თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2013, 17:24
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 2969,
კომენტარები: 40
06.02.1958 - Munich Air Disaster
მიუნხენის ტრაგედია
06.02.1958 - Munich Air Disaster
გუნდი ბელგრადიდან ბრუნდებოდა, სადაც ჩემპიონთა თასის მატჩი ითამაშა. "იუნაიტედი" ჩარტერული რეისით ბრუნდებოდა სახლში და სწორედ ჩარტერის გამო აღმოჩნდა მიუნხენში. თვითმფრინავი ჩამოვარდა და პირდაპირ იმ ადგილს დაასკდა, სადაც საწვავს ივსებდნენ ხოლმე თვითმფრინავები.

ეს კატასტროფა მოხდა 1958 წლის 6 თებერვალს და 8 ფეხბურთელი შეიწირა: ჯეოფ ბენტი (Geoff Bent), როჯერ ბირნი, ედი კოლმანი (Eddie Colman), დანკან ედვარდსი, მარკ ჯონსი, დევიდ პეგი (David Pegg), ტომი ტეილორი (Tommy Taylor) და ლაიამ "ბილი" უელანი (Liam "Billy" Whelan). დაიღუპა აგრეთვე სხვა 15 მგზავრი, "იუნაიტედის" თანამშრომლების უოლტერ კრიკმერის (Walter Crickmer), ბერტ უოლლისა (Bert Whalley) და ტომ კურის (Tom Curry) ჩათვლით.

თვითმფრინავმა ორჯერ სცადა აფრენა, მესამე ცდის დროს კი ასაფრენი ბილიკის გაუმართაობის გამო თვითმფრინავის სიჩქარე შენელდა და მას არ ეყო სიჩქარე ასაფრენად. ის ჩამოვარდა ასაფრენი ბილიკის ბოლოს, გაარღვია ღობე და დაუსახლებელ სახლს შეასკდა. "იუნაიტედის" მეკარე ჰარი გრეგმა (Harry Gregg) გონება არ დაკარგა, მოახერხა შეენარჩუნებინა სიფხიზლე. მან იფიქრა, რომ თვითმფრინავი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა აფეთქებულიყო და შეძლო ბობი ჩარლტონისა (Bobby Charlton) და დენის ვაიოლეტის გამოხსნა ქამრებიდან და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. ცნობისათვის, ჩარლტონს "იუნაიტედის" შემადგენლობაში დებიუტი 18 თვით ადრე ჰქონდა. გუნდის 7 ფეხბურთელი კატასტროფის ადგილზევე გარდაიცვალა, დანკან ედვარდსი კი მიუნხენის ჰოსპიტალში 2 კვირა უშედეგოდ ებრძოდა სიკვდილს.
მარჯვენა გარემარბი ჯონი ბერი (Johnny Berry) გადაურჩა ავიაკატასტროფას, მაგრამ მიღებულმა ტრავმებმა არ მისცეს კარიერის გაგრძელების საშუალება.

მიუნხენელი ექიმების აზრით ბასბის გადარჩენის შანსები ნულს უახლოვდებოდა, ინგლისში მას პარაკლისიც კი გადაუხადეს, მაგრამ ის სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს და ორ თვეზე მეტი გაატარა ჰოსპიტალში, შემდეგ კი "იუნაიტედს" დაუბრუნდა.


"არსენალი" - "მანჩესტერი" 4-5. "ჰაიბერიზე" გამართული თრილერი ბოლო ინგლისური მატჩი გამოდგა "იუნაიტედის" 9 ფეხბურთელისათვის

06.02.1958 - Munich Air Disaster


განწირული შემადგენლობა. . . (დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: ედვარდსი, კოლმანი, ჯოუნსი, მორგანსი, ბობი ჩარლტონი, ვაიოლეტი, ტომი ტეოლორი, ფოულკსი, გრეგი, სკანლონი, კაპიტანი როჯერ ბირნი)

06.02.1958 - Munich Air Disaster


მატჩი ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ

06.02.1958 - Munich Air Disaster


დამარცხებული Elizabethan Airliner

06.02.1958 - Munich Air Disaster


როჯერ ბირნი - კაპიტანი ტრაგედიამდე

06.02.1958 - Munich Air Disaster


როჯერ ბირნის დაკრძალვა

06.02.1958 - Munich Air Disaster


კაპიტანი ტრაგედიის შემდეგ - ბილ ფოულკსი. "იუნაიტედის" პირველი მატჩი ტრაგედიის შემდეგ. ასოციაციის თასის V რაუნდში "შეფილდ უენსდეის" (Sheffield Wednesday) წინააღმდეგ

06.02.1958 - Munich Air Disaster


ბობი ჩარლტონი საავადმყოფოში

06.02.1958 - Munich Air Disaster


ბასბი ებრძვის სიკვდილს მიუნხენის ჰოსპიტალში

06.02.1958 - Munich Air Disaster


ბასბი გამოწერეს 17 აპრილს

06.02.1958 - Munich Air Disaster


ვარაუდობდნენ, რომ "იუნაიტედი" ყველა ტურნირიდან გამოვარდებოდა და ძალიან დასუსტდებოდა, თუმცა ჯიმი მერფიმ, რომელიც ბასბის არყოფნაში ასრულებდა მენეჯერის ფუნქციებს, მოახერხა და გუნდს (უფრო სწორად რაც მისგან დარჩა) კარგი ფორმა ააკრეფინა. საბოლოოდ იმ სეზონში "მანჩესტერი" ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, სადაც "ბოლტონ უონდერერზთან" (Bolton Wanderers) წააგო.

8 თებერვალს, შაბათს, საფეხბურთო დღე იყო - ტრადიციულად, ჩემპიონატის ტური თამაშდებოდა. "ალისფერი ეშმაკუნების" გარეშე. მთელი ინგლისი თოვლმა დაფარა. თამაში საგალობლებით ჩატარდა. თვიქნემშიც კი, სადაც რაგბში ინგლისი ირლანდიას ხვდებოდა, სამოცი ათასი ქომაგი ფეხზე იდგა და ტიროდა. დაკარგულს ვერ დააბრუნებ, ახალი უნდა ააშენო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" უფროსობა შავ დღეში იყო - აქეთ ტრაგედია და იქით კლუბი. ადმინისტრაციის დაღუპული წევრები, ძირითადის 8 ფეხბურთელი, მთავარი მწვრთნელი, რომლის სიცოცხლეც ბეწვზე ჰკიდია...
მანჩესტერს კი ათოვდა და ათოვდა...
კლუბის თავმჯდომარე ჰაროლს ჰარიმანმა თამამშრომლები შეკრიბა და თათბირი გამართა. ძნელი თათბირი იყო - გული ერთს ამბობდა, თავი მეორეს და მაინც, "მანჩესტერ იუნაიტედი" არ უნდა მომკვდარიყო. გადაწყდა, კლუბი სათადარიგო შემადგენლობას უნდა დაყრდნობოდა. ძირითადი შემადგენლობის წევრებიდან მხოლოდ მარჯვენა მცველი ბილი ფოულკსი იყო ფეხზე, კარში კი რეი ვუდის ნაცვლად ჰარი გრეგი დგებოდა.
გადაწყდა: ორი ფეხბურთელი უნდა ეყიდათ - ფრთის თავდამსხმელი ერნი ტეილორი, რომელსაც "ნიუკასლ იუნაიტედსა" და "ბლეკპულში" ასოციაციის თასი მოეგო და ბირმინგემის "ასტონ ვილას" ნახევარმცველი სტენ კროუტერი.
სანამ მატ ბასბის ბედი გაირკვეოდა, მის ადგილზე ჯიმ მერფი ინიშნებოდა, კლუბის მდივნის უოლტერ კრიკმერის ადგილს კი ლეს ოლივი იჭერდა. ცხონებული კრიკმერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთგვარი სიმბოლო იყო - 38 წელიწადი გაეტარებინა კლუბში.
გუნდი ბრძოლით, პატივითა და ღირსებით უნდა გამოსულიყო ძნელბედობიდან. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ნებართვით, "მანჩესტერ იუნაიტედმა"გამოტოვა ჩემპიონატის ორი ტური და ასპარეზობა ასოციაციის თასის მეხუთე წრეში, 19 თებერვალს, ტრაგედიიდან 13 დღის თავზე განაახლა.
"ოლდ ტრაფორდი" გადაჭედილი იყო. ხალხი ტკივილით, მანამდე გაუგონარი შეგრძნებით ელოდა გვირაბიდან ალისფერი გუნდის გამოჩენას. მოწინააღმდეგე "შეფილდ უენსდი" იყო და გუშინდელი დიდი გუნდიდან ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი კაცი, ბილი ფოულკსი იდგა, რომელსაც ახლა კაპიტნობა ებარა!
"იუნაიტედ წინ!" მაგრამ ეს თვალცრემლიანი შეძახილი იყო...
დენის ლოუ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი, 1964 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, იმხანად "ჰადერსფილდ თაუნის" წევრი: "არ იქნებოდა, ამ თამაშზე არ წავსულიყავი. ჩვენ ყველანი დრამის მონაწილენი ვიყავით. დრამისა, რომელმაც სრულიად დაიპყრო ჩვენი გულები და გონება. მანჩესტერში რომ ჩამოვედი, ბილეთები არ იყო, შავ ბაზარზე ერთი გირვანქა მივეცი და კარს უკან ვიდექი, გონებიდან ამოუშლელი თამაში იყო..."
ანდა რა იცოდა ახალბედა შეი ბრენანმა, სათადარიგო მარცხენა მცველმა, რომელმაც შეფილდელებს ორი გოლი გაუტანა, რომ თერთმეტი წლის შემდეგ ჩემპიონთა თასს დაიჭერდა ხელში, ახალი "დიდი იუნაიტედის" სხვა ფეხბურთელებთან ერთად.

ცხადი იყო, "მანჩესტერ იუნაიტედი" დაიქცა მაგრამ... არ მომკვდარა. მატ ბასბი კვლავ საჭესთან იდგა.
იმ 19 თებერვალს გამოშვებულ სამატჩო პროგრამაში კი ასეთი სიტყვები იყო: "ისინი აღარ დაბრუნდებიან. მათ ვერაფერს დააკლებს ასაკი. ჩვენ კი ყოველ ცისმარე დღეს მოვიგონებთ საოცრებას და სიყვარულს..."

სეზონის დასრულების შემდეგ UEFA-მ შესთავაზა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას, რომ ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ინგლისის ჩემპიონ "ვულვერჰემპტონ უონდერერზთან" (Wolverhampton Wanderers) ერთად "მანჩესტერსაც" ეასპარეზა და ამით პატივი მიეგოთ დაღუპულთა ხსოვნისათვის, მაგრამ საფეხბურთო ასოციაციამ შეთავაზება უარყო.

ტრაგედიის მომდევნო სეზონში "იუნაიტედმა" მოახერხა ბოლო ტურამდე ებრძოლა ჩემპიონობისათვის და "ვულვერჰემპტონისათვის" კუდში ედევნა, საბოლოოდ კი გუნდი II ადგილზე გავიდა, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგი იყო ძირითადი შემადგენლობის 9 ფეხბურთელის დამკარგავი გუნდისათვის.


1997 წლის ზაფხულში "ოლდ ტრაფორდმა" საქველმოქმედი მატჩს უმასპინძლა: "მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთიდან იმ ზაფხულს წასულ ერიკ კანტონას შედგენილ ევროპის ნაკრებს გაეჯიბრა. ამ შეხვედრის შემოსავალი 1958 წლის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებზე გადანაწილდა: თითოეული დაღუპული ფეხბურთელის თუ კლუბის თანამშრომლის შთამომავლებს 47 ათასი გირვანქა ხვდათ წილად.
2008 წლის 6 თებერვალს კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სამხრეთ ტრიბუნის ქვემოთ მდებარე გვირაბს "მიუნხენის გვირაბი" ეწოდა.
ოთხი დღის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის პრემიერლიგაში "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა. "ოლდ ტრაფორდზე" გუნდებმა იმ მაისურის ანალოგით ითამაშეს, რომლითაც 50-იანი წლების მიწურულს ასპარეზობდნენ: მაისურებიდან კლუბის ლოგოები, ფეხბურთელთა გვარები და სპონსორების დასახელებები გაქრა. ორივე გუნდის ფეხბურთელებმა შავი სამკლავურით იასპარეზეს...


06.02.1958 - Munich Air Disaster

06.02.1958 - Munich Air Disaster

1960 წლის 25 თებერვალს, მიუნხენის ავიაკატასტროფაში დაღუპულ წევრთა ხსოვნის პატივსაცემად, სტადიონის მთავარ გვირაბში ლითონის მწვანედშეფერილი ნაჭერი დამონტაჟდა, რომელზეც ყველა გარდაცვლილის სახელი იყო ამოტვიფრული. ნაკეთობის დამზადება კლუბს 2.100 გირვანქა დაუჯდა, საზეიმო ცერემონიალზე კი ჟურნალისტებს მატ ბასბიმაც უმასპინძლა.
იმავე დღეს, კლუბის საკონფერენციო დარბაზში კედელზე დამაგრებული ასევე ლითონის დაფის პრეზენტაცია მოეწყო - "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ ნაბიჯით უკვდავყო ის ჟურნალისტები, რომლებიც ტრაგედიისას დაიღუპნენ. მემორიალური დაფა ფრენკ ტეილორმა გახსნა...

06.02.1958 - Munich Air Disaster


"ოლდ ტრაფორდის" ერთ-ერთ გარე კედელზე იმავე დღეს დამონტაჟდა საათი, რომელიც იმ დროს უჩვენებს, როცა ტრაგედია დატრიალდა. საათის თავზე კატასტროფის თარიღია აღნიშნული, ქვემით კი ქალაქის სახელი - მიუნხენი.

06.02.1958 - Munich Air Disaster


მიუნხენის ტუნელი, რომელიც ოლდ ტრაფორდზე 2008 წელს კატასტროფის 50 წლისთავზე გაიხსნა.

06.02.1958 - Munich Air Disaster

06.02.1958 - Munich Air Disaster

06.02.1958 - Munich Air Disaster

2011 წელს, BBC-მ რეალურ მოვლენებზე დაფუძნებით გადაიღო ფილმი "იუნაიტედი". ის რეალურად ასახავს ტრაგედიამდელ და მის შემდგომ პერიოდს. ფილმის ყურება სტატიაში აღწერილი სურათის წარმოდგენაში ძალიან დაგეხმარებათ.

გადმოწერა
სტატიები
40 კომენტარი
№21
ავტორი: always ReD
5 თებერვალი 2013 20:44
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
საღოლ დათო, ამას მერე გადმოვწერ ახლა ცუდი ინტერნეტი მაქვს.. არ მინდოდა ამის გახსენება recourse
0
№22
ავტორი: BERDI
5 თებერვალი 2013 21:12
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Red Hooligan,
...RooNeY...FaN...,
გეთანხმებით ორივეს.

washington http://redarmy.ge ზე ვერავინ ვერ იტყვის რო აკოპირებენ და თვითონ არ წერენ სიახლეებსო. როგორც ...RooNeY...FaN..., მოგვცა ლინკი იმაზე გადადით და ეს კარგი ხანია დადებულია ამ საიტზე და ეს საიტი უფრო დიდი ხანიაა შექმნილი ვიდრე ისა რა მეორე საიტი. fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№23
ავტორი: Luka Gelashvili
5 თებერვალი 2013 21:39
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ვარდო. საშინელებაა :((( .. ხვალ დავდებ კონკრეტულად ვინ დაიღუპა პატარა ინფორმაციებით :X
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№24
ავტორი: Lev
5 თებერვალი 2013 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
VaRdo, გეთანხმები.......უძლიერესი თაობა.....მაგ ფილმს რო ვუყურე შარშან პატარა ბავშვივით ვტიროდი......
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№25
ავტორი: VaRdo
5 თებერვალი 2013 21:49
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
სამწუხაროდ ყოველ წელს მოგვიწევს ამ თარიღის გახსენება : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№26
ავტორი: razma21
5 თებერვალი 2013 21:51
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
საღოლ დავით! recourse
0
№27
ავტორი: Gvene
5 თებერვალი 2013 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
საშინელი დღე ! მაგრამ მანჩესტერი არ ჩავარდნილა და მაინც უძლიერესი გუნდია
0
№28
ავტორი: Beckham 7
5 თებერვალი 2013 22:24
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ძალიან ცუდი დღე :( მაგრამ იუნაიტედი არასდროს მოკვდება :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№29
ავტორი: buka oboladze
5 თებერვალი 2013 22:29
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
როგორ გინდა ახლა ეს კლუბი არ გიყვარდეს love
0
№30
ავტორი: gigapersie
5 თებერვალი 2013 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 169
we well never died
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top