თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2016, 09:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3671,
კომენტარები: 34
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალის კომენტარი "ვესტ ჰემთან" წაგების შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალი "ვესტ ჰემთან" განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა და მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა.

სამწუხარო საღამო

"ვფიქრობ, იმედგაცრუება არსებობს, რადგან 2-1 ვიგებდით. მატჩი ჩვენდა სასარგებლოდ ფანტასტიკურად შევცვალეთ. მერე კი ვაგებდით სტანდარტული მდგომარეობების გამო. მატჩის წინ ვთქვი, რომ ყველაფრის ორგანიზებას ვეცდებოდით, მაგრამ სანტიმეტრები გვაკლდებოდა. სტანდარტული მდგომარეობებიდან ბევრი გოლი გავუშვით და ეს სამწუხაროა, რადგან ამას დიდი გავლენა ჰქონდა. აგებ თამაშს, რომელსაც უნდა იგებდე."

ოთხეულში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ არსებობს

"სეზონის ბოლო მატჩშიც კი შეგვიძლია "მანჩესტერ სიტის" გადასწრება. მათ შეიძლება წააგონ და ჩვენ მოვიგოთ - ასე მეოთხეზე ვიქნებით. ამ ჩემპიონატში ბევრი სიურპრიზი ხდება, "სუონსი სიტი" კი კარგ ფორმაშია. თუმცა ჩვენ "ბორნმუთი" უნდა დავამარცხოთ, რაც ასევე რთულია."

გუნდის ავტობუსზე თავდასხმა

"ასეთი რამ პირველად არ ხდება. კეთილი, ფეხბურთში დიდი გამოცდილება მაქვს - ზოგ ფეხბურთელს კი არ აქვს. ამას გავლენა ექნებოდა, მაგრამ თავის გამართლების საშუალებები არ უნდა ვეძებოთ. მეორე ტაიმში მატჩი შევცვალეთ. დასრულებამდე 20 წუთით ადრე დავწინაურდით. არა მგონია, ავტობუსზე თავდასხმა თავის გამართლების საშუალებად ჩაითვალოს."

ემოციური ღამე

"მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ ამ მატჩის ემოცია - სტადიონთან გამოთხოვება - დიდ გავლენას მოახდენდა. ეს ნახეთ კიდეც. გულშემატკივარი პირველივე წუთებიდან მხარს უჭერდა, მღეროდნენ. რა თქმა უნდა, ეს დიდი გავლენაა. როგორც "მანჩესტერ იუნაიტედი", ამას უნდა უმკლავდებოდე. მატჩის წინ უჩვეულო პირობებში მოვყევით და ამანაც მოახდინა გავლენა, მაგრამ თავის გამართლებას არ ვცდილობ. როცა 2-1 იგებ მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, ბურთს უნდა იჭერდე. ძალიან ხშირად ვარღვევდით თამაშის წესს, ეს კი სტანდარტულ მდგომარეობებს იწვევდა."

ბოლომდე ბრძოლა

"მთელი სეზონია ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ვიბრძოდით. და ჯერ კიდევ ვიბრძვით. ბოლო დღეს მეოთხეზე გასვლა შეგვიძლია. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია... ოღონდ ახლა ვართ "სიტიზე" დამოკიდებული. ამ მატჩამდე ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, ამაშია სხვაობა. ყოველი მარცხი იმედგაცრუებაა. დღეს მენტალური დარტყმა მივიღეთ, მაგრამ "ბორნმუთის" წინააღმდეგ ყველაფერი უნდა დავთმოთ, ასე რომ, "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის უფასო საგზურს არ მივცემთ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
34 კომენტარი
№31
ავტორი: setera
11 მაი 2016 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
ფეხბურთელებიც კარგად არიან დასატყ.....ავები, არცერთს განძრევა არ უნდა ბუბლიკ. ეს ერთი მარსიალი განა რამდენს შეძლებს. ამათ სიმეონე უნდათ რომ სული გააძროს ცენზურადან ყველას.
0
№32
ავტორი: JuanMata
11 მაი 2016 19:06
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რა სინდისით ელოდება სუონსის მოგებას,
ბორნმუთთან და ვესტ ჰემთან გიკანკალებს მუხლები, რა გინდა ვაფშე შენ ლიგაზე?

ვინც შენ მწვრთნელის ლიცენზია მოგცა...
0
№33
ავტორი: Mufc7
11 მაი 2016 19:07
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყოველი მარცხი იმედგაცრუებაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№34
ავტორი: pere
12 მაი 2016 07:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ვაფშე ვერ გავალთ ლიგაზე და თუ გავალთ კიდე, ყველაზე დაუმსახურებლად გავალთ. ვესთ ჰემი და საუტჰემპტონი უფრო იმსახურებენ ვიდრე ჩვენ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top