თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2014, 15:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2738,
კომენტარები: 25
რობინი - ახალი კაპიტანი
ვან გაალს თავისი პირობები აქვს.
რობინი - ახალი კაპიტანი
ჰოლანდიელი ჟურნალისტის, პასკალ კამპერმენის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" სათავეში ლუი ვან გაალის მოსვლის შემთხვევაში შესაძლოა კაპიტნის სამკლაური რობინ ვან პერსიმ მოირგოს.

62 წლის მწვრთნელმა, რობინი ნაკრების კაპიტნადაც აირჩია 11 თვის წინ და მოსალოდნელია, რომ კლუბშიც შესთავაზოს იგივე ვალდებულება. კამპერმანის თქმით სწორედ რობინი ჩაანაცვლებს "ინტერში" წასულ ნემანია ვიდიჩს.

"დიახ, ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მათ კარგი ურთიერთობა აქვთ." - განაცხადა კამპერმანმა Sky Sports-თან ინტერვიუში, როცა მას ჰკითხეს იქნებოდა თუ არა პერსი "იუნაიტედის" ახალი კაპიტანი.

"თავდაპირველად, როცა ბან გაალმა ჰოლანდიის ნაკრები ჩაიბარა, მათი ურთიერთობა არც თუ კარგად ვითარდებოდა, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი დალაგდა და პერსიც მის მიმართ პოზიტიურად განეწყო"

"როცა ერთი ერთი თვის წინ ბრაზილიაში ჩამოვიდა, მათ ისაუბრეს მსოფლიო ჩემპიონატსა და იმაზე, თუ როგორ უნდა ეთამაშა ჰოლანდიას ამ ტურნირზე. ასე, რომ დიახ, მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მასთან"


ჰოლანდიის ნაკრებს ორი დღე ექნება თავისუფალი ეკუადროთან მატჩის შემდეგ, რათა პორტუგალიაში გაემგზავროს და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება განაგრძოს.

მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ ორ დღეში ჩავა ვან გაალი მანჩესტერში რათა მცირე დეტალები შეათანხმოს.

ჟურნალისტების აზრით ეს საქმე იქამდეც უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ კამპერმანი აცხადებს, რომ არაფერია გამორიცხული.

"რა თქმა უნდა დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. ვფიქრობ შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ მომუშავე პერსონალზე და ფეხბურთელებზე მოლაპარაკებები მაინც მიმდინარეობს."

"შესაძლოა ამას რამდენიმე საათი, ან დღეებიც კი დასჭირდეს, მაგრამ ეს შეთანხმება მიღწეული იქნება."


SkySports


გსურთ ვან პერსი კაპიტნად?

არა
კი

სიახლეები, ახალი ამბები
25 კომენტარი
№21
ავტორი: Malboro463
17 მაი 2014 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
როცა გუნდში რუნია სხვა რატო უდან იყოს კაპიტანი ან რა დე გეა რის რაფაელი ორივე ახალგაზრდა გამოცდელი მომავალი კაპიტანი აგერ ჯონსი იზრდება. რაფაელს კაპიტნად კი არა ვაფშე თუ გაუშვებენ კარგი იქნება
0
№22
ავტორი: love united
17 მაი 2014 16:42
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
დე ხეა ცოტა სხვანაირი ტიპი რომ იყოს უეჭველი მაგას მისცემდნენ,მაგრამ არაა საკაპიტნო როჟა :დ რუნის გარდა სხვა ვარიანტი არაა და ალბათ ისევ მაგას დარჩება სამკლაური.
0
№23
ავტორი: RojoDiablo
17 მაი 2014 17:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Luka Gelashvili,
კაი რა რაფაელი. მაგან სხვას უნდა ასწავლოს მოედანზე რამე? მაგის დაყვირებულს და შენიშვნას ვინმე გაითვალისწინებს შენი აზრით?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№24
ავტორი: RedGirl
17 მაი 2014 18:20
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ არამგონია რა. მონაჭორი იქნება ბრიტანული პრესის რა :დ რუნი უნდა გახდეს კაპიტანი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№25
ავტორი: RedTeen
18 მაი 2014 12:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
სისულელეა... კაპიტანი ყველამ კარგად იცის რომ რუნია და ამაზე ბევრი ლაპარაკი და დავა არ გირს..
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top