"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ ფილ ჯონსმა "სტოკის" წინააღმდეგ მატჩში ძლიერი დარტყმა მიიღო თავში, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და ამ მომენტისათვის ფილი თავს კარგად გრძნობს.
"ფილ ჯონსმა დღევანდელ მატჩში, თავის არეში ძალიან ძლიერი დარტყმა მიიღო, მაგრამ ამ დროისთვის იგი კარგად გრძნობს თავს.იგი რამდენიმე საათის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, მას არანაირი პრობლემა არ აქვს.ჯონსისა და სტოკის ფეხბურთელს შორის შეჯახება შემთხვევითი იყო, რის შემდეგადაც იგი დაეცა და გაზონს რამდენჯერმე თავი დაარტყა.მისი დაზიანება უმნიშვნელოა"-განაცხადა ბოსმა