თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2012, 18:24
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2765,
კომენტარები: 23
რაიან გიგზი-ვრცელი ინტერვიუ
"ჩვენ მას ყველაზე დიდ გუნდათ მივიჩნევთ, მაგრამ იგი პირველრიგში ჩვენი ოჯახია, მერე უკვე მოდის ყველაფერი დანარჩენი"
რაიან გიგზი-ვრცელი ინტერვიუ
რამდენი წელი გავიდა? ვერ დაითვლი. რაიან გიგზი ისევ იმას ამბობს:''მე წავალ, როდესაც გუნდისათვის საჭირო აღავ ვიქნები. როდესაც დავკარგავ თამაშის სურვილს." ნეტა იცოდეს რაიანმა, რომ გუნდს იგი 80 წლის ასაკშიც დასჭირდება, ფეხბურთის სიყვარულს კი, ის უკვე არასოდეს არ დაკარგავს. ამ ინტერვიუში თქვენ იხილავთ მის ინტერვიუს, სადაც საუბრობს თავის ქალზე, რომლის სახელი მანჩესტერ იუნაიტედია. ასევე თანაგუნდელებზე და მოწინაღმდეგეებზე.

არ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც შეძლებს გუნდის დნმ-ში შესვლას, როგორც რაიან გიგზმა ქნა. იგი უკვე 21 წელიწადია წითელ ფორმას ატარებს. გიგზი მოესწრო გუნდის ყველა ცვილებებს, დაწყებული ოლდ ტრაფორდის გაფართოვებით და დამთავრებული კარინგტონზე გადმოსვლით. გიგზს სწამს, რომ გუნდის გული და სული მხოლოდ გასახდელში ყალიბდება.

"ჩვენ მას ყველაზე დიდ გუნდათ მივიჩნევთ, მაგრამ იგი პირველრიგში ჩვენი ოჯახია, მერე უკვე მოდის ყველაფერი დანარჩენი"-გიგზი.

ნომერი 11 ხუთშაბათს გუნდის ოფისში იჯდა და გუნდის საბოლოო განვითარებაზე ფიქრობდა. იგი აქცევდა ყურადღებას იმას, თუ როგორ ვითარდებოდა იუნაიტედის აღჭურვილობა კარინგტონზე.

"ერთხელ წავიკითხე სტივენ ჯერარდის სიტყვები "სენტ ჯორჯ პარკზე" იმასთან დაკავშირებით, რომ ეხლა ინგლისის ნაკრებს არანაირი გასასამართლებელი საბუთი არ აქვს. დიდიხნის განმავლობაში იუნაიტედსაც იგივე პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა. კლიფში ჩვენ, მხოლოდ ხმის აპარატი გვქონდა. კარიგტონში გადასვლამ კარგად იმოქმედა ფეხბურთელის განვითარების პროცესზე."

იუნაიტედი დღესაც განიცდის პრობლემებს ტრავმებთან და ფინანსებთან დაკავშირებით, მაგრამ გიგზი წარმოადგენს თვით ჯარმთელობის ასლს 38 წლის ასაკში, რომელსაც ყოველთვის გამარჯვება სწყურია გატარებული წლების მიუხედავად. "ხალხი მეკითხება, როგორ შემიძლია მე ჩემს ასაკში ამდენი თამაში? ჩემი საიდუმლო რამოდენიმე სიტყვით შემიძლია ავხსნა. იოგა, კარგი კვება და სპორტული მეცნიერება."

თუმცა გიგზმა იცის, რომ მისი დრო უკვე მიდის. არის თუ არა, მისი გასული სეზონი წარმატებული? "ვფიქრობ რომ კი. მე ისევე ისე ვაზროვნებ, როგორც ყოველთვის:ჩემს თამაშს შეფასებას ახალი წლის შემდეგ ვუკეთებ, ვაკვირდები თუ როგორ ვგრძნობ თავს და იმას, რას ფიქრობს მწვრთნელი. თუ მე თამაშით ვერ ვისიამოვნებ, მაშინ ვერ მოვუტან გუნდს იმ სარგებელს, რასაც წლების მანძილზე ვაკეთებდი, აი მაშინ კი წავალ. მე 39 წლის ვიქნები ნოემბერში. არ ვჯავრობ პენსიაზე გასვლას. ამ საკითხზე უკვე რამდენიმე წელიწადია ვფიქრობ. მაგრამ ვერა და ვერ გადავწყვიტე წასვლა, იმიტომ რომ მე თამაში მსიამოვნებს. ვგრძნობ, რომ მე ჯერაც ვჭირდები გუნდს. ბევრ ფეხბურთელთან მისაუბრია, ვისთანაც თამაში მომიწია-ბრიუსი, რობბი, დენის ირვინი-ყველა მათგანი მეუბნებოდნენ:"ითამაშე იმდენი, რამდენიც შესაძლებელია." შენ ვერასდროს ვერ განიცდი იმ ადრენალინს, რომელსაც მოედანზე გამოსვლისას გამოყობ."

იგი გასულ წლებზე ფიქრობდა და იხსენებდა თავის ოპონენტებს:"ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ჰავიერ ძანეტი იყო. 99-ში, ჩვენ ინტერი სახლში დავამარცხეთ, ის კი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. მას ყველაფერი ჰქონდა:ძალა, ჭკუა და გამოცდილება. მომენატრება ის სტადიონები, რომლის გვირაბშიც დგეხარ და ემზადები მოედანზე გამოსასვლელად და ახალი გამოცდილების მოსაპოვებლად. გააკეთეთ თქვენი არჩევანი:სან სირო, ბერნაბეუ, კამპ ნოუ, ენფილდი. ენფილდზე იუნაიტედის ფეხბურთელი საბოლოო გამოცდას გადის, ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ამ სტადიონზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო სუფევს. არა, არ იფიქროთ რომ იქ ძალიან ცუდი სათამაშოა. იქ ფეხბურთელი უზარმაზარ გამოცდილებას ღებულობს, ნამდვილად მამაკაცად ყალიბდება. ეს ისეთ სტადიონია, სადაც ბოლომდე უნდა დაიხარჯო და თუ საჭირო იქნა თავიც უნდა შეაკლა თამაშს. "

სამწვრთნელო პოსტი

"როდესაც თამაშს დავასრულებ, შევეცდები კიდევ ახალი, საყვარელი სამუშაოთი დავიკავო თავი. ძალზედ მიზიდავს სამწვრთნელო კარიერა. რაც უფრო ახლოს ვარ კარიერის დასრულებასთან, მით უფრო ხშირად ვფიქრობ ამაზე. სამწვრთნელო კურსებს გარისთან ერთად გავდივარ-მეორე დონე, A კატეგორიის ლიცენზია. მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ PRO დონის კურსების გავლას."
როგორი იქნებოდა რაიან გიგზის გუნდი? "მე უპირატესობას სამ ნახევარმცველს ვანიჭებ"(იცინის)
.
როგორც სერ ალექსი. გიგზი ყოველთვის უსმენს იუნაიტედის მწვრთნელს და იმარაგებს აზრებს მომავლისთვის.

"მე უდიდესი მასწავლებელი მწვრთნის. ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული. ძალიან ვხალისობ, როდესაც იგი ხუმრობს გუნდის პერსონალთან სამზარეულოში. მან იცის სახელი ყოველი მოსწავლის, რომელიც მოდის გუნდში არდადეგებზე. მე დღესაც აღფრთოვანებული ვარ ამით. ფეხბურთელები, როგორებიც ვართ:მე, სქოულზი, ნევილი, რიო და უეინი-უკვე დიდიხანია ერთად ვთამაშობთ. გუნდი თავის ბირთვს ინარჩუნებს და საშუალებას აძლევს დნმ-ს ეს გამოცდილება გუნდის სხვა ფეხბურთელებსაც გადასცეს. ჩვენ მას ყველაზე დიდ გუნდათ მივიჩნევთ, მაგრამ იგი პირველრიგში ჩვენი ოჯახია, მერე უკვე მოდის ყველაფერი დანარჩენი."

თანაგუნდელები

"გულშემატკივრებს ყოველთვის უნდათ, რომ გუნდში მის მიერ აღზრდილი ფეხბურთელი თამაშობდეს, რაც არაერთხელ მომხდარა იუნაიტედში. თუმცა ამას უარყოფითი მხარეც აქვს. გუნდი, რომელშიც ყოველი ფეხბურთელი ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და მას არ ყავს ისეთი გამოცდილი თანაგუნდელი, რომელსაც შეუძლია მაგალითი მისცეს, ძალიან ცუდად მოქმედებს მასზე. "

უნდა იყოს ბალანსი. ფერგიუსონმა წელს რობინ ვან პერსი შეიძინა და ცდილობს იგი უელბექის სასარგებლოდაც გამოიყენოს. "როდესაც გატანას იწყებ, ეს ყოველთვის გეხმარება გუნდში ადგილის მოსაძებნათ."-გიგზი პერსიზე. "როდესაც მეორე შეხვედრაში უკვე ხეტ-ტრიკს იფორმებ ძირითად შემადგენლობაში, ეს უკვე იმას ნიშნავს რომ ოცნება სრულდება. რობინი აგრძელებს გოლების გატანას (შვიდი ბურთი ცხრა თამაშიდან) და კარგ დონეზე თამაშობს."

იუნაიტედში ვარსკვლავები იშვიათათ მოდიან. "ფერგის უყვარს ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენა და მათი აღზრდა. როდესაც მსოფლიოდონის ვარსკვლავს ყიდულობ, შენ უკვე იცი მისი შესაძლებლობები და ეს არცთუ ისე საინტერესოა. რობი არაჩვეულებრივ გარემოში მოხვდა. ჩვენ გვიყვარს ვარჯიში და ბევრი მუშაობა. გუნდის ერთსულოვნება ყოველთვის კარგ დონეზე იყო. რობინიც კარგად შეეწყო გუნდს."

უელბექი ამ დროს აგრძელებს განვითარებას. "იქედან გამომდინარე, რომ დენი უკვე დიდია, 18-19 წლის ასაკში იგი კარგად ვითარდება, პლუს ამას ემატება ტრავმებიც და ამის გამო იგი ფაქტიურად კარგავს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. თუმცა რამოდენიმე წლის განმავლობაში მან შეძლო გუნდის ნაწილი გამხდარიყო. ახლა უკვე იგი კაცია, ჩამოყალიბებული და ძლიერი. მას ყოველთვის დიდი ნიჭი ჰქონდა. ამასთან ერთად მას გუნდში ყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც უეინ რუნია და მის განვითარებას ხელს უწყობს".

გიგზს კიდევ შეუძლია ბრძოლა!

ჰენრი ვინთერი, The Telegraph
ინტერვიუები
23 კომენტარი
№21
ავტორი: VaRdo
2 ნოემბერი 2012 22:48
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
R.v.Persie,

ფუი ეშმკს ვისი ავატარი გიყენია cerealguy2

საღოლ ძმა მაგარი სიახლეა love გიგზ ლეგენდა ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№22
ავტორი: shrek and persi
3 ნოემბერი 2012 09:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
მაგარი ხარ რაიან მარა დაბერდიიიი love სგ ავტორრრ :
0
№23
ავტორი: TrueRed
1 მარტი 2013 18:41
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
მაგარია გიგზი <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top