თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2013, 15:23
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2409,
კომენტარები: 25
80 მილიონი ბენფიკას ტრიოს სანაცვლოდ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთარში ბენფიკის ტრიოს გადმობირებისათვის იბრძოლებს.
80 მილიონი ბენფიკას ტრიოს სანაცვლოდ
ცნობილი პორტუგალიური გაზეთები "Bola" და "O Jogo" იტყობინებიან, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები დიდი ხანია ჩავიდნენ პორტუგალიაში და აკვირდებიან ბენფიკას თამაშებს.

გასულ თვეში "იუნაიტედი" სერიოზულად განიხილავდა "ბენფიკას" ტრიოს: ეზეკიელ გარაის, ნიკო გაიტანისა და ნემანია მატიჩის გადმობირების საკითხს. მოიესმა განაცხადა, რომ 3 მოთამაშეში "იუნაიტედი" 80 მილიონის გადახდას აპირებს.

ეზეკიელ გარაი 27 წლის ცენტრალური მცველია, რომელიც რეალმა 2011წელს 18მილიონად გაყიდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოს იგი "იუნაიტედიდან" წავა. ამ განცხადების შემდეგ მოიესმა თვალი გარაის დაადგა და იგი მოიაზრებოდა რიოს შემცვლელად.

ბოსმა ასევე განაცხადა, რომ მათი ძირითადი სამიზნეა 25 წლის "ბენფიკასა" და სერბეთის ნაკრების ნახევარმცველი ნემანია მატიჩი. ნემანიამ საუკეთესო სეზონი ჩაატარა "ბენფიკის" მაისურით და წელს "არისტოკრატების" რადარშიც მოხვდა.

მოგეხსენებათ ამ წელს შეიძლება გუნდი დატოვოს ვილფრიდ ზაჰამ, ლუიშ ნანიმ და ეშლი იანგმა. მოიესმა ამ ფეხბურთელების შემცვლელი იპოვა, 25 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველის ნიკოლას გაიტანის სახით, რომელსაც "ბენფიკა" გაუშვებს კარგი თანხის შემოთავაზების შემთხვევაში.

წარმოუდგენელი იქნება ყველასთვის, თუ "ბენფიკა" დათანხმდება ამ შემოთავაზებას და გაუშვებს ერთდროულად 3ფეხბურთელს, მაგრამ ეს ნაბიჯი გამორიცხული არ არის.

წყარო
ახალი ამბები
25 კომენტარი
№21
ავტორი: giorgu
22 დეკემბერი 2013 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
kargi iqbena yleze midia tu ligaze ver itamasheben premier ligis dzlieri qundebi vixmarot ogond sitis gadauarot da liga cels ar mainteresebs ra ligze ver vibrdzolebt mainc bayerni an reali moigebs wels premier liga movigot da liga momavalshi iyos tan zafxulshi ufro gavdzlierdebit
0
№22
ავტორი: A.J.44
22 დეკემბერი 2013 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
გაიტანი კიდე შეილება
0
№23
ავტორი: Rosso Diavolo
22 დეკემბერი 2013 22:06
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Macklemore,

კაი რა რათ მინდა ისეთი ფეხბურთელი ცარიელ კარებში რო ვერ იტანს და ამით გუნდს რო ვერ აგებიებს ;)

garai xo ras ambob exa ded********* yvelas dacvashi kacs ar ushvebs dacvashi
0
№24
ავტორი: gio(kosheichi)
22 დეკემბერი 2013 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
benfika ar gaushevbs tore es transferebi sazamtrod sruliad sakmarisi iqneboda
0
№25
ავტორი: salier1
22 დეკემბერი 2013 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
"Bola" და "O Jogo" თუ იტყობინებიან უეჭველი ვიყიდით wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top