თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2017, 13:11
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2767,
კომენტარები: 40
მოურინიო: "მეტი კრიტიკისთვის მზად ვარ"
ჟოზემ განაცხადა რომ კრიტიკოსებს არ უფრთხის
მოურინიო:
მოურინიომ ისაუბრა იმ წამოსულ კრიტიკაზე, რომელიც გუნდის თამაშებს "ლვერპულთან" და "ბენფიკასთან" ეხებოდა.

"ყველა ეს კრიტიკა რომელმაც ბოლო პერიოდში გაიჟღერა, რა თქმა უნდა მომართულია ჩემზე, რადგან ხალხი ჩემი გუნდის კარგ შედეგებს იღებდა, ვაჩვენებდით ამათუიმ შეხვედრაში სანახაობრივ ფეხბურთს, ხოლო ამ ორ მატჩში მათ ვერ მიიღეს სიამოვნება, სხვა მწვრთნელები სხვა ტაქტიკას მიმართავენ, აქვთ ჩემგან განსხვავებული სტანდარტები, ბუნებრივია ყველა მწვრთნელი ინდივიდულურია.

ჩვენ შესაძლოა კვლავ დავკარგოთ ქულები ამ სეზონში, ყველა შეხვედრას ვერ მოიგებ, როცა თამაშს ვერ იგებ გაკრიტიკებენ, ხოლო როცა პირიქით ხდება არავინ გეხება, ეს ბუნებრივი და მისაღებია ჩემთვის.

მინდა გაიხსენოთ, ბოლოს როდის შეძლო "იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 2 გასვლითი შეხვედრის მოგება, ასევე როდის მოახერხა გუნდმა ამავე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, პირველივე 3 შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება და 9 ქულის აღება, აქედან გამომდინარე თამამად ვიტყვი, რომ ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია.

არსებობს ადამიანებში განსხვავებული მოსაზრებები, შეხედულებები, რადგან ზოგიერთისთვის მისაღებია როდესაც გუნდი საშინლად თამაშობს დაცვაში, უშვებს 5 გოლს, გააქვს 6 გოლი მესმის რომ ეს საოცარი და შესანიშნავია, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი გუნდი ვერ შეძლებს ყველა ჩასატარებელ შეხვედრაში 4, 5, ან 6 გოლის გატანას, ვიცი რომ გამორჩეულ შეხვედრებში ძნელია გოლის გატანა, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ მოვძებნოთ და დავიცვათ ბალანსი, რადგან მიზნებისთვის ბრძოლა გრძელდება".



წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
40 კომენტარი
№31
ავტორი: Lalana
21 ოქტომბერი 2017 19:15
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: gache1991
+100 მეც მაგას ვამბობ..გაწყვეტილია გუნდი შუაში..პოგბა გვინდა.და პოგბას მერე გრიზმანი მალე.კაცი რომელიც ლუკაკუს და ნახევარდაცვას შორის სივრცეს შეავსებს..ან ამ მარსიალს რა უნდოდა რას ნახალოვკელობდა წადი ბიძია ითამასე რა..რეშფორდმა გამოაცოცხლა თამაში..ძააალიან ძალიან მძიმე ლაპარაკი უნდათ..იმედია ტოტენჰემთან ბაილი ჯონსი გვეყოლება დაცვაში და პოგბა ნახევარდაცვაში..

საწყენია ეს შედეგი,მითუმეტეს როდესაც ჩვენი პირდაპირი კონკურენტი იგებს თამაშს და კიდევ უფრო წინ მიდიან.სიმართლე გითხრათ სიტის პირველ ტაიმსაც ვადევნებდი თვალს და არც მათ უჩვენებიათ რაიმე სასწაული თამაში,მაგრამ იმდენს მაინც აკეთებენ შეტევაში რომ ტეხავენ მეტოქის დაცვას.რაც შეეხება ჩვენ გუნდს,მხითარიანი საერთოდ არ მომწონს,ვერ აკეთებს იმას რისთვისაც გუნდში მოიყვანეს,ასევე ლონდელოფი რომელიც გუნდის იმედგაცრუებაა.ყველაზე მეტად კი ნახევარდაცვაში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი გვაკლია.პოგბა აუცილებელია დღევანდელი ფორმაციის მანჩესტერში,სიმართლე რომ ითქვას ფელაინიც რომ ყოფილიყო ასეთი საშინელი არ იქნებოდა ეს პუნქტი.ერერასა და მატიჩის წყვილიც არ მონწონს დიდად და იმედია ტრავმირებული ფეხბურთელები რომ დაბრუნდებიან გამოსწორდება ამ მხრივ გუნდი.შეტევაში აუცილებლად გვჭირდება ხალხი,აუცილებლად თორემ ასე წინ ვერ წავალთ.

შემოქმედებითი ფეხბირთელები აკლია გუნდს.აი დებრუნის მსგავსები,რომელსაც შეუძლია ერთ გადაცემაში მთელი დაცვა მოტეხოს.ასეთები არ გვყავს,თუ პოგბას არ ჩავთვლით.ერთი მხითარიანია მასეთი მაგრამ ძაან არასტაბილური.
0
№32
ავტორი: giorgisamnidze99
21 ოქტომბერი 2017 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
აუ ეს რა ცუდია რო წავაგეთ ძან ძლიერი ქარი იყო თამაშის დროს და ეს ქარი ჰალდესფილდის სასარგებლოდ დამთავრდა ... მოურიმიოს არ უნდა ეყიდა ლინდელოფი არ არის მანჩესტერის სტილის იგროკი და მოკალი თუ უნდა რა უაზროთ თამაშობს უაზროთ ფუ ამის მე რა ვთქვი
0
№33
ავტორი: gache1991
21 ოქტომბერი 2017 19:22
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
კი იმიტო რო ერერა მატიჩი მაინც ორივე დაცვითი სტილია და 0 შეტევაში პლიუსი.ფელაინი არ მევასება მარა აგერ 5 წუთით ჩავიდა სმოლინგი საჯარიმოში და ეგრევე პანიკა შეიქმენა,ეგ დიდი პლიუსია ფელაინისგან..მიკვირს მხითარიანს დრესაც რო არ გამოუვიდა თამაში ეს ხო არც ლივერპული იყო არც ჩელსი და რაღაც ძლიერი გუნდი ძლიერი დაცვით.მატა 0..მეც ვუყურებდი სიტის პირველ ტაიმს და მართლა არ ბრწყინავდნენ,უბრალოდ მაგათ პრესინგი აქვთ,თან ძალიან მაღლა,რითაც ბურთს მალე იბრუნებენ,და დიდ ხანს არ კარგავენ,ანუ თავის თამაშს ახვევენ თავზე..ამას დამატებული დებრუინი სილვა რომლებსაც შეუძლიათ ერთ პასში მოიგონ თამასი,სწრაფი ვინგერები და დღეს არა მარა ძირითადად ხო 2 ფორვარდი ყავთ,ანუ გაგრძელების ბევრი ვარიანტი აქვთ ,ჩვენ არა,ლუკაკუ საჯარიმოდან რო გამოდის მკვდარია შეტევა..კაროჩე რა..
0
№34
ავტორი: Dato kutaisi
21 ოქტომბერი 2017 19:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3201
მოკლედ საშინელი თამაში იყო და ამ თამაშშიც მიზეზები იგივეა რაც წინა თამაშებში.გოლის მიზეზებზე აღარაფერს ვიტყვი მატა და ლინდელოფი შეუდარებლები იყვნენ:)შუა ხაზი არ გვყავს საერთოდ ამას ვიძახი მთელი კვირაა და რო ვთქვა დღეს ამას ველოდითქო ტყუილი იქნება მაგრამ მოგებას ნაღდად ვიცოდი ვერ დავდებდით.აქ ახლა მეორე საკითხია პოგბას დაბრუნებისას მას ფორმაში სესასვლელად დრო დაჭირდება და ამ დროს კიდევ ასე არეულები ვიქნებით.მე მოუს ადგილზე რო ვყოფილიყავი 2:0ზე მარსიალს არ გავიყვანდი და ამ ტაიმს მაინც ვათამაშებდი მარსიალ რეშფორდს ერთად.მატა მანჩესტერის ტორმუზიათქო 2წელია ვიძახი მაგრამ რა აგერ კიდევ ერთი მაგალითი.ლინგარდის გაკრიტიკება შეიძლება რამდენიმე დაუმუშავებელ ბურთზე თორე ისე იშრომა მაინც.ლუკაკუ როცა ვიყიდეთ მაშინვე იკითხებოდა რო სტილი იგივე რჩებოდა რაც შარშან იყო მაგრამ იმედი მე ცენტრის მქონდა და სანამ მწყობრში იყვნენ ბურთიც მიქონდათ ლუკაკუსთან და გაქონდა მარა აი ჩაისვარა მატამ მხითომ რა ვქნა და დღეს ერერაზე რო არ ვთქვა საშინელი იყოთქო ვერ მოვითმენ.კლასი ბიძიკო კლასი არ აქვთ და შეეკითხეთ თუ გინდათ.მრჩება შთაბეჭდილება რო ერთმანეთს საერთოდ ვერ უგებენთქო
0
№35
ავტორი: shotkin
21 ოქტომბერი 2017 19:27
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დიდი ხანია ვაკვირდები მოურინიოს მანცესტერს და აქაც კარგა ხანია არ დამიწერია ვრცლად რაღაცეები და აზრი არ დამიფიქსირებია და მინდა ვთქვა რო ჯერკიდევ ლივერპულთან ძალით გაგორებული ფრის ბრალიც არის ეს შედეგი და რატო, ლივერპულისნაირ გუნდებთან მატჩი და გასნსაკუთრებიტ ლივერპულთან მატჩი გამომდინარე ამ 2 გუნდის დიდი დაპირისპირებისა რაც კარგად მოგვეხსენება ყველას არის მოგების შემთხვევაში უდიდესი სტიმულის მომცემი და წაგების შემთხვევაში შეიძლება დეპრესიის მიზეზიც გახდეს, ხოდა ლივერპულთან ძალით გაგორებულმა ფრემ არცარაფერი არ წამატა კარგი გუნდს და ეს უხასიათო თამაშიც შეიზლება ამის ბრალია, ვიცით რაცაა პრემიერლიგა და აქ პატარა გუნდმაც შეილება მოგიგოს მარა აქ ამტურნირზე მატჩიდან მატჩამდე უნდა ეცადო რო ხასიათი არ გაიფუჭო რა მე ესე მგონია, აი გაერისკა მოურინიოს და უფრო შემტევი ფეხბურთი ეთამაშა ლივერპულთან და იქ მოგება გუნდს კაკ მინიმუმ 4-5 ტური გაყვებოდა და ერთიორად უფრო მოხოდილები იქნებოდნენ , ვიტომა რ წაგება ცუდი არაა მარა არც კარგია რაღაცნაირად ანელებს და აფერხებს სტიმულს , გაკარგვინებს ამ სტიმულს, მითუმეტეს პოგბას,იბრას,და ბაილის ნაირი ხალხი როგაკლია + ვერცერთ ვარაინტს ვერ იყენებ და მატიჩ ერერას ფიზიკურად შემცვლელი არ ყავს უფრო რთულია ამდროს თამასი ცუდი დუხით ხო? აი აქ ვერ ვუგებ მოურინიოს რატო არაა უფრო თამამი და რატო არ იწევს მოგებაზე ამ ლივერპულთან. დალშე ეს რაც დღეს მოხდა უკვე ფეხბურთელების ნაკლებობის ბრალია ცენტრში , გადაიწყვნენ მატიჩი ერერა და ესუკანასკნელი არც იყო ფორმაში ისე უცებ მოუხდა თამაშების დაწყება, ამ პოგბაზე ცალკე მეშლება ნერვები , როცა გეუბნებიან რო ესე ივარჯიშე ივარჯიშე რა შეჩემისა რა რადროს ცანცარია ეს არასერიოზული მიდგომა მაცოფებს, უბნის ტურნირს კიართამაშობ შეცემისა ლიგა და პრემიერლიგაა, ეხლა სანამ ეგ დაიწყებს ვარჯიშშ მერე სანამ ფორმაში სევა და მოვა იანვარი უკვე და მანამდე იბრას, პოგბას,როხოს ,კერიკის და ფელაინის არყოფნა თავისას იზამს და უკვე დავკარგეთ ქულები. წელს ლიგის მომგებები ჩვენ არ ვართ და ეს სიტი კიდე ესეტუ გავაგრძელედ მარტივად აგვახევს პრემიერლიგას და დავრჩებით ისე!!! ამ პოგბას უნდა დაელაპარაკოს ვინმე სერიოზულად რა, როგორ შეილება სერიოზულად მიყვებოოდე ფეხბურთს და კიდე კალათბურთს და რაღაცეებ ს თამაშობდე კაროჩე რა მეგონა ტვინი ქონდა თავში და ისევ ისეთი ბავშვი ყოფილა რომარა იდიოტური ქცევა დღეს და აქამდეც იქნებოდა გუნდში და ვინიცის რა როლს ითამაშებდა და შედეგზე გავლენა რომ შეუზლია იქონიოს ეგეც ვიცით, მოკლედ იმედი მაქ რო ყველა როდაბრუნება მერე მოიხოდებიან მანამდე უნდა გავძლოთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!!
0
№36
ავტორი: Svanchester
21 ოქტომბერი 2017 19:35
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
კრეატიული შემტევი ცენტრი როცა არ გყავს შედეგს ვერ დადებ ვერასდროს, პოგბა თამამად შეიძლება ითქვას რომ ძალიან დიდი დანაკლისია ვიტყოდი მთელი ცენტრი, მთელი შეტევის ხარისხი პოგბაზე წყდება, მატიჩი კარგია მაგრამ შეტევებში ფანტაზია ვერ ყოფნის პოგბას გარეშე, დაცვით სტილზე ერგება ისევე როგორც ერერა. სასწრაფოდ პოგბა გვინდა

მატა სავარაუდოდ გაიყიდება

ლინდელოფისთვის პრემიერ ლიგა ჯერჯერობით უცხო გარემოა
0
№37
ავტორი: Dato kutaisi
21 ოქტომბერი 2017 19:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3201
ამ ფორმაციის გუნდში კრეატიული პლეიმეიკერი არ გყავს და ვსიო.მხითარიანის კარგი თამაშები მაშინაა როცა უკან ცენტრი მყარად დგას და უკან სირბილი არ უწევს მაგრამ მაინც ზამენის კაცია.მატა დიდი ხანია გასაშვებია.რამდენი ხანია ბლინდის ნახვა მინდა ერერას ადგილას და არ ეღირსა.მგონია რო უფრო პროდუქტიული იქნება
0
№38
ავტორი: Svanchester
21 ოქტომბერი 2017 19:39
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ბაიი ჯონსის გამოჩნდა რომ შემცვლელი არ ყავს გუნდში

ყველაფერი წინაა ეგ არაფერი, მჯერა რომ შედეგი დაიდება წელს კარგი
0
№39
ავტორი: JuanMata
21 ოქტომბერი 2017 19:39
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
ერთ რამეს ვიტყვიი,სრულიად დაკარგულია შემაკავშირებელი ძალა დაცვასა და თავდასხმას შორის.არ გვყავს ნახევარდაცვაში ადამიანები რომლებიც ამას შეძლებენ.


ეგ 100% დაკარგულია და ვაფშე ერერა-მატიჩი ერთად ძაან ცუდად თამაშობენ. მაგრამ მემგონი არც წინ გვაქვს საქმე კარგად, იმ შემთხვევაში როცა შემტევებამდე მიდის ბურთი, მაქსიმუმი მაღალი ჩაწოდებაა ლუკაკუმდე.
სიტი მარტივ ფეხბურთს თამაშობს, ყველამ იცის სად გაიხსნას და ისიც იციან სად გააგორონ პასი. ჩვენთან ეს ყველაფერი შემთხვევით ხდება, პასის გაკეთების მერე იწყებენ მოძრაობას, იმიტომ რომ ერთმანეთს ვერ უგებენ და არ იციან სად ელოდონ პასს.

ეს არ არის მარტო ფეხბურთელების ბრალი, ესაა მწვრთნელის და მისი ტაქტიკის შედეგი, დაბრუნდება პოგბა და იგივე სიტუაცია იქნება.
0
№40
ავტორი: ManchesterU
21 ოქტომბერი 2017 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ეხლაც არ გვინდა ბიჭებო ოზილი ? ვიღაცამ დაწერა არც სისწრაფე აქვს არც დარტყმა რათ გვინდაო მარტო პასი აქვსო. და ჩვენ ვინ გვყავს უკეთესი? ვინაა ოზილზე ინტელექტუალი მანჩესტერში? ვინააა ოზილზე კლასსნი მანჩესტერში? ვის შეუძლია ოზილზე მაგარი პასის გაკეთება მანჩესტერში ერთი შეიძლება პოგბა. მეტი არავინ იანგი უნდა დაწვააა აწამო უნდა, ლინდელოფს ეტყობა იმენა რო უთამაშებელია მერე ნერვიულობა, მერე პრემიერლიგის არცოდნა და კაროჩე რა. ლინდელოფი რო დააყენო ერთ მაგარ მცველთან ერთად და ცოტახანი ასნავოი ათამაშო ნახავ რამე გამოვა თუ არა მაგისგან ისე არაფერი ეშველება. დღეს მარტო ლუკაკუ მომეწონა სხვათაშორის ძალიან კარგად ამუშავებდა ბურთს და ეხმარებოდა ბიჭებს ნახევარდაცვაში, რაც გავიტანეტ ისიც ლუკაკუს ხარჯზე გავიტანეთ და არც ლინგარდი იყო ცუდი ამათ ნაღდად ჯობდა დღეს ორივე და კიდე მატიჩმა ითამაშა კარგად ამათთან შედარებით რა თქმა უნდა. :)

ხო კიდე ვერც ვალენსიას დავუკარგავ შრომას ნამდვილად იშრომა დღეს. მატას უნდა გააჯმევინო რა და ერერაც ზედ უნდა მიაყოლო იმენა ვერ დავამუღამე ერერა რა .
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top