"რეალი" ჩაერთო რუნისთვის ბრძოლაში და მზად ინგლისელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადოს "იუნაიტედს". "იუნაიტედის" ლიდერით უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია ლონდონის "ჩელსიც".
როგორც The Telegraph-ი იუწყება, უეინ რუნი სეზონის ბოლოს შეიძლება თავისუფალი აგენტი გახდეს და "რეალი" მზადაა მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მათი ინფორმაციით რუნის ტრანსფერი უფრო ადვილად განსახორციებელია, ვიდრე ლუის სუარესის ან რადამელ ფალკაოსი, რომლებსაც კონტრაქტი კიდევ რამდენიმე წლით აქვთ გაგრძელებული. შეინიშნება, რომ უენი უარზე არ არის გადავიდეს "რეალში", სადაც ასპარეზობს მისი მეგობარი კრიშტიანუ რონალდუ.
ამ სეზონში 17 მატჩში უეინმა 9 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.