
სხვადასხვა
ბრიტანული წყაროების გარდა ბასტიან შვაინშტაიგერის ტრანსფერი გერმანულმა Bild-მაც დაადასტურა და გამოცემა იტყობინება, რომ ბასტიანის ტრანსფერი "წითელ ეშმაკებს" 15 მლნ. ფუნტი დაუჯდებათ.
11/07

"მანჩესტერ იუნაიტედის", ტვიტერის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ იტალიელი მარჯვენა მცელი მატეო დარმიანი კლუბს სულ მალე შეუერთდება.
10/07
Daily Mirror: "იუნაიტედი" ჯონი ევანსისთვის 10 მლნ. ფუნტს ითხოვს, ჩრდილოირლანდიელი ფეხბურთელით კი "ვესტ ბრომვიჩი" ინტერესდება.
10/07
AS: მადრიდის "რეალი" ითვალისწინებს სერხიო რამოსის შესაძლო წასვლის ალბათობას და მის შემცვლელად ეზეკიელ გარაის განიხილავს.
10/07
AS: მადრიდის "რეალი" ნიკოლას ოტამენდისთვის აღარ იბრძოლებს, რადგან ესპანური გრანდის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი დარწმუნებულია, რომ არგენტინელმა მცველმა უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირობები "მანჩესტერ იუნაიტედთან".
10/07
The Guardian: ლონდონის "ჩელსი" ასმირ ბეგოვიჩის შესაძენად მოლაპარაკებაში ვან ჰინკელს ჩართავს, რათა "მანჩესტერ იუნაიტედს" კონკურენცია გაუწიოს.
10/07
Sky Sports: რობინ ვან პერსი "ფენერბაჰჩეში" სამედიცინო შემოწმებას გადის.
09/07

"ფენერბაჰჩეს" ოფიციალური გვერდი, ტვიტერზე, ადასტურებს რომ კლუბი რობინ ვან პერსის შეძენას ცდილობს და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება "იუნაიტედთან".
09/07

"ანტალიასპორი" სამუელ ეტო'ოს გარდა კიდევ ერთ ყოფილ "ბარსელონელ" ფეხბურთელს შეიძენს და შესაძლოა, ის ვიქტორ ვალდესი აღმოჩნდეს.
09/07
Le Parisien: ანხელ დი მარია "პარიზ სენ ჟერმენს" ტრანსფერის თაობაზე შეუთანხმდა.
09/07
Daily Mirror: ლუი ვან გაალი ნიკოლას ოტამენდის სერხიო რამოსის ალტერნატივად არ განიხილავს, ესპანელთან ერთად ლუის არგენტინელის შეძენაც სურს.
09/07
dailymail: ლუი ვან გაალმა ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მორგან შნეიდერლინის გადაბირება აშშ-ში გუნდის გამგზავრებამდე სურს და ამისთვის მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ.
09/07
წარმატებებს ვუსურვებთ უილ კინს, რომელიც მომავალ სეზნში არენდის წესით, ჩემპიოშიპში მოასპარეზე "პრესტონ ნორთ ენდის" ღირსებას დაიცავს.
09/07
skysports: რობინ ვან პერსი მომდევნო სეზონიდან კვლავ ლუიშ ნანის თანაგუნდელი გახდება და "ფენერბაჰჩეს" მაისურს მოირგებს 4-წლიანი კონტრაქტის ვადით.
08/07
AS: იკერ კასილიასის წარმომადგენლები უკვე გაემგზავრნენ პორტუგალიაში, რათა "პორტუსთან" აწარმოონ მოლაპარაკებები, რაც დავიდ დე ხეას შეძენის აუცილებლობას უზრდის მადრიდის "რეალს".
08/07
The Guardian: მატეო დარმიანმა "იუნაიტედთან" უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი და 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმად კვირაში 30 ათას ფუნტს მიიღებს.
08/07
Daily Mirror: "ფენერბაჰჩემ" ლონდონში უკვე გაგზავნა წარმომადგენლები, რათა რობინ ვან პერსისთან პირადი კონტრაქტი შეათანხმოს.
08/07
Liverpool Echo რაჰიმ სტერლინგმა "ლივერპულთან" ერთად ტურნეზე გამგზავრებაზე უარი განაცხადა და კლუბის დატოვება სურს. მისი შეძენის მსურველ კლუბთა რიცხვში "მანჩესტერ იუნაიტედიც" მოიაზრება, თუმცა თანაქალაქელები კონკურენტებს დაასწრებენ.
08/07
AS: ვიქტორ ვალდესს "ვალენსიაში" გადასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ტრანსფერს არ დათანხმდა, რადგან დავიდ დე ხეას წასვლის შემდეგ მას პირველი მეკარის როლის მორგების იმედი აქვს.
08/07

ექსპერტები კრისტიან ბენტეკეს მომდევნო კლუბის ალბათობას შემდეგნაირად აფასებენ:

08/07
Manchester Evening News: "იუვენტუსის" პრეზიდენტი:
"ფეხბურთში არ არსებობს მოთამაშე, რომელიც არ იყიდება, სანამ 1 სექტემბერი არ დადგება. არც პოგბაა გამონაკლისი".08/07
Dailymail: დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა განაცხადა, რომ სანამ გერმანულ გრანდთან გაახანგრძლივებდა კონტრაქტს, საზღვარგარეთიდან რამდენიმე მაცდური წინადადება მიიღო.
07/07
Southern Daily Echo: "საუთჰემპტონმა" უკვე იპოვა მორგან შნეიდერლინის შემცვლელი იორდი კლასის სახით და მზად არის, ფრანგი "იუნაიტედში" გაყიდოს.
07/07
SkySports: "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის მოისმინოს წინადადებები რაფაელის მსურველი კლუბებისგან და მისაღები შემოთვაზების შემთხვევაში ტურნემდე გამოემშვიდობოს ბრაზილიელს.
07/07

აგენტი:
"კასილიასს ძალიან ხიბლავს "პორტუში" გადასვლის შესაძლებლობა, იმედი გვაქვს, "რეალის" ამის უფლებას მისცემს". 07/07

"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნე, არდა თურანი "ბარსელონას" ფეხბურთელია.
07/07
dailymail: მიუნხენის "ბაიერნი" მზადაა ანხელ დი მარიას შესაძენად არიენ რობენი, ტომაშ მიულერი და გარკვეული თანხა დათმოს.
07/07

როგორც სხვადასხვა გამოცემები იტყობინებიან, "იუნაიტედის" მარჯვენა მცველის შეძენით "ნაპოლი", "გალათასარაი" და "ფიორენტინა" ინტერესდებიან.
07/07