თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2014, 23:09
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2802,
კომენტარები: 21
რას უნდა ველოდეთ მომავალი მატჩისგან ?
პრინციპული დაპირისპირების შეფასებები დიდი ფეხბურთელების მიერ.
რას უნდა ველოდეთ მომავალი მატჩისგან ?
მოგეხსენებათ, კვირას უმნიშვნელოვანესი მატჩი არის დაგეგმილი პრემიერ ლიგის ეგიდით, სადაც "იუნაიტედი" ოლდ ტრაფორდზე უმასპინძლევს "ლივერპულს." მატჩის მოლოდინშია მთელი საფეხბურთო სამყარო, მანამდე კი, მინდა წარმოგიდგინოთ ის ფრაზები თუ ფაქტები, რომელიც ამ ისტორიულ დაპირისპირებას უფრო საინტერესოს და დაძაბულს ხდის.

უეინ რუნი: "მე ლივერპულის სიძულვილით გავიზარდე"

სტივენ ჯერარდი: "მე უამრავი ფეხბურთელის მაისური მაქვს ჩემს კოლექციაში, მაგრამ იქ არ არის "იუნაიტედის" ფეხბურთელის მაისური და არც არასდროს იქნება."

გარი ნევილი: "ვითამაშებდი ნებისმიერ კლუბში, გარდა ლივერპულისა."

ლუის სუარესი დამნაშავედ იქნა ცნობილი პატრის ევრასთვის რასისტული შეურაწმყოფის მიყენებისთვის. რის გამოც იგი დაისაჯა კიდეც. ასევე ამ კლუბების დაპირისპირებისას სუარესმა იუარა ევრასათვის ხელის ჩამორთმევა. აქედან გამომდინარე ანალოგიურად იმოქმედეს რიო ფერდინანდმა და უელბეკმა, რომლებმაც არ ჩამოართვეს ხელი ურუგვაელს.

რაიან გიგზი: "ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეხვედრა ინგლისში და მთელი ევროპის მასშტაბით. ჩვენ "ლივერპულთან" მარცხი უფრო გვიმძიმს, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ფინალის დათმობა."
სტატიები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Best 7
15 მარტი 2014 19:06
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
გიორგი,
shenc mere daadevi bani ver gavige ras elaparakebi amdni xani arada vaabshe raze tavidanve raze ar gaagde
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top