თბილისი:
მანჩესტერი:
26-10-2012, 20:18
ავტორი: APeX,
ნანახია: 2991,
კომენტარები: 22
7 ნომრის ისტორია
შვიდი შვიდნომრიანი...
7 ნომრის ისტორია
საფეხბურთო გრანდების უმრავლესობისათვის მაისურის ამა თუ იმ ნომერს ძალიან დიდი მნიშვნელობა წესით არ უნდა ენიჭებოდეს. მაგრამ ეს ხომ „მანჩესტერ იუნაიტედია“. ტრადიციების მოყვარული გუნდი. გუნდი, სადაც უამრავ მსოფლიო დონის ფეხბურთელს უთამაშია და რომლის ისტორიაც იდუმალებითა და მოულოდნელობებით არის აღსავსე...

ლეგენდარული 7 ნომერი... ამ ნომრის ტარება ყველა „მანჩესტერელისთვის“ დიდი პატივი იყო, არის და მუდამ იქნება. 7 ნომრიანი მაისურით ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელები გამოდიოდნენ, რაც ტრადიციად იქცა და ეს ტრადიცია ალბათ სამარადისოდ გაგრძელდება... ამ სტატიაში მინდა სიმბოლურად შვიდ ყველაზე გამორჩეულ შვიდ ნომრიანზე გიამბოთ...

7 ნომრის ისტორია


7 ნომრის ისტორია ჯერ კიდევ შორეულ 1946 წელს სერ მეტ ბასბიმ დაიწყო, მას შემდეგ რაც მან შოტლანდიური „სელტიკიდან“ ჯიმი დელანი £4,000-ად გადმოიბირა. დელანის იმ დროისთვის მართლაც რომ ჩინებული კარიერა ჰქონდა. მან „ოლდ ტრაფორდზე“ გადმობარგებამდე „სელტიკთან“ ერთად 1937 წელს შოტლანდიის თასი მოიგო. მან უდიდესი წვლილი შეიტანა „იუნაიტედის“ წარმატებაში 1948 წლის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალზე. შოტლანდიელმა „წითელი ეშმაკების“ მაისურით 28-ჯერ შესძლო მეტოქის კარის დალაშქვრა. 36 წლის ასაკში იგი კვლავ შოტლანდიაში დაბრუნდა, მას შემდეგ რაც 1950 წლის ნოემბერში „აბერდინს“ შეუერთდა. მისი დებუტი ამ უკანასკნელში „ფალკირკის“ წინააღმდეგ შედგა, სადაც დელანის გუნდმა 5 – 1 სძლია მეტოქეს. 1954 წლის იანვარში „დერი სიტიმ“ დელანი ირლანდიული ფეხბურთისთვის რეკორდულ ფასად £1,500-ად შეიძინა. ამავე სეზონზე ჯიმიმ თავის გუნდთან ერთად ირლანდიის თასიც მოიპოვა. მაშასადამე შოტლანდიელ ფორვარდს წილად ხვდა პატივი, მოპოვებინა დიდი ბრიტანეთის თითქმის ყველა ლიგის თასი.

7 ნომრის ისტორია


სტედფორდ ენდზე დღედაღამე გაისმოდა „იუნაიტედის“ ფანების მჭექარე ხმა: „Maradona good, Pele better, George Best!“ (მარადონა კარგი, პელე უკეთესი, ჯორჯი საუკეთესო!).

ბელფასტელი ბიჭუნა მოედანზე ნამდვილი მკვლელი იყო. გოგონები მისი გარეგნობით (მას „მეხუთე ბიტლიც“ კი უწოდეს), ბიჭები კი მისი საფეხბურთო შესაძლებლობებით იყვნენ მოხიბლულნი. ბესტი საოცრად ნიჭიერი მოთამაშე იყო.

როდესაც ჩრდილო ირლანდიელმა სკაუტმა ბობ ბიშოპმა ბესტი აღმოაჩინა, მაშინვე გაუგზავნა ტელეგრამა სერ მეტ ბასბის: „ვფიქრობ, გენიოსი გიპოვე“. სწორედ აქედან დაიწყო 15 წლის ჯორჯის მანჩესტერული ბიოგრაფია...

ბესტის დებიუტი პირველ დივიზიონში, 17 წლის ასაკში 1963 წლის 14 სექტემბერს „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ წინააღმდეგ „ოლდ ტრაფორდზე“ შედგა, სადაც „წითლებმა“ 1 – 0 იმარჯვეს. ამის შემდეგ იგი კვლავ რეზერვებს შეუერთდა მანამ, სანამ „ბარნლის“ წინააღმდეგ მატჩში თავისი სადებიუტო გოლი არ შეაგდო. მეტ ბასბიმ ჯორჯის პირველ გუნდში დატოვება გადაწყვიტა. სეზონის ბოლოს მას 26 ჩატრებულ მატჩში მეტოქის კარი ექვსჯერ ჰქონდა დალაშქვრული.

ჯორჯი იზრდებოდა და თანდათან სრულყოფილ ფეხბურთელად ყალიბდებოდა. მისი გვარი ისეთ დიდ კლუბებსაც აზანზარებდა, როგორიც იმ დროისთვის „ლივერპული“ იყო. მართლია, ბესტს მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივრები მას ყოველთვის აყენებდნენ ისეთი მსოფლიო კლასის მოთამაშეების გვერდზე, როგორებიც პელე და დიეგო მარადონა იყვნენ. ბესტი ნამდვილად ამართლებდა მის გვარს. ფანებს ის უზომოდ უყვარდათ.

სუპერვარსკვლავობამ დაღუპა ჯორჯი! მან მოწევა და სმა დაიწყო. ეს პრობლემა იყო მისი ჯანმრთელობისთვის, გულისტკივილი ბასბისთვის, მისი ოჯახისთვის და მილიონობით გულშემატკივრისთვის. მისი გუნდში დატოვება შეუძლებელი გახდა. ირლანდიელმა თავისი ბოლო მატჩი „წითელი ეშმაკების“ შვიდნომრიანი მაისურით 1974 წელს, 27 წლის ასაკში „ქპრ“-ს წინააღმდეგ ჩაატარა. ბესტმა 470 ჩატარებულ შეხვედრაში, 179-ჯერ შესძლო გოლის გატანა.

ჯორჯ ბესტი 2005 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა, რაც სრულიად საფეხბურთო სამყაროსთვის უდიდესი დარტყმა გახლდათ, მაგრამ ის „იუნაიტედის“ ფანების გულებში სამარადისოდ დარჩება და იკაშკაშებს, როგორც ერთ დროს „ოლდ ტრაფორდზე“ კაშკაშებდა.

7 ნომრის ისტორია


სტივ კოპელი საოცრად სწრაფი, ტექნიკური და მიზანდასახული მოთამაშე გახლდათ. იგი ტომი დოქერთიმ 1975 წელს „ტრანმერ როვერსიდან“ 60,000 ფუნტად გადმოიბირა. ლივერპულელი ვინგერი „წითელ ეშმაკებს“ თავის პირველ სეზონზე ძალიან წაადგათ. მისი დებიუტი 1975 წლის 1 მარტს „კარდიფის“ წინააღმდეგ მატჩში შედგგა, სადან მანჩესტერულმა კლუბმა მეტოქეს 4 – 0 სძლია. მას „იუნაიტედის“ მაისურით ინგლისის ჩემპიონატში 322 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მეტოქის კარის დალაშქვრა 53-ჯერ შესძლო.

სტივი კარგ ფეხბურთელთან ერთად კარგი ადამიანიც გახლდათ. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა გონებაგამჭრიახობით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კოპელი „ოლდ ტრაფორდზე“ ყოფნის დროს, ლივერპულის უნივერსტეტში ეკონომიკურ ფაკუულტეტზე სწავლობდა. მოგვიანებით ინგლისელი ვინგერი მწვრთნელიც გახდა, რაც რა თქმა უნდა გასაკირი არავისთვის ყოფილა.

1983 წლის ოქტომბერში, სტივი იძულებული გახდა ტრამვის გამო, რომელიც მან ინგლისიის ნაკრების მაისურით ურუგვაის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო საფეხბურთო კარიერა დაემთავრებინა. ის ამ დროს სულ რაღაც 28 წლისა იყო. და რომ არა ეს წყეული ტრამვა ვინ იცის, იქნებ რამდენი სეზონის ჩატარება მოუხდებოდა მას „მანჩესტერ იუნაიტედის“ 7 ნომრიანი მაისურით.

7 ნომრის ისტორია


ბრაიან რობსონი, რომელსაც წილად ხვდა პატივი „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტნის სამკლაური ყველაზე დიდხანს ეტარებინა რონ ატკინსონმა 1981 წელს „ვესტ ბრომვიჩ ალბიონიდან“ £1.5 მილიონად გადმოიყვანა. ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბობი რობსონმა ამ გასაოცარ ცენტრალურ ნახევარმცველს ფანტასტიური კაპიტანი (Captain Fantastic) შეარქვა.

რობსონის დებიუტი მანჩესტერულ კლუბში 1981 წლის 7 ოქტომბერს „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ წინააღმდეგ ინგლისის თასის შეხვედრაში შედგა, სადაც ლონდონელებმმა 1 – 0 იმარჯვეს. მან პირველი ლიგის მატჩი თანაქალაქელი „სიტის“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელმაც გოლის გარეშე ჩაიარა. ირლანდიელმა მისი პირველი „მანჩესტერული“ გოლი კი „სანდერლენდს“ შეუგდო.

რობსონს „იუნაიტედის“ მაისურით 461 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 99-ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა. ყველაზე სასაცილო ფაქტი კი ის არის, რომ მას „წითელ ეშმაკებთან“ ერთად მხოლოდ და მხოლოდ ორი ტიტული აქვს მოპოვებული. მაგრამ ეს იმ დროისთვის გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან რონ ატკინსონის მმართველობის პერიოდში გუნდს პრესტიჟული ტიტული არ ღირსებია.

1983 წელს მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ „გუნდის კაცი“ იყო. ბრაიანს შეეძლო გამხდარიყო პირველი ფეხბურთელი, ვისაც 30 წლის განმავლობაში ინგლისის თასის ფინალზე ჰეთ-ტრიკი ჰქონდა შესრულებული, მაგრამ მან „ბრაიტპნის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში არნოლდ მიურენს მეოთხე გოლის გატანის საშუალება მისცა. ამ შეხვდრაი „წითლებმა“ მეტოქეს 4 – 0 სძლიეს.

ეს ლეგენდარული ბრაიან რობსონი იყო, რომლის „იუნაიტედისთვის“ გაწეული ღვაწლი გულშემატკივრებს ყოველთვის ემახსოვრებათ.

7 ნომრის ისტორია


მისი სიყვარულით შეპყრობილი „იუნაიტედის“ გულშემატკივრები დაუღალავად გაიძახოდნენ მის სახელს... მას მისი წინამორბედების მსგავსი მხოლოდ მაისურის ნომერი ჰქონდა... მას ყველასგან გამორჩეული ხასიათი და თამაშის სტილი გააჩნდა... ის ფანებისა და სხვა მოთამაშეებისთვის სამაგალითო ფეხბურთელი და არა მარტო ფეხბურთელი გახლდათ... ჩვენ რა თმა უნდა შეუდარებელ ერიკ კანტონაზე ვსაუბრობთ...

1992 წელს სერ ალექსმა ერიკი „ოლდ ტრაფორდზე“ „ლიდს იუნაიტედიდან“ თანამედროვე ფეხბურთისთვის ერთობ სასაცილო ფასად 1 მილიონ ფუნტად გამოიყვანა. კანტონა იმ დროისთვის ევროპულ ფეხბურთში გაიძვერა გენიოსი გახლდათ. მისი დებიუტი ინგლისურ კლუბში „ბენფიკას“ წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა, სადაც მას 10 ნომრიანი მაისური ეცვა. მისი პირველი ლიგის მატჩი კი, კანტონამ „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ „ოლდ ტრაფორდზე“ გამართა, რომელშიც მან 12 ნომრიანი მაისური მოირგო. ერიკის პირველ სეზონზე „იუნაიტედმა“ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ნანატრი პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვა. 1993/94 სეზონზე „მეფე ერიკმა“ (ეს სახელი მას „იუნაიტედის“ გულშემატკივრებმა შეარქვეს) პირველად მოირგო ლეგენდარული 7 ნომრიანი მაისური და კარიერის ბოლომდე ღირსეულად ატარა.

ფრანგი საოცრად უმართავი ადამიანი იყო, რაც ერთობ გასაკვირი გახლდათ, რადგან ის სერ ალექსის გუნდში ირიცხებოდა. ადამიანის, რომლისთვისაც დისციპლინა და წესრიგი გუნდში მთავარი ფაქტორი იყო. 1994/95 სეზონზე კანტონამ „კრისტალ პალასის“ გულშემატკივარს კუნგ ფუს ილეთი ჩაუტარა, რის გამოც ოთხ თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მას ასეთი ხასიათი გარკვეულწილად ეხმარებოდა კიდეც. 1996 წელს, როდესაც სტივ ბრიუსმა კარიერა დაასრულა კაპიტნის სამკლაური სწორედ მან გადაიბარა და ამავე წელს „იუნაიტედი“ გახდა პირველი გუნდი, რომელსაც ფეხბურთის ასოციაციის თასი და პრემიერ ლიგის ტიტული ერთად ჰქონდა მოგებული.

კანტონა სულ რაღაც 30 წლისა იყო, როდესაც 1997 წელს კარიერა დაასულა. ერიკს „ოცნებების თეატრში“, რომელიც მისივე თქმით მისი მეორე სახლია მეტოქის კარი 80-ჯერ აქვს აღებული.

7 ნომრის ისტორია


ბექსი... უამრავი საფეხბურთო გრანდის საოცნებო ფეხბურთელი... მას ჯორჯ ბესტსაც კი ადარებდნენ, რადგან უამრავი ინგლისელი, და არა მარტო ინგლისელი გოგონას გულთა მპყრობელი გახლდათ. ისიც მარჯვენა გარემარბი იყო და მასაც არანაკლებ ლამაზი გოლები გაჰქონდა. მაგრამ განსხვავება ის გახლდათ, რომ დევიდი ბესტისგან განსხვავებით მრისხანე ფერგის შეგირდი იყო, რომლის გუნდშიც საოცარი წესრიგი სუფევდა.

1992 წელს ბექემმა 17 წლის ასაკში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ პროფესიონალურ კონტრაქტს ხელი მოაწერა და ერიკ კანტონას პენსიაზე გასვლის შემდეგ „იუნაიტედის“ მორიგი შვიდნომრიანი გახდა. იმ დროისთვის ბექემთან ერთად გუნდში ისეთი ტალანტები იზრდებოდნენ, როგორებიც რაიან გგიგსი, პოლ სქოულზი, ძმები ნევილები ნა ნიკი ბატი არიან.

მისი პროფესიონალური დებიუტი 92 წელს „ბრაიტონის & ჰოუვ ალბიონის“ წინააღმდეგ მატჩში შედგა, 1994 წლის 7 დეკემბერს კი უეფას ჩემპიოთა ლიგაზეც „გალათსარაის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, სადაც მან სადებიუტო გოლი შეაგდო. ამის შემდეგ დევიდმა ნახევარი სეზონი „პრისტონ ნორს ენდში“ იჯარის წესით გაატარა და დაბრუნებისთანავე საბოლოოდ შედგა მისი დებიუტი პრემიერ ლიგაში „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ. 1998/99 სეზონზე მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სანატრელი ტრებლის მოპოვებაში. ბექსის ჩატარებულ სეზონზებში ეს სეზონი თავისუფლად შეგვიძლია ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩავთვალოთ.

2000 წლის დასაწყისში სერ ალექსისა და ბექემის ურთიერთობა თანდათან გაუარესდა. ეს ბექსის „სელებრითული“ სტილით იყო გამოწვეული და ამას ფერგი არც მალავდა. მისივე თქმით, დევიდმა მისი „სელებრითული“ ცხოვრება ვიქტორიაზე ქორწინების შემდეგ დაიწყო. ფეხბურთი მის ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი გახდა. სწორედ ეს იყო მისი გაშვების მიზეზი. 2003 წელს მადრიდის „რეალმა“ ინგლისელი ვინგერი €35 მილიონად შეიძინა.

ბექემს, რომელიც ამჟამად „ლოს ანჯელეს გალაქსის“ ღირსებას იცავს უამრავ გუნდში უთამაშია, მაგრამ „იუნაიტედს“ ის ყოველვის ყველაზე თბილად მოიხსენიებს.

7 ნომრის ისტორია


კრიშტიანო რონალდუ დოს სანტოს ავიერომ „ოცნებების თეატრში“ 6 საოცარი წელი გაატარა.

შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ რონალდუ თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია.

2003 წელს სერ ალექსმა რონალდუ „სპორტინგიდან“ £12.24 მილიონად გადმოიბირა. პორტუგალიელი „ვარსკვლავთბიჭუნა“ იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭერ და პერსპექტიულ ფეხბურთელად მოიაზრებოდა და წესით და რიგით დევიდ ბექემის ღირსეული შემცვლელი უნდა ყოფილიყო. რონალდუმ იმედები გაამართლა. „იუნაიტედში“ მოსვლის შემდეგ მან 28 ნომერი მოითხოვა (ნომერი, რომლითაც ის „სპორტინგში“ გამოდიოდა) რადგან 7 ნომრის გამო წნეხის ქვეშ მოხვედრა არ სურდა. „როდესაც მე გუნდში მოვედი, მენეჯერმა მკითხა თუ რომელი ნომრის აღება მინდოდა. მე ვთქვი, რომ 28-ის. მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა ‘არა, შენ 7 ნომერი უნდა ატარო’, და ეს ცნობილი მაისური ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო.“

რონალდუს „მანჩესტერული“ დებიუტი „ბოლტონ ვანდერერსის“ წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში შედგა. იგი მოედანზე მე-60 წუთზე შემოვიდა. მან პირველი გოლი „წითელი ეშმაკების“ მაისურით „პორტსმუთის“ კარში 2003 წლის პირველ ნოემბერს შეაგდო. პორტუგალილს ხვდა წილად პატივი გაეტანა „იუნაიტედის“ მეათასე გოლი პრემიერ ლიგაში „მიდლსბროს“ წინააღმდეგ.

2007/08 სეზონი პორტუგალიელისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. სეზონი ერთობ უსიამოვნოთ დაიწყო მას შემდეგ, რაც რონალდუმ წითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გაძევებულ იქნა „პორსმუთის“ ფეხბურთელ რიჩარდ ჰიუზზე თამაშის წესის დარღვევის გამო. მისივე თქმით ეს მატჩი მისთვის ჭკუის სასწავლებელი იყო. ამავე სეზონზე რონალდუმ მისი პირველი „მანჩსტერული“ ჰეთ-ტრიკი „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შეასრულა. ამ მატჩში „წითლებმა“ მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით 6 – 0 სძლიეს. ამ წელს კრიშტიანომ 49 მატჩში 42 გოლის გატანა შესძლო. სეზონის ბოლოს რონალდუ პრემირ ლიგის საუკეთესო ფეხურთელად დასახელდა და ფიფასგან „საჩუქრად“ ოქროს ბურთი მიიღო.

2009 წელს იგი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა მას შემდეგ, რაც სერ ალექს ის მადრიდის „რეალს“ £80 მილონად მიჰყიდავისი საუკეთესო წლები „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა და ენატრება ის ატმოსფერო რაც თავის ძველ გუნდში სუფევდა. ვეტერანი რაიან გიგსი და პოლ სქოულზი, დისციპლინის მოყვარული მრისხანე ფერგი და მისი ძმა და მეგობარი ყველა საკითხში კომპეტენტური რიო ფერდინანდი.


ჩემი სტატიის ბოლოს კი მინდა გითხრათ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი შვიდნომრიანი ეკვადორელი ლუიშ ანტონიო ვალენსიაა. ზოგის აზრით მისი თამაშის სტილს ეს ნომერი არ უხდება, ზოგისთვის კი ის საერთოდ არ იმსახურებდა ამ ნომერს. მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მოთმინება იქონიოთ და გქონდეს ამ ადამიანის იმედი, იმედი იმისა, რომ ის ზევით ჩამოთვლილ ლეგენდებისავით ღირსეულად ატარებს შვიდნომრიან მაისურს და არ დაარღვევს ამ ერთობ მნიშვნელოვან ტრადიციას.

ავტორი: ლევან გაბრავა
სტატიები
22 კომენტარი
№21
ავტორი: TrueRed
28 თებერვალი 2013 01:21
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
მაგარია სგ ავტორ
0
№22
ავტორი: Manchester United 14
28 აპრილი 2014 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მაგარია სგ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top