თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2014, 23:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2667,
კომენტარები: 21
გულშემატკივარი სულ მალე მეორე ტრანსფერს იხილავს
შოუ სამედიცინო შემოწმებას გადის.
გულშემატკივარი სულ მალე მეორე ტრანსფერს იხილავს
როგორც "BBC" იუწყება, "საუთჰემპტონის" ახალგაზრდა მარცხენა მცველი, ლუკ შოუ ძალიან მალე შუერთდება წითლებს. მათი განცხადებით, ინგლისელი უკვე სამედიცინო შემოწმებას გადის და მისი გადაბარგება "ოლდ ტრაფორდზე" უფრო და უფრო ახლოვდება.

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის ეროვნული ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დასრულებულია, ამიტომაც შოუს შეუძლია მთელი თავისი დრო სატრანსფერო საქმეებს დაუთმოს.

"Daily Mail"–ის განცხადებით კი, "იუნაიტედმა" თინეიჯერს 100 ათასი ფუნტი შესთავაზა კვირაში, რომელსაც ინგლისელი უკვე დათანხმდა და "იუნაიეტდსა" და "საუთჰემპტონს" შორის მოსაგვარებელი მხოლოდ თანხა დარჩა.

მაგრამ ასევე სხვადასხვა წყაროების თანახმად, შოუში "წითელი ეშმაკუნები" 27 მილიონ ფუნტს იხდიდნენ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს, უარის მიუხედავად "წითლებმა" უკან არ დაიხიეს და ახლა მათი შეთავაზება უკვე 30 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ასევე ბევრი იწერებოდა "ჩელსის" შესახებ. ლუკ შოუ "არისტოკრატებს" ბავშვობიდან გულშემატკივრობს და ამიტომაც, "იუნაიტედის" ფანებს ეშინოდათ, რომ ინგლისელი "ლურჯების" რიგებში მოხვდებოდა. მაგრამ როგორც სჩანს, ვან გაალმა მოურინიოს ამის უფლება არ მისცა და შოუს სულ მალე ვიხილავთ წითელი ფორმით.

FootballNews
სიახლეები
21 კომენტარი
№21
ავტორი: GeorgeBest
27 ივნისი 2014 22:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესეც დაიდო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top