"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ბრომვიჩი"
სტადიონი: "ოლდ ტრაფრდი" , მანჩესტერი
მონაცემი: პრემიერ ლიგა, 20 ტური.
მსაჯი: ჯონატან მოსი (15 მატჩი 36 ყვთ. 1 წით. ბარათი).
თარიღი: შაბათი, 29 დეკემბერი, 2012 წელი.
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)
ტრანსლაცია: GMG .
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: რუნი, ნანი, ანდერსონი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: უელბეკი, კაგავა, იანგი, ჯონსი
შემადგენლობა: Lindegaard, De Gea, Smalling, Vidic, Wootton, Ferdinand Evans, Buttner, Evra, Cleverley, Giggs, Fletcher, Scholes, Tunnicliffe, Carrick, Kagawa, Young, Hernandez, Welbeck, Van Persie.
"ვესტ ბრომვიჩი"
ტრავმირებულები: პოპოვი, მულუმბუ, იაკობი, ოლსონი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Foster, Myhill, Daniels, Jones, Reid, McAuley, Olsson, Tamas, Dawson, Ridgewell, Popov, Mulumbu, Dorrans, Thorne, Brunt, Morrison, Gera, Odemwingie, Fortune, Long, Lukaku, Rosenberg.
გუნდების ფორმა
1_ლი ადგილი, 46 ქულა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო 16 და ერთხელ დამარცხდა, "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 18 მატჩში პრემიერ-ლიგაში. "ლისფერმა ეშმაკებმა" 11 ბურთი თაურით გაიტანეს, რაც სხვა გუნდების შედეგს ბევრად აღემატება. "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდს" უკვე ზედიზედ 58 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს, 2009 წელს "ასტონ ვილასთან" წაგების შემდეგ. ეს პრემიერ-ლიგის რეკორდია, მაგრამ ინგლისის ჩემპიონატში ასეთი შედეგი " ვულვერეჰპტონს" ჰქონდა, გუნდმა საშინაო შეხვედრებში ზედიზედ 75_ჯერ გაიტანა გოლი. ფერგიუსონის შეგირდება რვაჯერ მოახერხის იმ თამაშის გადარჩენა სადაც პირველად უშვებდნენ ბურთს და პრემიერ-ლიგაში ეს გუნდის რეკორდია. ხოლო, პრემიერ-ლიგის რეკორდსმენი "ქამ ბექების" მხრივ არის "ნიუკასლი" გუნდმა 2001-02 წლების სეზონში 10_ჯერ მოახერხა ამის გაკეთება. და ძალიან საინტერესო მონაცემი, 65 გუნდი 98_ი გუნდიდან ევროპის ხუთი წამყვანი ჩემპიონატიდან "იუნაიტედზე" ცოტა ბურთს უშვებს ამ სეზონში.

6_ე ადგილი, 33 ქულა.
"კაჭკაჭებმა" პრემიერ-ლიგაში, ხუთი გასვლითი შეხვედრიდან 3_ში გამარჯვება მოიპოვეს და ამ შედეგით ისინი მხოლოდ "იუნაიტედს" ჩამორჩებიან. "ვესტ ბრომი" ეცდება ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვოს პრემიერ-ლიგაში. "ალისფერი ეშმაკებისგან" განსხვავებით "ვესტ ბრომვიჩმა" მხოლოდ ერთადერთხელ მოახერხა იმ მატჩში გამარჯვების მოპოვება სადაც პირველი უშვებდა გოლს - 2 კვირის წინ "ნორვიჩთან". "ვესტ ბრომი" დამარცხდა იმ 4 შეხვედრაში სადაც პირველი ტაიმი წააგო. პირველი წრის შედმეგ გუნდს 33 ქულა აქვს - რაც მათი საუკეთესო მაჩვენებელია პრემიერ-ლიგაში. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკვე 3 სეზონია გუნდი მეორე წრეში უფრო კარგად ასპარეზობს.
გუნდების ბოლო შეხვედრები.
როგორც იცით, ამ სეზონში მართალია გუნდი ძალიან ბევრს უშვებს, მაგრამ ორჯერ მეტს იტანს. "იუნაიტედის" ბომბარდირები არიან რობინ ვან პერსი - 16 გოლი (13 პრემიერ-ლიგაში), ერნანდესი 10 გოლი (6 პრემიერ-ლიგაში). უეინ რუნიმ 4_ჯერ გაიტანა ბოლო სამ შეხვედრაში "ვესტ ბრომის წინააღმდეგ. 2011 წლის იანვრიდან მოყოლებული პერსიმ პრემიერ-ლიგაში ჩატარებულ 74 მატჩი 61 გოლი გაიტანა. პატრის ევრა კი ლიდერობს ყველა გუნდის მცველებს შორის გატანილი გოლებით - 4 გოლი.
"ვესტ ბრომვიჩი" რამდენსაც "იუნაიტედი" იმდენს ვერ იტანს, მაგრამ შეტევის ხაზი საკმაოდ კარგი ჰყავს, სწორედ ამიტომაა, რომ ასეთ კარგ შედეგს აჩვენებს კლუბი. გუნდის ბომბარდირები არიან- ლონგი 7 გოლი (5 პრემიერ ლიგაში) და ლუკაკუ 6 გოლი (პრემიერ ლიგაში). ხოლო თუ ბენ ფოსტერი გამოვა მოედანზე ითამაშებს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.
მსგავსი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე"
ურთიერთშეხვედრები
მეტოქებიი ერთმანეთს სულ 120_ჯერ დაუპირისპირდნენ, ყველა ტურნირზე. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაიმარჯვა 51 მატჩში, "ვესტ ბრომმა" 40_ში ხოლო 29 შეხვედრა ფრედ დასრულდა. პრემიერ-ლიგაში ბოლო 12 მატჩში "კაჭკაჭების წინააღმდეგ, "იუნაიტედმა 10 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო დარჩენილი 2 ფრედ დაასრულა. მაგრამ, "ვესტ ბრომმა" ეს ორი ქულა "ოლდ ტრაფორდიდან" წაიღო. ბოლოს "ვესტ ბრომვიჩმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" 2003 წელს მოუგო ინგლისის თასზე - 2-0.
რა დროს გააქვთ გოლები ურთიერთშეხვედრებში.
რა პოზიციიდან გააქვთ გოლები ურთიერთშეხვედრებში.