თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2014, 17:33
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 3896,
კომენტარები: 22
"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სანდერლენდი" (პრევიუ)
გთავაზობთ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფუნალური მატჩის პრევიუს. სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "სანდერლენდს" უმასპინძლებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სანდერლენდი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის ლიგის თასი
მსაჯი: მაიკლ დინი
თარიღი: ოთხშაბათი, 22 იანვარი, 2014 წელი.
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სანდერლენდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სანდერლენდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: რობინ ვან პერსი, უეინ რუნი, ნანი, რიო ფერდინანდი, მარუან ფელაინი.
დისკვალიფიკაცია: ვიდიჩი (3 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: პატრის ევრა

"მანჩესტერ იუნაიტედს" სანდერლენდთან მატჩში სერბი კაპიტანი, ნემანია ვიდიჩი ვერ დაეხმარება. ამ უკანასკნელმა "ჩელსისთან" მატჩში წითელი ბარატი მიიღო და ამის გამო 3 მატჩის გამოტოვება მოუწევს. კითხვისნიშნისქვეშაა პატრის ევრას თამაში, რომელმაც წინა მატჩში კოჭლობით დატოვა მოედანი. გუნდის ლიდერებს: უეინ რუნის და რობინ ვან პერსის სავარაუდოდ არ ეყოფათ დრო ტრავმების მოსაშუშებლად.


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სანდერლენდი" (პრევიუ)
"სანდერლენდი"

ტრავმირებულები: ვესტვუდი, კუელიარი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: სტივენ ფლეჩერი

"შავი კატები" "ოლდ ტრაფორდზე" 31 წლის მცველის, კარლოს კუელიარის და კირან ვესტვუდის გარეშე მოუწევთ თამაში. კითხვისნიშნისქვეშაა სტივენ ფლეტჩერის თამაშიც.


გუნდების ფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სანდერლენდი" (პრევიუ)

გუნდის ბომბარდირები: უეინ რუნი 11 გოლი (9 პრემიერ ლიგაში); რობინ ვან პერსი 10 გოლი (7 პრემიერ ლიგაში)

"წითელი ეშმაკები"ბოლო 5 მატჩში 4–ჯერ დამარცხდნენ და მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს. "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში კვლავ 7–ე ადგილს იკავებს და 5 ქულით ჩამორჩება მეექვსეადგილოსან ევერტონს. პრემიერ ლიგის გასულ ტურში, დევიდ მოიესის შეგირდები "სტემფორდ ბრიჯზე" ლონდონის "ჩელსისთან 3–1 დამარცხდნენ. მიმდინარე გათამაშებაში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულის" დამარცხება მოახერხა, ანგარიშით 1–0, 4–0 გაანადგურა "სუონსი" და 2–0 დაამარცხა "სტოკ სიტი". გასულ სეზონში, ლიგის თასიდან "იუნაიტედის" გამოთიშვა ლონდონის ჩელსიმ შეძლო, მათ 5–4 დაამარცხეს მეტოქე და შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლება მოიპოვეს.

"წითელმა ეშმაკებმა" უკანასკნელ 9 ნახევარფინალურ დაპირისპირებაში 8 გამარჯვება მოიპოვეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. მათი დამარცხება ლონდონის ჩელსიმ მოახერხა 2004–05 წლებში. 2009–10 წლის სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედი" თანაქალაქელ "სიტისთან" პირველ ნახევარფინალურ მატჩში 2–1 დამარცხდა. "ოლდ ტრაფორდზე" განმეორებით მატჩში ფერგიუსონის შეგირდებმა 3–1 იმარჯვეს და ფინალის საგზურიც მოიპოვეს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სანდერლენდი" (პრევიუ)

გუნდის ბომბარდირი: ადამ ჯონსონი 7 გოლი (5 პრემიერ ლიგაში)

"შავმა კატებმა" ბოლო 5 მატჩში 3–ჯერ მოახერხეს გამარჯვება, ერთხელ ფრედ დაასრულეს სეხვედრა, ერთხელ კი დამარცხდნენ. "სანდერლენდის" მდგომარეობა პრემიერ ლიგის ცხრილში ძალზედ მძიმეა. ისინი 19–ე ადგილს იკავებენ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან. ამ დროისთვის "შავ კატებს" 18 წულა აქვთ და 1 ქულით ჩამორჩებიან 17–ე ადგილზე მყოფ "ფულემს". ბოლო მატჩი მათ ფრედ 2–2 ითამაშეს "საუტჰემპტონთან". აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლუბს არასდროს არ მოუგია ლიგის თასი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სანდერლენდი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები

გუნდები სულ ერთმანეთს 136–ჯერ შეხვდნენ. აქედან "სანდერლენდმა" 36 მოიგო, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 61, ხოლო დანარჩენი 39 ფრედ დასრულდა. ყველა ტურნირის ბოლო 25 მატჩში "სანდერლენდმა" მხოლოდ 2–ჯერ მოახერხა "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება. 5 მატჩი ფრედ, ხოლო 18 "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა. "შავ კატებს" არასდროს მოუგიათ "ოლდ ტრაფორდზე". "ოცნების თეატრში" 1968 წლიდან მოყოლებული მათ ანგარიშზე 9 ფრე და 16 წაგებაა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სანდერლენდი" (პრევიუ)


ნახევარფინალის პირველი მატჩი

"სანდერლენდი 2–1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

გოლები: რაინ გიგზი(ავტოგოლი) 45'; ნემანია ვიდიჩი 52'; ფაბიო ბორინი(პენალტი) 65';
გაფრთხილება: ემანუელე ჯიაკერინი; ფილიპ ბარდსლი; იოზი ალტიდორე; ვიტო მანონი; პატრის ევრა; რაფაელ და სილვა; კრის სმოლინგი;


მატჩის სტატისტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სანდერლენდი" (პრევიუ)


მატჩის მოკლე მიმოხილვა



ოფიციალური პრომო

მატჩის წინ
22 კომენტარი
№21
ავტორი: W. Rooney
22 იანვარი 2014 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
roony dziritadshia da vigebt am
0
№22
ავტორი: don_vini
22 იანვარი 2014 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
W. Rooney,
არაა რუნი ძირითადში.და არც ზამენაზეა.დე ხეა.ევანსი.სმოლინგი.რაფაელი.ბ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top