თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2017, 12:37
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3692,
კომენტარები: 36
ჟოზე მოურინიო: "იბრა დარჩენასთან ახლოსაა"
ჟოზე მოურინიო იბრაჰიმოვიჩის შესახებ.
ჟოზე მოურინიო:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი დიდი ალბათობით კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედში" ითამაშებს.

იტალიური Sky Italia ავრცელებდა ინფორმაციას, რომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელებმა ზლატანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები წარმატებით გამართეს და შვედი კვლავ "ოლდ ტრაფორდზე" იასპარეზებდა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ეს კითხვა ჟოზესაც დაუსვეს და როგორც მისი პასუხიდან ჩანს იბრას დაბრუნება მართლაც ძალზედ რეალურია.

"შესაძლებელია დარჩეს. მას არ აქვს კონტრაქტი, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენასთან ის ყველაზე უფრო ახლოსაა." – განაცხადა მოურინიომ.

წყარო:Squawka
ახალი ამბები
36 კომენტარი
№31
ავტორი: mixnara
10 აგვისტო 2017 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
გაუმარჯოს, ფანტაზიში ლიგა გვაქს? თუ გვაქვს კოდი მომწერეთ
0
№32
ავტორი: totti10
10 აგვისტო 2017 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
მოგესალმებით 17 წლიანი სტაჟის მქონე რომას ბალეშიკი, მაურინიოს ასე ძალიან თუ უნდოდა 37 წლის ხალხი, რუნი რაზე გაუშვა? გუნდის სიმბოლო? ის ვერ დაჯდებოდა სკამზე თუ რა? უბრალოდ მაურინიო ვერ იტანს გუნდში ვინმეს რომ აქვს ავტორიტეტი, იგივე გააკეთა რეალში გააშვებინა რაული გუტი, ხოლო კასილას კარიერა დაუნგრია ლამის :დ :დ იმას არ ვამბობ რომ იბრა არ ვარგა, საუკეთესო 9 ნომერია, მაგრამ ახალგაზრდებს შეუშლის განვითარებაში ხელს, მთელმა გუნდმა უნდა დაიწყოს მასზე თამაში, ეს თუ რჩებოდა, ლუკაკუ აღარ უნდა ეყიდათ, რადგან 2 მგელი ერთ ადგილას ვერ გაინავარდებს. მანჩესტერმა ამის წლიური ხელფასის გადახდას მაგ ფულს დაამატოს ნორმალურად და იყიდოს წესიერი მცველი და ცენტრი, მითუმეტეს ლიგაზე უწევს თამაში და საჭიროა წესიერი სკამი.
0
№33
ავტორი: Lalana
10 აგვისტო 2017 13:04
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: totti10
totti10

გაგიმარჯოს რომას გულშემატკივარო,ყოველთვის სასიამოვნოა სხვა გუნდის გულშემატკივრის აზრის მოსმენა.ჯერ მაინც არ არის ცნობილი იბრა დარჩება თუ არა,თუ დარჩა არა მგონია სასწაული ხელფასი დაუნიშნონ და არც ის მგონია ლუკაკუს ადგილას დააყენოს,უბრალოდ რიგ შემთხვევებში გამოიყენებს,არც დიდად იბრას ექნება მაგის მოთხოვნილება,უკვე საკმაოდ დიდი ასაკი აქვს,უბრალოდ ჩემპიონთა ლიგისთვის ასეთი გამოცდილი კაცი საჭიროა და მე თუ მკითხავ არანაირად არ ჰქონდა რუნის ლიდერის თვისებები,მაგ მხრივ გუნდს იბრა უფრო გამოადგებოდა ვიდრე რუნი.რაც შეეხება რაულის გაშვებას მანდ უფრო რონალდოს მომენტი იყო,რადგან მთლიანად რონალდოზე ეწყობოდა გუნდი,ამიტომაც გაიტანა მოურინიოს დროს საოცრად ბევრი გოლი,მითუმეტეს მოვიდა ბენზემა და იყო იგუანი,სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა რაულის გაშვებით,მაგრამ ალბათ საჭიროც იყო,კასილას კი რაც შეეხება,ის ტრავმის შემდეგ ძაან ამოვარდა ფორმიდან მაგიტომაც დააყენა ლოპესი,თორემ მერე მაგის შემდეგ კარლო სულ ათამაშებდა კასილას მაგრამ რა შეცდომებსაც უშვებდა კარგად მახსოვს,იმ ტრავმის შემდეგ საკმაოდ დიდი რეგრესი განიცადა და მთლად მოურინიოზე მაგის დაბრალება არ იქნებოდა სამართლიანი.
0
№34
ავტორი: Gio☆★
10 აგვისტო 2017 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ჩემი აზრით ხელს შეუშლის მოუს!!
0
№35
10 აგვისტო 2017 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ციტატა: giorgi_mg
ასეთი ლიდერი ჭირდება გუნდს სულ რომ მოედანზე არ გამოვიდეს ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს უბრალოდ მისი ყოფნა გასახდელში

ციტატა: gache1991
საერთოდ არ მინდა 36წლის უმძიმეს ტრამვა მოშუშებული იბრაჰიმოვიჩის დარჩენა იმიტო რო სკამზე დასმას ვერავინ გაუებდავს და რეშფორდის მარსიალის და ლუკაკუს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუშლის განვითარებაში..როგორ უცნაურადაც არ უნდა იკითხებოდეს ჩემი კომენტარი ასე ვფიქრობ:))

გეთანხმები აბსოლიტურად 100%... ლუკაკუც და იბრაც "მძიმე" ფორვარდები არიან... არ შეიძლება ამათი ერთად თამაში და მარსიალის და რაშფორდის ჰაერში დატოვება... სისულელეა...
0
№36
ავტორი: mufc1878
10 აგვისტო 2017 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
იასნი იყო რომ იბრა დარჩებოდა

ლეგენდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top