თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2014, 19:30
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 3561,
კომენტარები: 24
როისმა გადაწყვეტილება მიიღო
გერმანელი ფეხბურთელმა გადაწყვიტა თუ სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.
როისმა გადაწყვეტილება მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მარკო როისია, გერმანელი რომელიც აუცილებლად ითამაშებს მომდევნო მუნდიალზე ბრაზილიაში.
ძალიან კარგად ჩატარებული 2 სეზონის შემდეგ, 24 წლის ფეხბურთელი "დორტმუნდის" ლიდერი გახდა და 2012 წლიდან 62 ჩატარებულ შეხვედრაში 30 გოლი და 25 ასისტი მიითვალა.
თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად არის. 24 წლის გერმანელში 35 მილიონ ევროს იხდის "იუნაიტედი" და იმ შემთხვევაში თუ ისინი მიაღწევდნენ შეთანხმებას კლუბს სხვა გზა აღარ ექნებოდა, თუმცა თავად მარკო როისი არ აპირებს კლუბის დატოვებას.
"ვიტყვი თავისუფლად, რომ 2014/15 წლის სეზონში მე ვითამაშებ ბუნდესლიგაში და კვლავ "დორტმუნდის" ფეხბურთელი ვიქნები." - განაცხადა მარკო როისმა.
როისი მიზეზებს განმარტავს ასევე, თუ რატომ არ სურს კლუბის დატოვება.
"რეალურად, მე არ მჭირდება ზედმეტი სტრესი და ამიტომაც მინდა ვთქვა, რომ ამ კლუბში ყოფნით თავს ბედნიერად ვგრძნობ." - როისი.

წყარო: "სქაისპორტი"


ახალი ამბები
24 კომენტარი
№21
ავტორი: GeorgeBest
13 მაი 2014 00:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უყვარს მაგრამ დორტმუნდი ის გუნდი არაა რაც არ უნდა მოსწონდეს ყველას რომ როისის ამბიციები დაამკაყოფილოს. არ შეიძლება ესეტი უნიჭიერესი ფეხბურთელი დორტმუნდში დალპეს. ერთგულებას ყველა აფასებს ამისას მაგრამ როგორც ყველა ისე წავა ესეც სხვა უფრო მაღალი დონის გუნდში და იმსახურებს კიდეც ეს კაცი ამას. სულ 2 წელია რაც გუნდშია ისე ლაპარაკობთ თითქოს მთელი ცხოვრება ქ ჰქონდეს გატარებული და ვერ თმობდეს ამ გუნდს. ძალიან მაგარი გუნდია მაგრამ ამათი პიკი ის ლიგის ფინალი იყო. კლოპი მუდმივად იპოვის შემცვლელებს მაგრამ როდამდე გაძლებენ ამდენი ვარსკვლავის წართმევით? როისიც წავა დარწმუნებული ვარ დ აიმედია ჩვენთან მოვა
0
№22
ავტორი: RojoDiablo
13 მაი 2014 08:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Ryan97,
მის ადგილზე წარმოიდგინე თავი. როისი მშვენიერი ფეხბურთელია და მშვენიერ ფეხბურთელს ამბიცია ამოძრავებს ყოველთვის. რატომ იწვალოს წელს პრემიერ-ლიგაში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, როცა დორტმუნდით შეუძლია პირდაპირ იქ მოხვდეს. მანჩესტერი თუ მართლაცაა დაინტერესებული მომავალ წელსაც არ გაუშვებს მას ხელიდან და როისიც სიამოვნებით მოიცდის.

გიორგი,
ასეა. მე არ მჯერა ამის განსკაუთრებული სიყვარულის. ოდესმე ნაღდად წავა, წელს არამგონია, მაგრამ მომავალში, როცა მიხვდება, რომ დორტმუნდმა უკვე შეძლო ის რაც შეეძლო და თავს ზევით ძალა აღარ არის, მაშინ წავა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№23
ავტორი: UTD-Rule
13 მაი 2014 14:53
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
გიორგი,
+1 ეხლა თუ არა უახლოს მომავალში მაინც ვიხილავთ სხვა გუნდში დარწმუნებული ვარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№24
ავტორი: red devil
13 მაი 2014 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
წამო ქერა წამო კაცი არ ხარ?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top