თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2019, 19:56
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2906,
კომენტარები: 47
მიმოხილვა: იუნაიტედი 0-2 კარდიფი
დღევანდელი მატჩის მიმოხილვა.
მიმოხილვები
47 კომენტარი
№31
ავტორი: Lalana
12 მაი 2019 22:30
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: ALEXFERGUSON
ALEXFERGUSON

აქ იმაზე კი არ არის საუბარი გინდა თუ არა ჩემპიონები გავხდეთო,უბრალოდ იმაზეა საუბარი გავარდნილ გუნდებთან არ უნდა ვაგებდეთ.მითუმეთეს საკუთარ სახლში როდესაც ბოლო თამაშს ატარებ და გავარდნილ კარდიფთან აგებ თამაშს.ვინმე თუ ოლეს ხელში ხედავს შველას დაინახოს,არაა პრობლემა მაგრამ მხოლოდ ფეხბურთელებზე ხელის შეწმენდა თითქოს ეს მხოლოდ მათი ბრალია ძაან უსამართლობაა.არ გვყავს შემადგენლობა და უაზრო ფეხბურთელებითაა გუნდი გატენილი,მაგრამ თუ ვინმე მეტყვის რომ ჰადერსფილდს ან კარდიფს უკეთესი შემადგენლობა ყავსო მაშინ აღარ ვიცი რაღა ვთქვა.ან როდესაც მოვიდა და მიაყარეს მოგებები მაშინ მხოლოდ მწვრთნელის დამსახურება იყო?მაშინ არ გვყავდა ეს ჩაჯმული შემადგენლობა?ყველა ნორმალურ გუნდთან კი მეორე ნომრად ვითამაშეთ,თუ არ ჩავთვლით არსენალს,დანარჩენებთან გინდ ტოტენჰემთან,გინდ ვულვზთან,გინდ ევერტონთან,გინდ სიტისთან,გინდ ლივერპულთან სულ არ გვითამაშია წესიერი ფეხბურთი.თითქმის ყველა კარგ გუნდთან ხუთი მცველით ითამაშა და ასე რომ ეთამაშებინა ჩვენ წინა მორბედ მწვრთნელებს მხოლოდ მათ დაბრალდებოდათ.ოლე რომ ძველი მანჩესტერელია და კარგი უნდა მაგ გუნდისთვის ეგ ყველამ ვიცით,მაგრამ რამდენად ააქვს იმის შესაძლებლობა რომ უკეთესი გახადოს გუნდი ეგ კიდევ სხვა თემაა.მხოლოდ სიყვარული არ შველის საქმის კეთებას.რომელ თამაში გადააწყო გუნდი მეორე ტაიმში როდესაც არ მიგვდიოდა კარგად საქმე?ან ის მაინც არ გახსოვთ მოსაგებ თამაში დაცვითი ტიპის ფეხბურთელები შემოყავდა იმის ნაცვლად რომ შემტევი შემოეყვანა?მიყვარს ოლე როგორც ჩვენი ძველი მანჩესტერის გვარდიელი,მაგრამ მასზე მეტად გუნდი მიყვარს.თავიდან მოურინიოსაც ვამართლებდი თავის დროზე,მაგრამ როდესაც დავინახე რომ მის ყოფნას აზრი აღარ ქონდა მერე ხმაც არარ ამომიღია.ამ შემადგენლობით ვერ ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის,მაგრამ ასე სამარცხვინოდაც არ უნდა გამოვიყურებოდეთ.მე არ მჯერა ქერიქის,ფელანისა და ოლეს განვითარებული ფეხბურთელების,ან მათი ჩამოყალიბებული გუნდის.
0
№32
ავტორი: de gea1
12 მაი 2019 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
evropa liga mogvenatreba
0
№33
ავტორი: Manutd.ge
12 მაი 2019 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
Eseti *** gundi espanetahic agar darcha mgoni da italiashi. Da es solskjaeri dzalian dabali donis mwvrtnelia. Daaxvevinon male manchesteridan
Mourinho moiesi vangaali sad naxuloben am uazro mwvrtnelwbs da exla kide es uvici daematat. Or tamashiani lingardebi da pogbebi kide gasayrelebia vundidan
0
№34
ავტორი: Lalana
12 მაი 2019 22:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: The red devi11
მეგობარო იქიდან გამომდინარე ვწერთ რაც ხდება. რომ გაუჭირდება ყველა მწვრთნელს პოჩეტინო და გვარდიოლა შენ ხომ არ გგონია ჯადოწლქრები. გვარდიოლა ტრანსფერების და მესის გარეშე რას წარმოადგენს? ვერ ხედავ არ ყავს მესი და ამდენი წელია ვერაფერს აღწევს ბაზარი არაა ყველა გუნდი საფეხბურთო დისწიპლინის უმაღლეს საფეხურზე აყავს მაგრამ ეგ მხოლოდ მას მერე რაც ხარჯავს მაგრად. სირგარდებით გვარდიოლა მოიგებს რამეს მაგის გჯერა? პოჩეტინო მაგარია გეთანხმები და ორი აზრი არაა მაგრამ ავიღოთ ჟოზე სადაც მივიდა ყველგან მინიმუმ ჩემპიონი გახდა. რაღა აქ ვერ შეძლო ერთხელ მაინც არ დაიწყო დრო წავიდა და მასეთებიო. ფაქტია რომ აქ მწვრთნელის შეცვლა არ არის იმის გარანტი რომ ხვალიდან ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ამას ვწერ რომ აქამდე ვინც იყვნენ არცერთი არ იყო ცუდი მწვრთნელი მაგრამ ფაქტია არის მიზეზები როს გამოც ყველამ ჩაისვარა. და თუ არ აღმოიფხვრა ეს ძირეული რაღაც რაც ყველა მწვრთნელს უშლის ხელს აქ ხელმძღვანელობა პირველ რიგში რატომ გგონია რომ გვარდიოლა ან პოჩეტინო გარანტია რამის. გვარდიოლა ჭკვიანია ჩვენნაირ გუნდში არ მიდის თორე კი დაინახავდით რეალურად რომ არც ასეთი ალძლიერი არაა როგორიც ჩანს. იდეალურ გუნდებს იბარებს ან ფინანსურად ან შემადგენლობით და ფინანსურად ერთად

გეთანხმები,მხოლოდ მწვრთნელის შეცვლით ვერ აღმოიფხვრება ის მინუსები რაც ამ გუნდს აქვს.საჭიროა ტრანსფერები და საჭიროა ვუდვორდის მოშორებაც.თუ კარგად გვახსოვს ხელმძღვანელობასთან მოურინიოსაც ჰქონდა პრობლემა და იმაზე წუწუნებდა,რომ არ აკეთებდნენ იმ ტრანსფერებს რომელიც საჭირო იყო.ეს კაციც მოსაშორებელია თავისთავად,მაგრამ სამწვრთნელო შტაბიც შესაფერისია მოსაყვანი რომლებიც ფეხბურთელებს განავითარებენ.მხოლოდ ტოტენჰემს რომ შევხედოთ,გინდ ალი,გინდ ერიქსენი,გინდ სხვა რომელიმე ფეხბურთელი ხურდებში აქვთ ნაყიდი და რაც იყვნენ იმასთან შედარებით ბევრად განვითარდნენ და გაიზარდნენ როგორც ფეხბურთელები,აქ კიდევ ის ფეხბურთელებიც რომლებიც ნორმალურ ფეხბურთს აჩვენებდნენ სრულიად რეგრესირებენ და ეს პირდაპირ მაჩვენებელია იმის რომ სამწვრთნელო შტაბი არ მუშაობს სწორად.
0
№35
ავტორი: Lalana
12 მაი 2019 22:49
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: The red devi11
გუნდში არაჯანსაღი მდგომარეობა ყველა ფეხბურთელს შეუშლის ხელს როგორც განვითარებაში ისე მაქსიმუმის ჩვენებაშიც. გეთანხმები 100% მართალი ხარ ხოდა ჯერ უნდა დაიწყოს ხელმძღვანელობით. მერე ახლებმქ გადაწყვიტონ მწვრთნელები გაუშვან თუ დატოვონ ვუდვორდის შეცვლილის მე აღარ მჯერა ძმაო თქვენი არ ვიცი.

თუ იქაურმა გულშემატკივრებმა რაღაც არ იღონეს გვეყოლება ისევ ასეთი საწყალი გუნდი,რომელსაც საშველი არ ექნება.სხვათაშორის თუ კლოპის ინტერვიუ გაქვთ წაკითხული იქ კარგად აღნიშნავს თუ რატომ არ გადმოვიდა მანჩესტერში,არა და საკმაოდ ახლოს იყო კლოპიც აქ გადმოსვლასთან,მაგრამ ვუდვორდის გამო თქვა უარი.
0
№36
ავტორი: Malboro463
12 მაი 2019 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: The red devi11
ვანგაალი სად ათამაშებდა იანგს დაცვის ძირითადში ძმურად. ვალენსიაც მინუჟდენში დახია თორე იყიდა ის იტალიელიბროა დარმიანი და არასწორი იყო ეგ ტრანსფერი ხო იყო? მაგას ვამბობ დავიჯერო დარმიანზე კაი ბაზარზე არავინ იყო? მერე ვალენსია მინუჟდენში დააყენა. მერე ნახევარდაცვა მოიყვანა შვაინშტაიგერი, ერერა, თავისი კადრი ხო იყო ორივე ერერას არ ვეხები რა შვაინშტაიგერი მეტი არავინ იყო ბაზარზე? დეპაი მოიყვანა შეტევაში მარსიალი იყიდა და რეში დააწინაურა? თუ არ ვცდები მაგან ქნა კი. ასე რომ ეს კამანდა რაც დღესაა არ ყოლია ვანგაალს მაგრამ ყველამ ჩაისვარა ვერც ერთი სწორი ტრანსფერი ვერ დადო. ჟოზეს არ დავწვრილმანდები მოვიდა მოყარა ხალხი და კი იცით ვინც მაგრამ ვერ გაამართლა. ახლა მითხარი ეს არასწორი ტრანსფერები მარტო მწვრთნელების ბრალი იყო?

დაცვის ფლანგზე იყო თუ ნახევარდაცვის მაგას აზრი არ აქ არსად არ იყო დასაყენებელი და ვან გალმა საერთოდ ბოლოს ძირითადს მოაშორა იანგი. ეგ ფეხბურთელები ჰაილაითებით არავის უყიდია ყველამ გამოიჩინა თავი და იყიდეს და თავიდანვეც კარგადაც გამოიყურებიდენ ბაზარი არა არ იყო მაღალი დონის იგროკები ვინც ბარსას და რეალს წინაღმდეგობას გაუწევდა მარა ფეხბურთის თამაში ხომ შეეძლოთ?
20-21 წლის ბიჭებს განვითარება ხომ უნდა მარტო ვარჯიშზე სირბილით რამეს ვერ ისწავლის ფეხბურთელი მარსიალი მონაკოში რაც იყო ის დონე დარჩა არაფერი არ უსწავლია. გვარდიოლა,კლობი,პოჩეტინო ჭ კლასის ფეხბურთელები C დონეზე მაინც აყავთ და ესენი კიდე პირიქით. შოუმ განვითარდა რეშფორდმა ლიგარდმა პერეირამ ბაილიმ მარსიალმა ძმებმა კინებმა ტანკლიფმა,ბლეკეტმა ლოურენსმა თუ ვინ ამ მანჩესტერში? კლობმა ერთ წელში როერტსონი და არნოლდი გამოზარდა და აგენმა ამ ხნის განმავლობაში ვინ ? ესეც ვუდვორდის ბრალია? რა უნდა ასწავლოს ფელანიმ, ოლემ ან კერიკმა ვინმე ს რამე ჩარჩენილები არიან ძველ სტილში. აუტის მოწოდებას ერთ წუთს რომ ანდომებენ და დღემდე კუთხურის გათამაშება რ იციან ეს ვუდვორდის ბრალი ნამდვილა არა უოტფორდს არ ყავს ვარსკვლავები მარა ისინი აკეთებენ ამას. ამიტო არასწორ ტრასფერებს და ფეხბურთელებს ნუ დაბრალებთ
არასწორი საწვრთვნელო შტაბი მოყავთ. და გაშვებას ყოველთვის აგვიანებენ
0
№37
ავტორი: Lalana
12 მაი 2019 22:59
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Malboro463
არასწორი საწვრთვნელო შტაბი მოყავთ. და გაშვებას ყოველთვის აგვიანებენ

ხო და თუნდაც მაგის გამო არიან მოსაშორებლები ხელმძღვაელობაში.ჯერ მოურინიოს რის გამო გაუხანგრძლივეს კონტრაქტი კაცმა არ იცის და თან ამ გახანგრძლივებაზე ერთი ტრანსფერი დაუდეს.ასეთი ულოგიკო რაღაც მე არ მინახავს.ან ოლეს რატომ უფრომებდნენ კონტრაქტს,დაეცადათ სეზონის ბოლომდე,მაგრამ არა ვერ მოითმინეს და ისევ უაზროდ მიქარეს.ამაშია საქმე რომ არ იციან სპორტული თვალსაზრისით როგორ წარმართონ გუნდი.
0
№38
ავტორი: batumski123
12 მაი 2019 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
მე არ მითქვს რომ მწვრთნელის ბრალია ყველაფერი თუმცა მწვრთნელიც და შტაბიც ისეთი უმაქნისია როგორც ფეხბურთელები და ვფიქრობ გუნდს თუ შველა
უნდა ზაფხულშივე ახლა უნდა მოიყვანონ პოჩეტინიო თან თქვა სეზონის ბოლოს ლიგა თუ მოვიგეო მივდივარო გაუკეთონ კარგი ტრანსფერები და ჩემი აზრით ამის შემდეგ გუნდი დამესგავსება გუნდს და დიდ გუნდებთან ავტობუს კი არ ჩავაყენებთ არამედ შემტევ ლაღ ფეხბურთს ვითამაშებთ
0
№39
ავტორი: Malboro463
12 მაი 2019 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Lalana

ხო და თუნდაც მაგის გამო არიან მოსაშორებლები ხელმძღვაელობაში.ჯერ მოურინიოს რის გამო გაუხანგრძლივეს კონტრაქტი კაცმა არ იცის და თან ამ გახანგრძლივებაზე ერთი ტრანსფერი დაუდეს.ასეთი ულოგიკო რაღაც მე არ მინახავს.ან ოლეს რატომ უფრომებდნენ კონტრაქტს,დაეცადათ სეზონის ბოლომდე,მაგრამ არა ვერ მოითმინეს და ისევ უაზროდ მიქარეს.ამაშია საქმე რომ არ იციან სპორტული თვალსაზრისით როგორ წარმართონ გუნდი.

1 ხელმძღვანელობა
2 სამწვრთვნელო შტაბი
3 შემადგენლობა.
მერე იქნება შედეგი

მე კიდე ვრჩები ჩემს აზრზე ეს წარუმატებელი სეზონი 80 % მვრთვნელის ბრალია და 20 ფეხბურთელების
0
№40
ავტორი: Lalana
12 მაი 2019 23:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Malboro463
1 ხელმძღვანელობა
2 სამწვრთვნელო შტაბი
3 შემადგენლობა.
მერე იქნება შედეგი

მე კიდე ვრჩები ჩემს აზრზე ეს წარუმატებელი სეზონი 80 % მვრთვნელის ბრალია და 20 ფეხბურთელების

ვნახოთ მაგ სამიდან ამ სეზონში მაინც თუ შეიცვლება რომელიმე წესივრად.ტექნიკური დირექტორის დანიშვნაც იმისთვის მინდოდა რომ ვუდვორდის ნაცვლად სპორტულ საქმეებს ის გაუძღვებოდა,მაგრამ მაგაზეც შეჩერდა საუბარი,რაც სამწუხაროა.
ციტატა: The red devi11
კი ეგ მეც მახსოვ რაღაც მსგავსი რომ ეს ვუდვორდი მაგარი არ ევასება ბევრს

ნამდვილად მასეა.ზუსტად მახსოვს,კლოპი საკუთარ ინტერვიუში ამბობს,რომ მანჩესტერში მანჩესტერის ხელმძღვანელობის გამო არ გადმოვიდა.ცვლილებები საჭიროა,ბევრი რამ არის შესაცვლელი ამ გუნდში,მაგრამ რამდენად მოხერხდება ეს ყველაფერი არ ვიცი.დიდი იმედი არ მაქვს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top