თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2014, 18:27
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 3602,
კომენტარები: 22
ადიდასი "იუნაიტედს" რეკორდულ თანხას სთავაზობს
სარეკორდო შემოთავაზება ადიდასისგან.
ადიდასი
როგორც ჩანს "იუნაიტედი" და "ადიდასი" სულ მალე გრანდიოზულ შეთანხმებას მიაღწევენ, ამ შეთანხმების ფარგლებში მანჩესტერული კლუბი გერმანული ფირმისგან 600 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს და ეს დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს უდრის.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა ვადაშია გათვალისწინებული ეს თანხა, თუმცა მთავარი ის არის, რომ შეთავაზებული თანხა სარეკორდოა. გარდა ამისა ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ეს შეთავაზება დაახლოებით 10 წელზე მეტხანს უნდა ცდებოდეს, რადგან წარმოუდგენლად დიდი იქნებოდა 10 წლიანი კონტრაქტის შემთხვევაში, შეთავაზებული თანხა.
ცნობისათვის, "მადრიდის რეალი" წელიწადში "ადიდასისგან" 31 მილიონ ფუნტ სტერლინგს იღებს და მათი კონტრაქტი 2012 დაიწყო და დასრულდება 2020 წელს. ასევე "არსენალის" ახალი პარტნიორი და ფორმების მკერავი "პუმა" იქნება 1 ივლისიდან, ლონდონური კლუბი წელიწადში 31 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, "ლივერპული" კი ფირმა "ვერიორისგან" წელიწადში 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს იღებს.
თუმცა, "იუნაიტედი" როგორც თავდაჯერებული კლუბი ეცდება ასეთ დიდ თანხებთან ჰქონდეს საქმე და ყველაზე ძვირიანი კონტრაქტი გააფორმოს.
რაც შეეხება "ნაიკს", როგორც უკვე ვიცით კლუბს კონტრაქტი 2015 წელს უსრულდება და აქამდე "იუნაიტედი" წელიწადში 25,4 მილიონ ფუნტ სტერლინგს იღებდა, ცნობისთვის იგივე "ბარსელონა" 27,4 მილიონ ფუნტ სტერლინგს იღებს და მათ "ნაიკის" ფორმები აცვიათ.
საბოლოოდ კი "ადიდასი" როგორც ჩანს ყველაზე მეტ თანხას აქ დებს, მათ სურთ, რომ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კლუბების სიას გააფართოვონ და "იუნაიტედიც" მოახვედრო იქ.

წყარო: Goal.com
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: heegemonex
1 მაი 2014 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
Macklemore,
600 milion punts tu ikisreb albat xelmdzghvanelobas sawinaaghmdego araferi eqneba:D :D
0
№22
ავტორი: Macklemore
1 მაი 2014 16:26
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
heegemonex,
600 მილიონი ფუნტი მომცენ და ქუთაისის ქარხანაში შევაკერინებ ფორმებს :D :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top