მოგვეწონა წინა სეზონის აიაქსი.ტოპ შემადგენლობა ყავდა?არა.ვარსკვლავი ვინმე ყავდა?არა.მაგრამ მთავარი ქონდა.მწვრთნელი.კაცი რომელმაც გუნდს ასწავლა რა ეკეთებინა,კაცმა ყველასგან მაქსიმუმი ამოიღო.აი ნოვატორი ტრენერი გვჭირდებოდა ჩვენ.ნაგელსმანი ახალგაზრდა ტრენერი გერმანული დისციპლინითა და თანამედროვე აზროვნებით.ტუხელიც კარგია მაგრამ ნოვატორი ნაკლებადაა.ზოგადად გერმანელი ტრენერი ჭირდება ახლა გუნდს.დისციპლინის არ არსებობაა რაც ანგრევს იმპერიებს და 30 კაციანი შემადგენლობაში რომ დისციპლინას ვერ დანერგავ იქ მენეჯერი არ ხარ.ოლემ ფიზ მომზადებას ვაწვებითო და მარტო ჯეიმსი ვარჯიშობს ნეტა თუ ჯეიმსი და დეხეა?ვაი ჩვენს პატრონს სადამდე დავეცით და ამ ყველაფერს რომ ბოლო არ უჩანს ეგაა ტრაგედია.
JuanMata მაგას ვიძახი 3 თვეა 5 ნახევარმცველით უნდა ათამაშოს რომ რიცხობრივი უპირატესობა მაინც გვექნეს ცენტრში თორე ისე აბა ყველასთან ცენტრს აგებდე ასეთი არ მინახავს არაფერი.მატა სულ ანელებდა შეტევას მოუს დროსაც მაგრამ კომპაქტურად ჩამჯდარ მოწინააღმდეგესთან კიდევ გამოიყენებდი მაგრამ დაბერდა.გომესი არის კარგი ბიჭი რომელსაც შეუძლია ითამაშოს მაგრამ ფიზიკურად ძალიან სუსტია და მატას მაგონებს.გარნერის სირზე მოცეკვავე გრინვუდის გაგონებაც აღარ მინდა.
დღეს აღმოჩნდა რომ თურმე აკადემიის იმედი რაც ქონდა ოლეს ეს შეცდკმა იყო.ვერ ამართლებენ და ამ დროს არც არავინ გვიყიდია.შეიძლება ზოგადად ბოლო ფანჯარაზე დადებითი მომენტი იყო ის რომ არ ვაგოიმებინეთ თავი არავის მაგრამ ჰარიში მაინც ის გადაგვახდევინეს რაც უნდოდათ.ბისაკაშიც კარგად მოვხიეთ მაგრამ ვთვლი მაგარ ფასში ვიყიდეთ.ჯეინსს რაც შეეხება მე მაქვს ჩემი აზრი.არაა ჯეიმსი იმ პოზოციის რაზეც ათამაშებენ.ჯეიმსის პოზიცია არის 3-5-2 ში მარცხენა ნახევარმცველი რომელიც დაცვისას ფლანგის მცველია შეტევისას ვინგერი დაახლოებით ისეთი როგორიც ტოტეს ბეილი იყო

მოდი ერთსაც დავწერ ტრანსფერებთან დაკავშირებით.რატომღაც განეფებულია აზრი რომ ფეხბურთელი რომელი ტრენერის დროსაც მოდის იმის მოძებნილია ესა თუ ის ფეხბურთელი.ფეხბურთელის შეძენამდე ტრენერი განსაზღვრავს პოზიციებს რომლის შევსებაც უნდა.ამის მერე სკაუტები იწყებენ ძიებას და შესაძლო ვერსიებს აგროვებენ.როდესაც ეს ინფორმაცია აკუმულირდება მერე აგენტებს უკავშირდება ვუდვორდის ოფისი.მერე პირველადი კონტაქტის მერე მიდის გაანალიზება ფინანსურად ხო არ ვტყუვდებით და მერე ხდება პრიორიტეტული ფეხბურთელების გამოყოფა შორთლისტიდან.ამის მერე მიდის ვაჭრობა.ეგ უკვე ვუდვორდის საქმეა.არ ვიქნები სწორი რომ ვთქვა რომ ვუდვორდმა არ იცის გაჩარხვა ტრანსფერის.ისეთები დაუდევს მეტი რო არ შეიძლება.აქ არის მთავარი 1 რამ რაც დღეს გვჭირს.ოლეს უნდოდა ამ პოზიციების გაძლიერება და ზუსტად ამდენი კაცის მოყვანა.მეტი არც უნდოდა აი ლონგსტაფი უნდოდა მაგრამ თავი არ დაიგოიმეს.მოდით ახლა შევთანხმდეთ მანამ სანამ ოლეს ეს ხალხი თავად სკაიტებმა და ოფისმა არ ურჩია თავად არ მოუძებნია ეს ხალხი.ხოდა ის არგუნენტი რომ ვინც მოიყვანა იმან გაამართლა და ამიტომ უნდა დარჩეს ცოტა ალოგიკური მგონია.დღეს იყო ზუსტად მაგუაერი რო პირდაღებული დატოვა იარმოლენკომ.ბისაკამაც ერთი ორი კარგად ჭამა.ესენიც დეგრადირდებიან ცოტა ხანში აგერ ნახავთ.ბევრი მახსოვს კარგად დაწყებული აქ და მერე ჩაჯმული
0
№39
ავტორი: Svanchester
23 სექტემბერი 2019 00:07
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Dato kutaisi
Svani ის ვიდეო ხო ნახე გასახდელის?ხოდა იმ ვიდეოს მერე მე ვერ ვხედავ რომ მწვრთნელი არის გუნდში.არაჯანსაღი სიტუაციაა პირად ურთიერთობებში და უკვე ვთვლი რომ დროა ცვლილებების.გესტაპო მწვრთნელი გვჭირდება

კი ვნახე, ეგ ლაწირაკი ს.ი.რ.ი ბავშვები, სად თამაშობენ და რა გუნდის ღირსებას იცავენ აზრზე რო არ არიან. გასახდელსაც რო არ ყავს პატრონი, ვისაც როგორ აუდგება ისე იქცევა. კი იყო გესტაპო მოურინიო მაგრამ კი გამოჩნდა რომ ხელმძღვანელობამ მხარი ფეხბურთელს დაუჭირა და არა მწვრთნელს. დღევანდელ გუნდში არ არიან ლიდერული ხასიათის ფეხბურთელები, ოლეს ლიდერული ხასიათი ნამდვილად არ აქვს, ლოიალური მწვრთნელია და ადამიანურად კომფორტული პიროვნებაა, არ შეუძლია იყოს კრიტიკული და ბრუტალურიც კი, ბრუტალური მწვრთნელი გვინდა იმენა ბრუტალური. ამ სასტავს სხვა რა მოხოდავს მეტი მე არ ვიცი. ტრანსფერებს დაველოდოთ ზამთარში ჩემი მოლოდინი ეს არის, არამგონია ოლე ზამთრამდე გაუშვან, მისცემენ დროს.
0
№40
ავტორი: levionok
23 სექტემბერი 2019 00:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
რა ტრაკსიც იყო გუნდი პაჟსთან მოგებული გამაშის შემდეგ ახლა უარესია! მარსიალი პოგბა და შოუ ამას ვერ უშველიან ეს არის სანაგაო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top