თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2013, 19:12
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3371,
კომენტარები: 21
Manchester Evening News: “მანჩესტერი”: 60 მილიონს + რუნი ბეილის სანაცვლოდ!
ბეილი დღეს ესპანეთიდან უკან დაბრუნდა
Manchester Evening News: “მანჩესტერი”: 60 მილიონს + რუნი ბეილის სანაცვლოდ!
მას შემდეგ რაც სატრანსფერო ფანჯარა გახსნილად გამოცხადდა არ წყდება ჭორები უელსელი გარემარბის "რეალში" გადასვლასთან დაკავშირებით. ესპანელი ჟურნალისტების თქმით კვირის ბოლოს მადრიდულ გრანდს უკვე ყველაფერი მოგვარებული უნდა ჰქონოდა "ტოტენჰემთან", მადრიდელები ბეილის სანაცვლოს რეკორდულ თანხას იხდიდნენ, ეს უკანასკნელი კი დღეს ესპანეთად უკან დაბრუნდა. ასევე ცნობილია რომ ამ ორ კლუბს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არ მიღწეულა და ამ "ბრძოლაში" სხვა გუნდიც ერთვება. "მანჩესტერ იუნაიტედი" განიხილებოდა ერთ-ერთ კლუბად, რომელმაც მხოლოდ ინტერესი გამოხატა უელსელის მიმართ. თუმცა დღეს ხდება ცნობილი რომ "მანჩესტერმა" ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა ლონდონურ კლუბს. 60 მილიონი და უეინ რუნი ბეილის სანაცვლოდ! მოგეხესენბათ რომ მას ტრავმა აწუხებს და რამოდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია და ამ ყველაფერზე "ტოტენჰემის" თავკაცმა, ანდრე ვილაშ ბოაშმა კომენტარი გააკეთა "სვონსისთან" მატჩის შემდეგ: "სამწუხაროდ გარეთი ვერ დაგვეხმარა დღეს, მაგრამ ჩვენ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს, და შემცვლელის პოვნა არ გაგვიჭირდება. ეს გუნდი მხოლოდ წარმატებისთვის იბრძვის და მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ. ბეილით ან ბეილის გარეშე ჩვენ მაინც ძლიერები ვართ! -დაასრულა მან.

კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე კი კარლო ანჩელოტიმ არ ისურვა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და განაცხადა რომ ახლა მხოლოდ მომდევნო თამაშს უპყრია მისი ყურადღება. "ორი მიზეზის გამო მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი. პირველი - ამჟამად გარეთ ბეილი არ არის "რეალის" ფეხბურთელი და მეორეც, მე ვალდებული ვარ ვცე პატივი ჩემს შეგირდებს. ისინი აქ იმყოფებიან და ვცდილობთ ყურადღება გადავიტანოთ ხვალინდელ მატჩზე. ვიცი, ახლა ადვილია ტრანსფერებზე საუბარი, რადგად სულ მალე ეს ყველაფერი დასრულდება. იმედი მაქვს რომ მალე მოგვიახლოვდება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე."

SkySports
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: ლადო
27 აგვისტო 2013 11:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Roni da bale ro mogvcen rooneys sanacvlod mainc ar minda shrekis gashveba
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top