არც იტალიური "ლაციოდან" ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ სავიჩი და არც პორტუგალიიდან ბრუნო ფერნანდეში, ოლე გუნარ სოლსკიაერის მორიგი შენძენი ჰარი მაგუაიერის შემდეგ, ტურინის "იუვენტუსის" ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი იქნება.
Gazzetta dello Sport- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის შემტევმა ფეხბურთელმა ინგლისურ გრანდთან კონტრაქტის პირადი დეტალები უკვე შეათანხმა და მანჯუკიჩი "იუნაიტედის" ღირსებას მინიმუმ 2 წლით დაიცავს. ხელშეკრულებაში ჩადებულია ავტომატურად გახანგრძლივების ერთწლიანი პუნქტი.
"გლეიზერების" კლუბი მანჯუკიჩის სანაცვლოდ იტალიელებს 15 მილიონ ევროს გადაუხდიან. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდს, დიდი ალბათობიტ ბელგიელი შემტევი რომელუ ლუკაკუ დატოვებს ხოლო ლუკაკუს შემცვლელად "წითლებს" მანჯუკიჩის კანდიდატურა სურთ.
გასულ სეზონში მარიომ ტურინელთა რიგებში იტალიის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა, საკუთარ აქტივს კი 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შემატა.