"გალათასარაისთან" რუნის, ვან პერსის, სქოულზის, დე ხეას და ფერდინანდის გარეშე...
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავრმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "გალათასარაისთან" გასამართი მატჩისთვის განაცხადი შეადგინა. მოლოდინი გამართლდა და სიაში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოხვდა - იმაზე მეტიც, ვიდრე ამას გულშემატკივარი მოელოდა.
21 მოთამაშიან სიაში შედიან მოთამაშეები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაში ნათამაშები ჯერ არ აქვთ: ნიკ პაუელი, ლარნერ კოული, დევიდ პეტრუჩი, რაიან ტანიკლიფი, ჯოშუა კინგი და მარნიკ ვერმილი. არიან ისეთებიც, რომლებთაც "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ გუნდში საერთოდ არ უთამაშიათ: ტომ ტორპი და სემ ჯონსტონი.
თურქეთში გუნდს არ გაყოლინან და "გალათასარაისთან" ვერ ითამაშებენ უეინ რუნი, რობინ ვან პერსი, დე ხეა, რიო ფერდინანდი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი.
განაცხადი "გალათასარაისთან":
მეკარეები: სემ ჯონსტონი, ანდერს ლინდეგარდი;
მცველები: რაფაელი, ბუტნერი, ფილ ჯონსი, ტომ ტორპი, ვერმიკი, სკოტ ვუტონი;
ნახევარმცველები: მაიკლ კერიკი, დავიდ პეტრუჩი, ლარნერ კოულო, ტომ ქლევერლი, დარენ ფლეტჩერი, ანდერსონი, ნიკ პაუელი, ეშლი იანგი, რაიან ტანიკლიფი;
თავდამსხმელები: ხავიერ ერნანდესი, ჯოშუა კინგი, დანი უელბეკი, ფედერიკო მაკედა.
წყარო:
manutd.com