თბილისი:
მანჩესტერი:
2-08-2019, 19:52
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3559,
კომენტარები: 31
რეკორდი ინგლისელმა ფეხბურთელმა გადაიბარა
ტრანსფერი შეთანხმებულია.
რეკორდი ინგლისელმა ფეხბურთელმა გადაიბარა
"ლესტერის" ინგლისელი მცველის ჰარი მაგუაიერის "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება. ცენტრალური მცველი, "წითელი ეშმაკებისთვის" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე რიგით მესამე ტრანსფერი იქნება.

Sky Sports- ის მიერ გავრცელებული ცნობით კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ედ ვუდვორდი ჰარი მაგუაიერის სანაცვლოდ ბრენდან როჯერსის გუნდს 80 მილიონ ფუნტ-სტერლინგს გადაუხდის. ამ ტრანსფერით ინგლისელი ფეხბურთელი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი გახდება.

ახლა მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა ხდება საჭირო, ამის შემდეგ კლუბები შეთანხმების შესახებ ოფიციალურად განაცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღიებული ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი იყო, რომელიც მერსისაიდული "ლივერპულის" ღირსებას იცავს.
ახალი ამბები
31 კომენტარი
№31
ავტორი: Dato kutaisi
3 აგვისტო 2019 14:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: bziki
საღოლ მაგუერს რო ბოლომდე პროფესიონალურად მოიქცა, მაგრა გაიწელა და ლესტერიც არასწორად იქცეოდა კაცს წასვლა უნდოდო და არ ითვალისწინებდა, ცდუნება ექნებოდა რო ვარჯისზე უარი ეთქვა ან საჯაროდ დაეფიქსირებინა პოზიცია მარა საღოლ პროფესიონალურად მოიქცა ბოლომდე

აი ასეთი კაცი დასაფასებელია და ესაა ზუსტად პროფესიონალიზმი.მეც მაგას ვაკვირდებოდი ამდენი იწერებოდა ამდენი ამბავი იყო ატეხილი და არანაირი უაზრო ქმედება არ ჩაუდენია.რატომ?რაიოლა არ ყავს აგენტი:)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top