თბილისი:
მანჩესტერი:
3-09-2014, 18:30
ავტორი: chudikone,
ნანახია: 4361,
კომენტარები: 39
"რუნი საზიზღარია, ეგოისტია და არ იმსახურებს ადგილს გუნდში"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა კლუბის ახალ კაპიტანს აკრიტიკებს.
უეინ რუნის ეგოისტის და საშინელი მოთამაშის იარლიყი მიაკრეს. იგი არ უნდა იყოს გუნდში "იუნაიტედის" ლეგენდის პოლ პარკერის სიტყვების თანახმად.

"რუნი საზიზღარია, ეგოისტია და არ იმსახურებს ადგილს გუნდში"

დიახ, ამას სწორედ სკოტ პარკერი ამბობს. მისი აზრით ლუი ვან გაალმა რადამელ ფაკლაოს შეძენის შემდეგ "იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანი გუნდიდან უნდა მოკვეთოს.

ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი აცხადებს, რომ რუნის არ ეკუთვნის მისი ამჟამინდელი ხელფასი, ძალიან ჩამორჩება ისეთ ფორვარდებს, როგორიცაა დიეგო კოშტა ან სერხიო აგუერო და იგი გაყიდულ უნდა იქნეს "იუნაიტედის" მიერ.

"ძალიან სასიხარულოა რადამელ ფაკლაოს მოსვლა, რადგან ამ ბოლო დროს შეტევა ძალაინ, ძალიან სუსტად გამოიყურება." აცხადებს პარკერი Eurosport-თან ინტერვიუში. "რობინ ვან პერსი ნამდვილად არ გამოიყურება კარგად. უამრავი ჭორი არსებობს, რომ მას ოპერაცია ესაჭიროება და ის ამ ყველაფერს საიდუმლოდ ინახავს."

"რუნის რაc შეეხება, ის საშინელია. "ბარნლის" წინააღმდეგ მას გუნდისთვის უნდა ეკაპიტნა, მაგრამ მე დავინaხე ფეხბურთელი, რომელსაც მარტო საკუთარი თავი ანაღვლებს, აკეთებს არაფერს იმისთვის, რომ თანაგუნდელები გამარჯვებისათვის განაწყოს."


"რუნი საზიზღარია, ეგოისტია და არ იმსახურებს ადგილს გუნდში"

"ერთადერთი, რასაც იგი აკეთებს ის არის, რომ ყოველ კვირა 300 000 ფუნტს იღებს იმისათვის, რომ ასე საშინლად ითამაშოს. როდესაც ვან პერსი სრულ ფორმაში ჩადგება, რუნი მაშინვე უნდა მოიკვეთოს გუნდიდან. ჩემთვის სასურველი შეტევის ხაზი ვან პერსი და ფალკაოა."

"ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ რუნიმ ფალკაოს და ვან პერსის უკან იმოქმედოს. ჩემი აზრით ეს უდიდესი შეცდომაა. რატომ უნდა დააყენო მაგ პოზიციაზე რუნი, როდესაც მატას და ანხელ დი მარიას უკეთესად შეუძლიათ გაართვან საქმეს თავი ?!"


"რუნი საზიზღარია, ეგოისტია და არ იმსახურებს ადგილს გუნდში"

"ასე რომ, რა რჩევასაც მე მივცემდი ვან გაალს ის არის, რომ მოკვეთოს უეინ რუნი ძირითადი შემადგენლობიდან. ვან გაალი ცნობილია იმით, რომ იგი არ უშინდება მნიშვნელოვან გდაწყვეტილებებს. ეს ჩვენ მუნდიალზე ვიხილეთ, როდესაც მან პენალტების სერიის წინ მეკარე შეცვალა. მან ახლა რუნის უნდა აჩვენოს, რომ სასტარტო თერთმეტეულში მისი ადგილი არ არის."

"რუნი საზიზღარია, ეგოისტია და არ იმსახურებს ადგილს გუნდში"

"რამდენიმე კვირის წინ მე ჯეიმი რედნაპის სტატია წავიკითხე, სადაც მეტ-ნაკლებi საპირისპირო აზრები ეწერა. იგი ამბობდა, რომ რუნი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია "სიტის" და "ჩელსის" პრობლემები შეუქმნას."

"ხმამაღლა გადავიხარხარე, როდესაც ეს წავიკითხე, იმიტომ რომ ეს მთლიანად სისულელეა. ალბათ ჯეიმი რუნის მეგობარია და მისი წყენა არ უნდოდა. სიმართლე კი ამ ყველაფრისგან ძალიან შორსაა."

"ის ოდნავადაც არ ჰგავს სერხიო აგუეროს და დიეგო კოშტას. იმის ნაცვლად რომ რუნიმ თამაშის ხარის მოუმატოს, ვფიქრობ რომ იგი ნელ-ნელა ქვემოთ ეშვება. თუ უკან გავიხედავთ, უკეთესი იქნებოდა გასულ ზაფხულს იგი "ჩელსიში" გაგვეყიდა. უკვე ნათლად ჩანს, რომ მისი ნათელი წლები უკან რჩება."
- დაასრულა პარკერმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს უეინ რუნი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნებს ნორვეგიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩში.

წყარო: Mirror


გადამეტებულად მიგაჩნიათ პარკერის კრიტიკა რუნის მიმართ ?

დიახ
არა

ახალი ამბები
39 კომენტარი
№31
ავტორი: anzori_333
3 სექტემბერი 2014 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
შენ შენ შავ ტრაკს მიხედე გამოსირებულო ყვერო რუნი არ იმსახურებსო ადგილს გუნდში არა ბებიაშენისა შენ გაიტან გოლებს მართო ბარლნისთან რო იხსენებ მატჩს გაიხსენე შარშანდელი თამაშები ვესთჰემს რო გაუტანა ეხლა კი მოუკლო თამაშს მარა ყოველშემთხვევაში ჩემი აზრით რუნი ეგეთ სიტყვებს არ იმსახურებს არავისგან გინდაც მანჩესტერის ლეგენდა იყოს
0
№32
ავტორი: Manchester United 14
3 სექტემბერი 2014 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
chaobi,
მარტო ცუდს ხედავენ რუნიზე აბა იმას კი არ იტყვიან გუნდის მამოძრავებელი ძალა რომ არის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№33
ავტორი: DimaSanaia
3 სექტემბერი 2014 23:18
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
პარკერს დიდ პტაივს ვცემ, მაგრამ როგორც ჩანს, თავი რაღაცას მიარ***...

მინდა შეგახსენო პატივცემულო პარკერო, რომ რუნი იყო ის ადამიანი, რომელმაც რონალდუს წასვლის შემდეგ აუტსაიდერობისთვის განწირული გუნდის ლიდერობა იკისრა თავის თავზე და სეზონში 34 გოლი გაიტანა.

რუნი არის ის პიროვნება, რომელიც არ თაკილობს არცერთ პოზიციაზე თამაშს ყველგან ბოლომდე იხარჯება...

რუნი არის ის პიროვნება, რომელიც პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირებში მესამე ადგილზეა და "იუნიატედის" საუკეთესო ბომბარდირებში სულ მალე მეორე ადგილზე გადავა.

რუნი არის ის ფეხბურთელი, რომელმაც გუნდი ყველაზე დიდ გასაჭირში არ მიატოვა.

რუნი არის ის პიროვნება, რომელიც ხელმძღვანელობას მუდამ სთხოვს კლუბის გაძლიერებას და ახალი ფეხბურთელების დამატებას...

რუნი არის ის პიროვნება, რომელმაც თქვა, რომ არ იქნებოდა წინააღმდეგი თუ კაპიტნის სამკლაურს არ მისცემდნენ....

ასე შემდეგ და ასე შემდეგ....

რუნიზე საუბარი დაუღალავად შემიძლია...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№34
ავტორი: ელენე
3 სექტემბერი 2014 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
Ok
0
№35
ავტორი: Madridista
4 სექტემბერი 2014 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ამ კაცზე რო ვინმე ცუდს იტყვის იმას ფეხბურთზე რაღა უნდა ელაპარაკო,
მანჩესტერი რუნის გარეშე წარმოუდგენელია


manutd---10,
არ გავს იმით რომ რუნი ორივეს აღემატება :)
0
№36
ავტორი: manutd---10
4 სექტემბერი 2014 08:25
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
Madridista,
კიდევ იცი რით არ გავს? ეს ჩვენი შრეკია, მართალია ნელნელა უკლებს მაგრამ მათზე ასი თავით უკეთ ისევ თამაშობს და ითამაშებს კიდეც, ოდნავ აგუერო უწევს კონკურეციას :D
0
№37
ავტორი: kakhi kakhidze
4 სექტემბერი 2014 09:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ვაა ეს რა დღე დაგვიდგა რუნის საზიზღარს უწოდებენ
0
№38
ავტორი: Wardell
4 სექტემბერი 2014 16:22
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Rasac ambobs simartlea ambobs ubralod isaa ro 2-3 tamashit gansaja da magashi ar vetanxmebi marto. Rac kapitnis samkauri moirgo raghac sheicvala aghar ibrdzvis ise rogorc adre agharc ukan chamodis ise xshirad mokled turneze sul sxva rooney iyo da premier ligashi sul sxvaa. Swanse-stan kide raghac ipapxura mara mandac pasi ver gaaketa normalurad aii sunderlandtan da burnleystan 0 iyo van gaalma cota unda moxodos an dasajos an rame qnas tore tyuilad me11 kacis ambavshia da tu ar moumata dzaaan gagvijirdeba
0
№39
ავტორი: shotkin
23 სექტემბერი 2016 18:49
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
აუუ რა თქვა არასწორი ეხლა ამან 100% იბაზრა და თან ჯერ კიდევ როდის , ამის მერე 2 წელი გავიდა და ისევ ისეთია უარესი თუარა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top