თვენი ფსონი იწყება. ყოველ შაბათ-კვირას, საიტზე დაიდება "საქველმოქმედო ფსონი" რის მეშვეობითაც შეგეძლებათ წვლილი შეიტანოთ ბილეთის მოგებაში. კომენტარების მეშვეობით დაწერთ იმ გუნდებს რომლებიც მიგაჩნიათ, რომ აუცილებლად მიაღწევენ ამა თუ იმ სასურველ შედეგს. ( კარგი იქნება თუ სტატისტიკასაც მოიშველიებთ და დაასაბუთებთ თუ რატომ უნდა მოიგოს დავუშვათ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ) ჩვენი თხოვნა იქნება რომ სერიოზულად მოეკიდოთ ამ ყველაფერს და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი ამ კეთილ საქმეს.
გვაქვს პირადი ექაუნთი Adjarabet.com_ზე სადაც გაკეთდება ბილეთები. ასევე იქნება ყველა ბილეთი ნაჩვენები ჩვენ საიტზე რომ ზედმეტი კითხვები და ეჭვები არ გაჩნდეს.
თითოეულ თქვენთაგანს გაქვთ უკვე შასაძლებლობა, რომ დაწეროთ 14-15 დეკემბრის შეხვედრები კომენტარებში. არაა აუცილებელი 7 და 8 გუნდის ჩამოწერა. უმჯობესია აარჩიოთ 2 ისეთი თამაში, რომელიც ყველაზე მეტად გჯერათ და როგორც უკვე მაღლა ავღნიშნე დაასაბუთოთ თუ რატომ უნდა დავწეროთ თქვენს მიერ შემოთავაზებული ფსონი. ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ რაც უფრო მეტ შეხვედრებს გამოიცნობთ მით უფრო ხშირად ავარჩევთ თქვენს მიერ შემოთავაზებულ გუნდებს.
P.S. მოგებული თანხით დავეხმარებით გაჭირვებულ ადამიანებს. თუ ვინმეს სურვილი აქვს ამ პროექტში თავის წვლილი შეიტანოს დაწერეთ კომენტარებში "გამაწევრიანეთ"!