თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2017, 17:56
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4243,
კომენტარები: 33
Sky Sports: მატიჩი "იუნაიტედის" ფეხბურთელია
მატიჩის საგა დასრულდა.
Sky Sports: მატიჩი
ნემანია მატიჩის ტრანსფერი დასრულდა. სერბი ნახევარმცველი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.

ამ ინფორმაციას ისეთი გავლენიანი და სანდო გამოცემები ადასტურებენ როგორებიცაა Sky Sports და BBC. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნემანია მატიჩის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას კლუბებმა გუშინ მიაღწიეს, დღეს დილით კი ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მის გაოფიციალურებას დღეს ან ხვალ ელოდებიან. ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის ზუსტი ღირებულება. გავრცელებული ხმებით სერბის შეძენა "იუნაიტედს" 40 ან 50 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ქვემოთ კი გთავაზობთ ფოტოს, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ფოტოში მატიჩი "იუნაიტედის" სავარჯიშო ფორმაში იმყოფება. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე გვაქვს საბაბი ვივარაუდოთ, რომ ფოტო ნამდვილია და მას შემდეგაა გადაღებული, როცა მატიჩმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.

Sky Sports: მატიჩი "იუნაიტედის" ფეხბურთელია


ეს ფოტო კი მაშინაა გადაღებული, როცა მატიჩი "კარინგტონზე" მივიდა სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

Sky Sports: მატიჩი "იუნაიტედის" ფეხბურთელია
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
33 კომენტარი
№31
ავტორი: JuanMata
31 ივლისი 2017 00:18
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კარგი ამბავია, მე მომწონს ეს ფეხბურთელი, დაცვაში საიმედოა და შეტევების დაწყება ეხერხება.
მითუმეტეს მოუსთან საუკეთესო სეზონი ჰქონდა, დარწმუნებული ვარ, ძაან მაგრად შეეწყობა გუნდს.
0
№32
ავტორი: ROI
31 ივლისი 2017 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Xval xdeba 29 wliis ase rom minimum 3 sezoni gamodgeba
0
№33
ავტორი: SANDROGRIGA
31 ივლისი 2017 23:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია გამოგვადგება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top